Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Июнь
2018

ზაზა სარალიძე: "მცდარი გზით მიდის შსს-ც"

0
ზაზა სარალიძე ადვოკატთან ერთად შსს-ში გამოკითხვაზე მივიდა. ის აცხადებს, რომ სამინისტროში მისვლამდე იმყოფებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც 31 მაისის განაჩენის მისაღებად წერილობითი მოთხოვნა დატოვა: „მივმართე საქალაქო სასამართლოს, განაჩენს ვითხოვ. მაინტერესებს რა წერია. დავტოვე განაცხადი. იმის გამო, რომ აქეთ მეჩქარებოდა, აღარ დაველოდე პასუხს“.


ზაზა სარალიძე კვლავაც აცხადებს, რომ ითხოვს ყველა იმ პირის პასუხისგებაში მიცემას, ვინც ხელი შეუშალა მისი შვილის მკვლელობის სრულფასოვან გამოძიებას: „გამომძიებლებიდან დაწყებული, დამთავრებული გენპროკურორით, პლუს - გენპროკურორს თუ ვინმე მფარველობდა და გამოიკვეთება საქმეში, ყველას დაკავებას ვითხოვ“.


ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ მას არ აქვს ინფორმაცია მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკითხულ მოწმეებზე: „მაგ სიას მე არ მაცნობენ, სამწუხაროდ: ვის კითხავენ, როგორ კითხავენ? ერთი ფაქტია, რომ მცდარი გზით მიდის შსს-ც, ჩემი გადასახედიდან. თავიანთი გადასახედიდან, შეიძლება, სწორ გზაზე დგანან. ფაქტია, რომ რა მოცემულობაც ჰქონდა პროკურატურას, იგივე მოცემულობის გატანა უნდათ სააპელაციოში“.


ზაზა სარალიძე კვლავაც მიმართავს თბილისისა და გორის პროკურატურებს: ერთს, რომ განმარტოს რა სამართლებრივი პროცესი მოჰყვა ზაზა სარალიძის მიერ ბორის კაკუბავას წინააღმდეგ განაცხადის შეტანას; გორის პროკურატურისგან კი, ითხოვს - „დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება მერის თანაშემწეზე, რომელმაც განაცხადა, რომ „არ დაგავიწყდეთ ხალხნო, საიდან დაიწყო ეს ინციდენტი“-ო. ესე იგი, ამ ინციდენტზე იცის რაღაც-რაღაცეები, ამას რომ ამბობს, ხო? დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება და მისცეს სამართლებრივი შეფასება. თუ ტყუილს იძახის ეს კაცი, ადგეს და ხელახლა გამოვიდეს და აღიაროს თავის დანაშაული“.


ზაზა სარალიძე თვლის, რომ მთავრობის დათხოვნა მისი და მაჩალიკაშვილის საქმეების გადაფარვისთვის მოხდა: „მთავრობის დათხოვნა ჩემი და მაჩლიკაშვილის საქმის გადაფარვას ნიშნავს. პირდაპირ ვამბობ ამას! როგორც კი დაინიშნება ახალი პრემიერი, მაშინვე მოვითხოვ მასთან შეხვედრას, რომ პასუხისმგებლობა აიღოს თავის თავზე“.






Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России