უკრაინაში სამ საათზე მეტხანს საჰაერო განგაში იყო
გამთენიისას, სამ საათზე მეტხანს საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული უკრაინის მთელ ტერიტორიაზე. რუსეთის სარაკეტო დარტყმების საფრთხის გამო ამოქმედდა საჰაერო თავდაცვის სისტემა.
ლვოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ კოზიცკიმ ტელეგრამით გაავრცელა ინფორმაცია, რომ დარტყმა განხორციელდა კრიტიკული მნიშვნელობის ობიექტზე. კონკრეტულ ობიექტს კოზიცკი არ ასახელებს. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის. აფეთქებები იყო პოლტავის ოლქშიც. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მუშაობდა საჰაერო თავდაცვის სისტემა.
საჰაერო განგაში ადგილობრივი დროით, 04:24 საათისთვის შეწყდა.