Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Май
2018

რუსთავის 36-ე ბაგა-ბაღიდან  გადასამოწმებლად 11 კილოგრამი ხორცი  ამოიღეს

0
სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა 22 მაისს რუსთავის 36-ე ბაგა-ბაღიდან 11 კილოგრამი ხორცი ამოიღეს, დალუქეს და შესამოწმებლად ლაბორატორიაში გადაგზავნეს.



დამუშავების დროს  გაყინული წვრილფეხა საქონლის ხორცის  სანიტარიულ-ჰიგიენურმა  მდგომარეობამ ხსენებული ბაღის მზარეულებში  ეჭვი აღძრა,  რის გამოც სპეციალისტები გამოიძახეს.


სურსათის უვნებლობის სააგენტოს ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსის მოადგილე ზურაბ მაკარაძემ  რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ  ამჟამად მიმდინარეობს მოკვლევა, თუ ვის მიერ არის ხორცი შემოტანილი. გაერკვევიან შემომტანის დოკუმენტაციაში, შემოწმდება „მთელი სპექტრი“:


„მთავარი ისაა, რომ,  როგორც კი გაყინული ხორცის გალღობის პროცესმა ეჭვი აღძრა, მაშინვე შეწყდა მისი დამუშავება. ახლა ლაბორატორია გვეტყვის პასუხს. არადამაკმაყოფილებელი  პასუხის შემთხვევაში შემოწმდება ბაღებში შეტანილი  ხორცის  მთელი პარტია, რომელსაც ამოღებული ხორცი ეკუთვნოდა“.



რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორმა ეკა ხუციშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ   გაერთიანების ხარისხის სპეციალისტები ახორციელებენ  ბაღებში შეტანილი საკვები პროდუქტების  მუდმივ მონიტორინგს პროდუქტების შემთხვევითი შერჩევის პრინციპით:


„თუკი  რაიმე საეჭვოს ვამჩნევთ, პროდუქტებს ვაგზავნით  ლაბორატორიულ კვლევაზე და  აუცილებლად ვატყობინებთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს, რათა დავრწმუნდეთ, რომ რუსთავის ბაღებში შედის ჯანსაღი საკვები. დღეს არ დაგვაკმაყოფილა დალუქული ხორცის ვიზუალურმა სურათმა,  ამიტომ მივმართეთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს. იმედი მაქვს, რომ  ეჭვი  გაქარწყლდება და დავმშვიდდებით ჩვენც და ჩვენი აღსაზრდელების მშობლებიც“.


ეკა ხუციშვილის  ცნობით, რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანება 2018 წლიდან მუშაობს საკვების შემომტან მხოლოდ ერთ კომპანიასთან,  ტენდერში გამარჯვებულ    „ბადასთან“,  თუმცა, მისივე სიტყვებით, არ იცის, თავად  36-ე ბაღს  სხვა კიდევ  თუ ამარაგებს.






Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России