პროექტ „ტელესპექტაკლის“ დახურვას პროტესტი მოჰყვა
11 იანვარს 10 თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელებმა და მსახიობებმა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გააპროტესტეს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის პროექტის, „ტელესპექტაკლის“, დახურვა.