Добавить новость
103news.com
World News
Февраль
2021

ოპოზიცია ხელისუფლებისგან რეალური ნაბიჯების მოლოდინშია - რა არ უნდა გამოგრჩეს 22 თებერვალს

0
 


ოპოზიცია 25 თებერვალს დაგეგმილ აქციას აუქმებს და ელის შემხვედრ კომპრომისს ხელისუფლებისგან



ოპოზიციამ 25 თებერვალს დაგეგმილი საპროტესტო აქციის გეგმები გააუქმა. ამის შესახებ მათ ბრიფინგზე თქვეს, რომელიც ლიტვის პარლამენტის წევრ ჟიგიმანტას პავილიონისთან ერთად გამართეს. როგორც ოპოზიციაში ამბობენ, ისინი ხელისუფლებას აძლევენ სივრცეს უკან დასახევად. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ელიან ხელისუფლების მხრიდან რეალურ ნაბიჯებს, რომლებიც უნდა გადაიდგას შექმნილი კრიზისული ვითარებიდან გამოსავლის მოსაძებნად.


ჟიგიმანტას პავილიონისმა გუშინ თავისი ორდღიანი ვიზიტი დაასრულა საქართველოში, რომლის მთავარი მიზანიც სწორედ მხარეებს შორის პოზიციების შეჯერება იყო.


„მე ვშიშობ, რომ საქართველო ღრმად არის წასული ესკალაციის პროცესში. მაგრამ იმედი მაქვს, უკან დასაბრუნებელი გზა ჯერ კიდევ არსებობს - ორჯერ დაფიქრდით, თქვენ გაქვთ ახლა ისტორიული შესაძლებლობის ფანჯარა, ვაშინგტონში ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ, რომელიც უნდა გამოიყენოთ“, - ეს განცხადება ლიტვის სეიმის წევრმა გუშინ გააკეთა. ის ოპოზიციის გარდა შეხვდა ხელისუფლებას და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს.


წაიკითხე და ნახე მეტი ოპოზიციის გეგმებზე აქ.


 




 




 


პარლამენტმა ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების გადაწყვეტილება დღეს უნდა მიიღოს



პრემიერობის კანდიდატის და მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების გადაწყვეტილებას საქართველოს პარლამენტი დღეს, 22 თებერვალს მიიღებს. გუშინ კი გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დეპუტატებმა კითხვები დაუსვეს კანდიდატებს.


ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნა და მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც გიორგი გახარიამ 18 თებერვლის დილას თქვა, რომ დაკავებულ თანამდებობას ტოვებდა გუნდში აზრთა სხვადასხვაობის გამო, რაც ნიკა მელიას დაპატიმრებაზე მსჯელობისას გამოიკვეთა. იმავე დღეს მან "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო და თავად პარტია დატოვა, მმართველმა გუნდმა კი პრემიერობის კანდიდატად მოქმედი თავდაცვის მინისტრი და ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.


ირაკლი ღარიბაშვილმა 19 თებერვალს თავისი სამთავრობო შემადგენლობა გააცნო საზოგადოებას - ახალ მინისტრთა კაბინეტში ფაქტობრივად ყველა მოქმედი მინისტრი ხვდება, მთავრობას ტოვებს მხოლოდ ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილს თავდაცვის მინისტრის პოსტზე მისი მოადგილე, ჯუანშერ ბურჭულაძე ცვლის. ყოფილი მოადგილე დაიკავებს მთავრობის ამ სახით დამტკიცების შემთხვევაში მაია ცქიტიშვილის ადგილს - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე ირაკლი ქარსელაძეა დასახელებული.


ამ თემაზე ასევე ნახე:



თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ამბობს, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური არ გაუვლია
ალეკო ელისაშვილი ვახტანგ გომელაურს ეკითხება, სად არის ბადრი ესებუა
ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო - ზილფიმიანი ეკატერინე ტიკარაძეს ვაქცინის დაგვიანებაზე უსვამს კითხვას
მიხეილ ჩხენკელი ემხრობა კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფას
მიხეილ ჩხენკელი ამბობს, რომ შესაძლოა საქართველოში კოსმოსური სააგენტო აღდგეს
განათლების მინისტრის თქმით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც პანდემიის დროს 2 ახალი მუზეუმი გაიხსნა


 




 


ისრაელის მონაცემები რეალური მოხმარებიდან აჩვენებს Pfizer-ის ვაქცინის მაღალ ეფექტიანობას



ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა თითქმის 99%-ით ეფექტიანია დაავადების მძიმე ფორმების და სიკვდილიანობის პრევენციაში. პრეპარატის შესახებ ეს მონაცემები ერთ-ერთი პირველია, რომელიც მისი რეალური, მასობრივი მოხმარებიდან არის მიღებული.


