Добавить новость
103news.com
World News
Февраль
2023

უკრაინაში დაიღუპა რუსეთის მხარეს მებრძოლი კიდევ ერთი ცხინვალელი ჯარისკაცი

0
10 თებერვალს, საღამოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ საინფორმაციო საშუალებებით გაავრცელა ცნობა, რომ ცხინვალის მცხოვრები, რუსეთის მხარეს მებრძოლი ალან ჯიოევი უკრაინაში დაიღუპა.


დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა, პოლკოვნიკმა მარატ პავლოვმა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა მიუსამძიმრეს ალან ჯიოევის ოჯახს.


დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში ვკითხულობთ: „ალან ჯიოევი დაიბადა 1996 წლის 16 ოქტომბერს ქალაქ ცხინვალში. 2014 წლის 21 ნოემბრიდან 2016 წლის 23 მაისამდე მსახურობდა ეროვნულ შეიარაღებულ ძალებში. 2016 წლის 1 აგვისტოდან 2018 წლის 1 აპრილამდე მან ხელშეკრულებით სამხედრო სამსახური თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში გაიარა“.


დამატებითი ცნობები არ ვრცელდება, რა ვითარებაში, როგორ და როდის დაიღუპა ალან ჯიოევი. რუსეთ-უკრაინის ომში, რუსეთის არმიის მხარეს მებრძოლი, ცხინვალის რეგიონში მცხოვრები 20-ზე მეტი ჯარისკაცი და მოხალისე დაიღუპა. მათი დიდი უმრავლესობა რუსულ მე-4 სამხედრო ბაზაზე კონტრაქტით მსახურობდა. უკრაინაში ისინი, გასულ წელს ორ ეტაპად გაამგზავრეს.


2022 წლის 16 მარტს სოციალური ქსელებით სამხედრო ტექნიკის გადაადგილების კადრებიც გავრცელდა. მოგვიანებით 300 ცხინვალელი ჯარისკაცი უკრაინიდან დაბრუნდა და იქ არსებულ საშინელ პირობებზე ალაპარაკდა. ნათესავებისთვის გაგზავნილ ხმოვან შეტყობინებებში ისინი აცხადებდნენ, რომ აღჭურვილობისა და ნორმალური ტექნიკის გარეშე, პირდაპირ ბრძოლის ველზე გაუშვეს და „საზარბაზნე ხორცად“ იყენებდნენ. გარდა საკონტრაქტო ჯარისკაცებისა, უკრაინაში, რუსეთის არმიის რიგებში ომში ცხინვალელი მოხალისე მებრძოლებიც იმყოფებიან. დაუზუსტებელი მონაცემებით, მათი რაოდენობა 1000 ჯარისკაცს შეადგენს.






Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России