Добавить новость
103news.com
Radiotavisupleba.ge
Март
2019

„ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ დასრულდა

0
29 მარტს ოფიციალურად დასრულდა „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“. სწავლების დახურვის საზეიმო ცერემონია ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) გაიმართა.


ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა, ნატოს სახმელეთო ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ჯონ ტომსონი და ნატოს გაერთიანებული ძალების წვრთნის ცენტრის (JFTC) მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ლადისლავ იუნგი.


როგორც ნატოს სახმელეთო ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ჯონ ტომსონმა  განაცხადა, საქართველომ წარმატებით გაართვა თავი სწავლების ორგანიზებას, როგორც დაგეგმვის, ასევე აღსრულების ნაწილში:


„სწავლებამ ძალიან წარმატებით ჩაიარა. ეს იყო გაცილებით რთული სწავლება, სამი წლის წინ ჩატარებულთან შედარებით. უნდა აღვნიშნო, რომ სწავლების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესს სრულად უზრუნველყოფდა საქართველოს თავდაცვის ძალები. პერსონალურად მე შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ და ეს სწავლების შემდგომი შეფასების დროსაც განვაცხადე“. 


სწავლებაში მონაწილე სამხედროებს წარმატება მიულოცა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ. ის ამბობს, რომ „წვრთნებმა თავის მიზნებს მიაღწია, რაც საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაძლიერებასა და ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთთავსებადობის გაუმჯობესებას გულისხმობდა“.


სწორედ „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ის წარმატებით ჩატარება სახელდება ერთ-ერთ საფუძვლად, რის გამოც, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, ნიკოლოზ ჯანჯღავას გენერლის წოდება მიენიჭება.


„ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ის მონაწილეებს 29 მარტს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ.


სამეთაურო-საშტაბო სწავლებას, „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ს 18-29 მარტს მასპინძლობდა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრი (JTEC). მასში მონაწილეობდა ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 350 სამხედრო და სამოქალაქო პირი.


„ნატო-საქართველოს სწავლება 2019” რიგით მეორე სწავლებაა, რომელიც ნატო-საქართველოს „არსებითი პაკეტის“ ფარგლებში (SNGP) ჩატარდა. „არსებითი პაკეტი“ საქართველოს 2014 წელს უელსში გამართულ ნატოს სამიტზე მიენიჭა. ნატო-საქართველოს პირველი ერთობლივი სწავლება 2016 წელს გაიმართა.






Губернаторы России





Губернаторы России
103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России