Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Декабрь
2018

Новости за 11.12.2018

ამ მძიმე წუთებში თანადგომას  ვუცხადებ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს – პრეზიდენტი

Marshalpress.ge (მარშალ) 

საქართველოს პრეზიდენტი პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს დედის გარდაცვალების გამო უსამძიმრებს და თანადგომას უცხადებს. “ვუსამძიმრებ ყოფილ პრემიერ-მინისტრს და პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს დედის, ციცინო ივანიშვილის გარდაცვალების გამო. ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ ბიძინაივანიშვილსა და მის ოჯახს.” – ნათქვამია  სამძიმრის განცხადებაში.

თინა ბოკუჩავა სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას მისი ვალის განულების შესახებ

Radiotavisupleba.ge 

ნაციონალური მოძრაობის წევრი, პარლამენტარი თინა ბოკუჩავა სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, რომ მას თითქოს ვალი გაუნულდა. "აი როგორ გამოიყურება "ფეიკ ნიუსი", წერს ის სოციალურ ქსელში და განმარტავს, რომ „საქართველოს ბანკიდან“ სესხი არასოდეს აუღია. „საქართველოში პირველი ხელფასის აღების დღიდან 2004 წელს დღემდე TBC ბანკში მაქვს ანგარიში და შესაბამისად, ყველა სესხი (მათ შორის მიმდინარეც) აღებული მაქვს ამავე ბანკის გამოყენებით“, წერს ბოკუჩავა.



საპატრიარქო: საკონსტიტუციო სასამართლომ კვლავ არ გაითვალისწინა ეროვნული ინტერესები

Radiotavisupleba.ge 

„დიდად გულსატკენია,  რომ საკონსტიტუციო სასამართლომ კვლავ არ გაითვალისწინა ეროვნული ინტერესები და შექმნა ხალხში დაძაბულობა,“- აღნიშნულია ინფორმაციაში,რომელიც საქართველოს საპატრიარქომ  გაავრცელა  მიწის გასხვისების საწინააღმდეგოდ გამართული კონფერენციის შესახებ. ”აღინიშნა, რომ საერთაშორისო პრაქტიკითაც (გაეროს სურსათის უსაფრთხოების მსოფლიო კომიტეტის სესია, 2012 წ.)  არ შეიძლება მიწა განისაზღვროს მხოლოდ ყიდვა-გაყიდვის საგნად, რასაც დღეს, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში აქვს ადგილი.  იგი პირველ რიგში ისტორიულ-კულტურულ-რელიგიურ-ეკოლოგიური... Читать дальше...

ავღანეთის რამდენიმე რაიონში თავდასხმებმა შეიწირა 30-ზე მეტი ადამიანი

Radiotavisupleba.ge 

ავღანელი ოფიციალური პირების ცნობით, 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ქაბულის, ყუნდუზისა და ყანდაარის რაიონებში მეამბოხეთა თავდასხმების შედეგად. ყველაზე მრავალრიცხოვანი მსხვერპლი მოჰყვა დანაღმული ავტომანქანის აფეთქებას ქაბულის დასავლეთ გარეუბანში. დაიღუპნენ ცხრა სამოქალაქო პირი და უშიშროების ძალების ოთხი წარმომადგენელი, დაიჭრა 11 ადამიანი. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო. ხოლო ჩრდილოეთში მდებარე ყუნდუზის პროვინციაში ბლოკ-პოსტზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა 10 და დაიჭრა 11 პოლიციელი. ბოლო თვეებში... Читать дальше...

რუსეთი ეთხოვება უფლებადამცველ ლიუდმილა ალექსეევას

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში უკანასკნელ პატივს მიაგებენ ცნობილ უფლებადამცველს, 91 წლის ასაკში გარდაცვლილ ლიუდმილა ალექსეევას. ის 8 დეკემბერს გარდაიცვალა მოსკოვის საავადმყოფოში. ალექსეევა მოსკოვის ჟურნალისტთა სახლში დაასვენეს, სადაც მას 11 დეკემბერს ეთხოვებოდნენ კოლეგები, რუსი ოფიციალური პირები, მათ შორის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, უცხოელი დიპლომატები. სამგლოვიარო ცერემონიაში მონაწილეობდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნიც. მიუხედავად იმისა, რომ პუტინის მმართველობის ადრეულ ეტაპზე ალექსეევა მის მრჩეველთა საბჭოშიც შეიყვანეს... Читать дальше...

მამუკა ბახტაძე: ია კერზაიას გარდაცვალებაზე პოლიტიკური სპეკულაცია ამორალურია

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ  ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალებას ადამიანური ტრაგედია უწოდა და მასზე პოლიტიკური სპეკულაცია მიუღებლად მიიჩნია. „პირველ რიგში მინდა სამძიმარი გამოვუცხადო ჩვენი გარდაცვლილი მოქალაქის ოჯახს, მის ნათესავებს, კოლეგებს. მოხდა ადამიანური ტრაგედია და ამაზე პოლიტიკური სპეკულაცია არის სრულიად მიუღებელი და მე ვიტყოდი ამორალურიც. კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილი ქალბატონის ოჯახს“ - ასე უპასუხა მამუკა ბახტაძემ მოქალაქეს კითხვაზე... Читать дальше...



