აშშ-მა ინტერნეტზე წვდომა დაუბლოკა რუსეთის „ტროლების ფაბრიკად“ ცნობილ სააგენტოს
აშშ-ის სპეცსამსახურებმა ინტერნეტზე წვდომა დაუბლოკეს რუსეთის „საინტერნეტო კვლევათა სააგენტოს“, რომელიც ცნობილია, როგორც „ტროლების ფაბრიკა“. ვარაუდობენ, რომ სააგენტომ სცადა აშშ-ის კონგრესის 2018 წლის შუალედურ არჩევნებში ჩარევა. ამის შესახებ იუწყება გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით. „ტროლების ფაბრიკას“ უკავშირებენ რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებულად მიჩნეული პირის, ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინის სახელს. „ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, „ტროლების ფაბრიკას“ ინტერნეტზე წვდომა დაუბლოკეს 2018 წლის 6 ნოემბერს... Читать дальше...