"ჩვენ ჯერ კიდევ ვცდილობთ მხარეებს შორის ხიდების აგებას, იმედი მაქვს, ეს გამოგვივა. ბევრი პოზიციური სიგნალი მივიღე ოპოზიციისგან, ვინც ბოიკოტს უცხადებს პარლამენტს და იმედი მაქვს, მივიღებთ ხელისუფლებისგანაც ასეთ სიგნალებს, ისინი იპოვიან დიალოგისთვის საჭირო კომპრომისს. მე ვშიშობ, რომ საქართველო ღრმად არის წასული ესკალაციის პროცესში. მაგრამ იმედი მაქვს, უკან დასაბრუნებელი გზა ჯერ კიდევ არსებობს - ორჯერ დაფიქრდით, თქვენ გაქვთ ახლა ისტორიული შესაძლებლობის ფანჯარა, ვაშინგტონში ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ, რომელიც უნდა გამოიყენოთ. Читать дальше...