ანექსირებულ ყირიმში "გაზეტა.რუ"-ს ყოფილი მთავარი რედაქტორი დაიღუპა
ანექსირებულ ყირიმში "გაზეტა.რუ"-ს ყოფილი მთავარი რედაქტორი და სიმფეროპოლში მედიაჯგუფ "როსია სეგოდნიას" ქვეგანყოფილების ხელმძღვანელი, სვეტლანა ბაბაევა დაიღუპა. პოლიგონზე ბაბაევა სამხედრო-სპორტული სროლით იყო დაკავებული. "რია ნოვოსტი" მისი დაღუპვის მიზეზად უბედურ შემთხვევას ასახელებს. სვა დეტალები უცნობია. ბაბაევა პოლიგონზე სამხედრო-საწვრთნელ პოლიგონზე სროლის დროს დაიღუპა "ბრმა ტყვიით", როგორც ამის შესახებ "როსია სეგოდნიას" გენერალური დირექტორი, დმიტრი კისელიოვი წერს თავის კომენტარში. ბაბაევა 2004-2012 წელს სააგენტო "რია ნოვოსტიში" მუშაობდა. Читать дальше...