Добавить новость
103news.com
World News
Июль
2023

პაატა მანჯგალაძე: ადამიანების განადგურების სურვილს, ქრისტეს გზასთან არაფერი აქვს საერთო, ეს უფრო ბარაბას გზაა

0

ქრისტიანობა არ არის განსხვავებულად მოაზროვნე და ცხოვრების წესის მქონე ადამიანების დარბევა და ლინჩის წესით ქვებით განადგურება – კარგი იქნებოდა ორგანიზატორებს „კოკა-კოლებთან“ ერთად წიგნებიც ჰქონოდათ, მათ შორის სახარება, იქნება ამ ადამიანებს წაეკითხათ, დარწმუნებული ვარ 99%-ს სახარება წაკითხული არ აქვს , – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ „პრაიდ ფესტივალის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ხალხი, რომელიც 21-ე საუკუნეში განსხვავებულად მცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის ძველი წელთაღრიცხვის ქვებით ჩაქოლვის წესს იყენებს, ევროპაში ვერ შევა.

„გუშინ რაც ვიხილეთ, ძალადობრივი ჯგუფების მიერ კონკრეტული საზოგადოებრივი ჯგუფის ძალადობრივი დარბევა, ამას არაფერი აქვს საერთო ქრისტიანობასთან, არც ქრისტიანობის დაცვასთან და არც ტრადიციული ღირებულებების დაცვასთან.

ქრისტიანობა არ არის განსხვავებულად მოაზროვნე და ცხოვრების წესის მქონე ადამიანების დარბევა და ლინჩის წესით ქვებით განადგურება. ეს ხალხი წარმოადგენს არა საქართველოს, ნათელ მომავალს, რომელმაც ქვეყანა უნდა გააბრწყინოს, არამედ წარმოადგენს შავრაზმულ დაჯგუფებას, რუსულს.

არასწორია, როდესაც ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი იღონა დასაცავად. ხელისუფლებამ არა თუ არ იღონა, თავად იყო ამ ყველაფრის ორგანიზატორი. ერთი ხელით ორგანიზებას უწევდა ამ ჯგუფებს, მეორე ხელით კი ვითომ იცავდა ღონისძიებას.

ძარცვას, დარბევას, დატაცებას, იქ რომ ადამიანები დახვედროდათ, მათ განადგურების სურვილს, ქრისტეს გზასთან არაფერი აქვს საერთო. ეს არის უფრო ბარაბას გზა, დარბევის და განადგურების გზა არის ბარაბას გზა. უფრო მეტიც, კარგი იქნებოდა „კოკა-კოლებთან“ ერთად ორგანიზატორებს წიგნებიც ჰქონოდათ, მათ შორის სახარება, იქნება ამ ადამიანებს წაეკითხათ, დარწმუნებული ვარ 99%-ს სახარება წაკითხული არ აქვს.

პირდაპირი დავალება რომ მედია გაანადგურეთ არ იყო, სამიზნე ჯგუფი კონკრეტული საზოგადოება იყო.

მიზანი ის კი არ არის, რომ ვიღაცამ „კოკა-კოლა“ მოიპაროს, ან ვარდისფერი პარალონი. ამის მიზანია, ევროპული კურსიდან საქართველოს გადახვევა. ხალხი, რომელიც 21-ე საუკუნეში ძველი წელთაღრიცხვის ქვებით ჩაქოლვის წესს იყენებს განსხვავებულად მცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის, ევროპაში ვერ შევა. ამ ყველაფრის სათავე და მეტასტაზი „ქართული ოცნებაა“. ის პარალონიანი ადამიანი, ის „კოკა-კოლა“ მოპარული ადამიანები, რომლებიც იქ დარბოდნენ, იყვნენ არა რომელიმე იქ მყოფი ქართველი, არამედ ყველა ის ადამიანი იყო ერთად აღებული ირაკლი ღარიბაშვილი. რამდენიმე სასულიერო პირი იყო, ვნახეთ, ადამიანზე ამხედრებული, როგორც სახედარზე, ესენი ეს რუსული მეხუთე კოლონა. ამ ხალხის დაფინანსებულია და ქრისტეს ეფარებიან“,-აღნიშნა მანჯგალაძემ.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России