გრიგოლ ვაშაძე: ყველა გეგმას აუცილებლად განვახორციელებთ
გრიგოლ ვაშაძემ „მართული“ „დაშინების კამპანია“ უწოდა ქუთაისის აეროპორტში პუბლიცისტ თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე თავდასხმას. ჩარკვიანი აქტიურად უჭერდა მხარს ვაშაძის კანდიდატურას. „მიზანიმამრთულად, დილიდან ელოდებოდნენ ოჯახს აეროპორტში“, განაცხადა ვაშაძემ. მისი თქმით, მისი გუნდი ყველა ასეთ ფაქტს მიიტანს არასამთავრობო ორგანიზაციებამდე და საერთაშორისო თანამეგობრობამდე.
იქვე მან გაიმეორა წინა დღეს ბიბისის რუსულ სამსახურთან ინტერვიუში ნათქვამი ფრაზა, რომ კანონმორჩილია. ვაშაძემ კვლავ დაადანაშაულა მთავრობა არჩევნების „მოპარვაში“.
