საპატრიარქო „პრაიდზე“: „ლგბტ პროპაგანდა“ დაუშვებელია, დროა კანონით დარეგულირებაზე ვიმსჯელოთ
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა „პრაიდის“ კვირეულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ეს არის „გაუკუღმართებული ცხოვრების წესის დანერგვის მცდელობა“, რომელსაც უარყოფითი გავლენა ექნება დახურულ სივრცეში ჩატარების დროსაც. „დღეს შეიძლება განსაკუთრებულად დროული იყოს მოწოდება საზოგადოებისადმი, გვემსჯელა საკანონმდებლო გზით ზემოაღნიშნული პრობლემის დარეგულირების შესახებ” - ნათქვამია განცხადებაში.
საპატრიარქოს პრესსამსახური წერს, რომ ეკლესია არასდროს მოუწოდებს ძალადობისკენ, პირიქით, მოსახლეობაში სიმშვიდის შენარჩუნებისთვის ზრუნავს და პასუხისმგებლობას შექმნილ დაძაბულობაზე ღონისძიების ორგანიზატორებს აკისრებს. „ყოველი მსგავსი აქტივობა, გარდა ცოდვის პროპაგანდისა, არის სამოქალაქო დაპირისპირებისა და დაძაბულობის მიზეზი.“ - წერია განცხადებაში.