Добавить новость
103news.com
World News
Ноябрь
2023

ღაზის სექტორში მყოფი მძევლების გათავისუფლება 24 ნოემბრამდე არ დაიწყება

0
პარასკევამდე, 24 ნოემბრამდე გადაიდო ღაზის სექტორში მყოფი მძევლების გათავისუფლების პროცესის დაწყება. შესაბამისად, გადაიდო ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედებაც.


ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელის, ცახი ჰანეგბის განცხადებით, მძევალთა გათავისუფლება დაიწყება მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, თუმცა, ეს პარასკევზე ადრე არ მოხდება. მანამდე როგორც ისრაელის, ისე პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ პროცესი დღეს, 23 ნოემბერს დაიწყებოდა.


ისრაელის მთავრობის წარმომადგენელმა ანონიმურობის დაცვის პირობით, სხვადასხვა მედიასაშუალებას განუცხადა, რომ შეთანხმების ასამოქმედებლად უახლოეს 24 საათში ხელი უნდა მოეწეროს ერთგვარ სარატიფიკაციო დოკუმენტს.


სხვა წყაროები პროცესის დაწყების გადადების მიზეზად იმას ასახელებენ, რომ „ჰამასს“ ისრაელისთვის ჯერჯერობით არ გადაუცია გასათავისუფლებელი მძევლების პირველი ჯგუფის სია. ამ მონაცემების მისაღებად კატარში იმყოფება ისრაელის დაზვერვის სამსახურის, „მოსადის" ხელმძღვანელი დავიდ ბარნეა.




ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა 22 ნოემბერს, 6-საათიანი მწვავე განხილვის შედეგად, მხარი დაუჭირა ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების დროებით შეწყვეტას „ჰამასის“ მიერ მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ. ისრაელის არმიის მონაცემებით, ღაზის სექტორში მძევლად იმყოფება 200-ზე მეტი ადამიანი.


ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მოლაპარაკებებში მთავარი შუამავალი კატარია. პროცესში ჩართული არიან ეგვიპტე და ამერიკის შეერთებული შტატებიც.


პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა 22 ნოემბერს განაცხადა, რომ ისრაელის მთავრობამ, რომელიც ვალდებულია სახლში დააბრუნოს ყველა მძევალი, დაამტკიცა ამ მიზნის მიღწევის გეგმის პირველი ეტაპი. სულ მცირე 50 ქალი და ბავშვი გათავისუფლდება 4 დღის განმავლობაში და ამ პერიოდში საბრძოლო მოქმედებები შეჩერებული იქნება. გარდა ამისა, დამატებით ყოველი 10 მძევლის გათავისუფლება გამოიწვევს პაუზის კიდევ ერთი დღით გაგრძელებას.


თავის მხრივ, „ჰამასმა“ შეთანხმების პუნქტებად დაასახელა ისრაელის საპატიმროებიდან ათეულობით პალესტინელი ქალის და არასრულწლოვნის გათავისუფლება და ღაზის სექტორში გაცილებით მეტი ჰუმანიტარული დახმარების, მათ შორის საწვავის შეტანა.



ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს და ათეულობით მძევლად აიყვანეს.
კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1 200-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 13 000-ზე მეტი ადამიანი.
დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა მისგან მოითხოვენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას.
ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, გაერო ისრაელს ადანაშაულებს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში. თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა ირწმუნება, რომ მისი სამიზნეა მხოლოდ „ჰამასი“, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას ფარად იყენებს.
„ჰამასი“ ღაზის სექტორს 2007 წლიდან მართავს. რადიკალური ისლამისტური მოძრაობა დაპირისპირებულია პალესტინელთა ეროვნულ ადმინისტრაციასთან, რომლის კონტროლქვეშაა მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირი. „ჰამასს“ მიზნად აქვს გამოცხადებული ისრაელის სახელმწიფოს განადგურება და პალესტინელთა ტერიტორიებზე ისლამური სახელმწიფოს შექმნა.






Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России