ისრაელი მსოფლიოს წამყვანი ქვეყანაა თავისი მოსახლეობის იმუნიზაციის თვალსაზრისით. 9 მილიონი ადამიანიდან Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის ერთი დოზა თითქმის ნახევარს აქვს მიღებული, 2.9 მილიონ მოქალაქეს კი უკვე ორივე დოზა გაუკეთდა.


ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მონაცემები აჩვენებს, რომ ვაქცინა 98.9 პროცენტით ეფექტიანია სიკვდილის პრევენციაში და 99.2 პროცენტით ეფექტიანი დაავადების მძიმე ფორმების პრევენციაში, იმ ადამიანებში, ვისაც ორივე დოზა აქვს მიღებული.


წაიკითხე მეტი.


 




 


გუშაგები რიონის ხეობაში



„აი, ას მეტრშია ის ადგილი, სადაც კაშხალი შენდება. ჩვენი ჯვარიც მანდ იდგა, რომ მოგვიგლიჯეს“, - ხელით იჩრდილავს შუბლს და გზას გაჰყურებს რიონის ხეობის ერთ-ერთი გუშაგი, წარმოშობით ტვიშელი რაფიელ ლომთაძე. ოთხშაბათია. მისი მორიგეობის ღამე.


რიონის ხეობის დარაჯებისთვის ნამახვანჰესის მშენებლობის (დადგმული სიმძლავრე - 433 მგვტ) საწინააღმდეგო პროტესტის ასმერვე დღეა.


„დღეს ბევრი ხალხია, ხუთი მარტო გადამღები ჯგუფი იყო მოსული“ - გვეუბნება მარიტა მუსელიანი. ნამახვანჰესის მიმართ ინტერესი არ ცხრება.


ხალხი აქ დღის განმავლობაში ხან მცირდება, ხან ისევ მატულობს. მთავარია, რომ პროტესტის ადგილას ყოველთვის ვიღაც არის.


„მეწყრული ზონა“ - ამ წარწერით ქუთაისი-ნამოხვანის გზაზე გამაფრთხილებელი ყვითელი აბრები თითქმის ყოველ კილომეტრში შეგხვდებათ - აბრის შინაარსს ხან დამეწყრილი ეზო ადასტურებს, ხან მთის ჩამოშლილი კალთა გეუბნება, რომ ტყუილად არ გაფრთხილებენ.


წყალტუბოს სოფელ ჟონეთთან პროექტის განმახორციელებელი კომპანიის, „ენკა რინიუებლზის“ ბაზა შეგხვდებათ. მძიმე ტექნიკა კიდევ რამდენიმე ადგილას დგას. რიონის ხეობის გუშაგების პროტესტი სამი თვის წინ სწორედ ჟონეთიდან დაიწყო. მაგრამ შემდეგ იქ მათ პოლიციამ კარვები დაუშალა და იძულებულები გახდნენ, უფრო ზემოთ, სოფელ ნამოხვანისკენ გადაენაცვლათ.


წაიკითხე და ნახე მეტი ეკა ქევანიშვილის სტატიაში.


 




 




 




 




 


ანიტა რაჭველიშვილი, რომელმაც ორჯერ დაამარცხა კოვიდი, ვენაში “კარმენის” წარმოდგენისთვის ემზადება. ოპერის ვარსკვლავი გვიამბობს, როგორ ცხოვრობს მუსიკალური სამყარო პანდემიის პირობებში, როგორ ეხმარებიან არტისტებს დასავლეთში და როგორ შეცვალა კოვიდმა საოპერო ხელოვნების სივრცე. ანიტას არ ესმის, რატომ არის დახურული თბილისის ოპერის თეატრი. თეა წულუკიანზე კი, რომელსაც კულტურის მინისტრის პოსტზე განიხილავენ, ამბობს, რომ “ჰუმანურს” ნამდვილად ვერ უწოდებს.






Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России