Добавить новость
103news.com
World News
Июль
2023

„კავკასიური კავშირი“ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს მესამე პრეზიდენტის შეწყალებას სთხოვს

0
„კავკასიურ კავშირში“ გაერთიანებულმა ექვსმა ორგანიზაციამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, გამოიყენოს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება და შეიწყალოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.


„ჩვენ არ ვკამათობთ თავად მიხეილ სააკაშვილის საქმის სასამართლო ვერდიქტზე, მაგრამ მსოფლიოში მისმა, როგორც სახელმწიფო რეფორმატორის პოპულარობამ, გამოიწვია ისეთი რეზონანსი, რომ ბევრი მის დადანაშაულებას განიხილავს სასამართლო-სადამსჯელო და პოლიტიკური მიზანშეწონილობის გაგების ფარგლებიდან გასულს, ადამიანურ გულმოწყალებაზე რომ არაფერი ვთქვათ, საქმის ასეთი ვითარება უკიდურესად ნეგატიურად წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც თითქოსდა მუხლებზეა დაყენებული და რუსეთის რეჟიმის დავალებით აბუჩად იგდებს მიხეილ სააკაშვილს, ანგარიშს არ უწევს არც საკუთარი ხალხის და არც მსოფლიო თანამეგობრობის აზრს. ხელისუფლების მიერ აღნიშნული საქმის იგნორირების გაგრძელება მომაკვდინებელია საქართველოსთვის და მას მხოლოდ ოპოზიციონერთან მიმართებაში შურისძიებით შეპყრობილ რუსეთის დანაშაულებრივ რეჟიმთან ანათესავებს“, - ნათქვამია სალომე ზირაბიშვილისადმი მიმართაში, რომელსაც ხელი აწერენ "კავკასიურ კავშირში" შემავალი ხუთი ორგანიზაციის თავმჯდომარეები: 



აზერ ალიევი, "ძლიერი აზერბაიჯანი“;
ლადო გამსახურდია, „მრგვალი მაგიდა-თავისუფალის კავკასია“; 
ასე კიკი, „ჩერქეზთა კონგრესი“; 
ჯაბრაილ მიროზევი, „დაღესტნის ნაციონალური ცენტრი“;
დენი ტეპსი, „ჩეჩენთა მსოფლიო კონგრესი“;
იბრაგიმ იაგანოვი, " თავისუფალი ჩერქეზეთი“. 


"ჩვენ ვთხოვთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, სიცოცხლის გადასარჩენად გამოიყენოთ კონსტიტუციური უფლებამოსილებები, დაიცვათ თქვენი სახელმწიფოს ევროპული პერსპექტივა და ქართველი ხალხის კარგი რეპუტაცია. ჩვენის მხრივ, ჩვენ მზად ვართ უზრუნველვყოთ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო რეაბილიტაცია თურქეთის სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებებში და თურქეთში ექსტრადიციის პროცესის სამართლებრივი მხარდაჭერა“, - ნათქვამია "კავკასიური კავშირის" მიმართვაში, რომლის ტექსტიც რადიო თავიუსფლების ქართულ სამსახურს ერთ-ერთმა თანაავტორმა, ლადო გამსახურდიამ გამოუგზავნა. 


მისი თქმით, მიმართვის ინგლისური ვერსია უკვე გაუგზავნეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას.  



2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადის მკურნალობის კურსს. ოჯახის წევრები, ადვოკატები და მისი მხარდამჭერები, ასევე სამედიცინო დარგის სპეციალისტები, მათ შორის უცხოელი ექსპერტები აცხადებენ, რომ სიცოცხლის შესანარჩუნებლად მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.
თებერვალში საქართველოს სასამართლომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.






Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России