12 დეკემბერს საქართველოს ჯეიმს აპატურაი ეწვევა

Radiotavisupleba.ge 

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ჯეიმს აპატურაი სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექციასაც  გამართავს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, კავკასიასა და ცენტრალურ... Читать дальше...

დეფაქტო სამხრეთ ოსეთი სირიაში საელჩოს გახსნას გეგმავს

Radiotavisupleba.ge 

“ვიმედოვნებთ, რომ სამხრეთ ოსეთი სირიაში საელჩოს მომავალ წელს გახსნის“-განაცხადა ცხინვალში გამართულ პრესკონფერენციაზე სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი მედოევმა. „სირიის მიერ სამხრეთ ოსეთის აღიარება ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენაა 2018 წელს რესპუბლიკის საერთაშორისო ცხოვრებაში. ჩვენ ამისკენ დიდხანს მივდიოდით, მოლაპარაკებებსა და კონსულტაციებს ვატარებდით. რაც შეეხება საელჩოს გახსნას, ვმუშაობთ ამ მიმართულებით", - განაცხადა დიმიტრი მედოევმა. მისი თქმით, დეფაქტო... Читать дальше...

სომხეთში დააკავეს რუსი ჯარისკაცი ქალის სიკვდილთან კავშირში ეჭვმიტანით

Radiotavisupleba.ge 

სომხეთში დააკავეს რუსი სამხედრო მოსამსახურე 57 წლის ქალის სიკვდილთან კავშირში ეჭვმიტანით. გენერალური პროკურორის პრესმდივანმა არევიკ ხაჩატრიანმა 11 დეკემბერს რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ქალაქ გიუმრიში რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზაზე მომსახურე ჯარისკაცი ეჭვმიტანილია 2 დეკემბერს 57 წლის ქალს ცემაში. ხაჩატრიანის ინფორმაციით, გიუმრის მკვიდრი ჯულიეტა ღაზარიანი საავადმყოფოს გზაზე გარდაიცვალა. 2015 წლის იანვარში გიუმრიში მოკლეს ავეტისიანების ოჯახის შვიდი წევრი, მათ შორის რამდენიმე თვის ჩვილი. მომდევნო... Читать дальше...

რუსეთში პატიმრობა მიუსაჯეს ყოფილ ოფიცერს უკრაინის სასარგებლოდ ჯაშუშობისათვის

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში 14 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ამ ქვეყნის შავი ზღვის ფლოტის ყოფილ ოფიცერს, ლეონიდ პარხომენკოს, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო უკრაინის სასარგებლოდ ჯაშუშობაში. პარხომენკო 2016 წელს დააკავეს. საქმე ეხება 2003-2005 წლებს, როცა შავი ზღვის ფლოტის ყოფილი კაპიტანი სევასტოპოლში მსახურობდა. 2005 წლის დეკემბერში პარხომენკომ დატოვა რუსეთის შეიარაღებული ძალები. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის გამომძიებლების ვერსიით, ყოფილი კაპიტანი უკრაინის დაზვერვას აწვდიდა გასაიდუმლოებულ ინფორმაციას. ცნობები... Читать дальше...

ზესტაფონში მერის გადადგომის მოთხოვნით მორიგი აქცია გაიმართა

Radiotavisupleba.ge 

ზესტაფონის მერის, კახაბერ მახათაძის გადადგომის მოთხოვნით მერიის შენობის წინ ქალაქის მერობის ყოფილი კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე და მისი მხარდამჭერები შეიკრიბნენ. „ზესტაფონს კრიმინალი მერი არ უნდა მართავდეს“-განაცხადა აქციაზე გიორგი გოგლიჩიძემ :”კრიმინალია, ვინც კანონს არღვევს და ვის მიმართაც სისხლის სამართლის დანაშაულზე რამდენიმე საქმეა აღძრული. მოვითხოვთ კახაბერ მახათაძის გადადგომას. თუ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, მერიის პიკეტირებას მოვახდენთ", -მერობის ყოფილმა კანდიდატმა.  აქციის მონაწილეთა თქმით... Читать дальше...

სასამართლოს განმარტებით ქორეპისკოპოსისთვის არ დაუვალებია ადვოკატისთვის ბოდიშის მოხდა

Radiotavisupleba.ge 

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადასტურა, რომ ადვოკატ მიხეილ რამიშვილის დავა ქორეპისკოპოს იაკობთან რამიშვილის სასარგებლოდ გადაწყდა, თუმცა, უარყო, რომ სასულიერო პირს ბოდიშის მოხდა დაევალა. „მცდარია განცხადება იმის თაობაზე, რომ მოპასუხეს დაევალა ბოდიშის მოხდა, ასეთი შესაძლებლობას საქართველოს კანონმდებლობა არ უშვებს. მოპასუხეს დაეკისრა საჯაროდ გაცხადება იმისა, რომ მის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. მოპასუხეს ასევე დაეკისრა სიმბოლურად 1 ლარის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის“... Читать дальше...

ადვოკატი – კობა დავითაშვილის მიერ პაატა ბურჭულაძისთვის მორალური ზიანის ანაზღაურებაზე საუბარი ზედმეტია

Marshalpress.ge (მარშალ) 

კობა დავითაშვილს არავითარი ცილისმწამებლური ინფორმაცია არ გაუჟღერებია ბატონი პაატა ბურჭულაძის მისამართით, ამიტომ მორალური ზიანის ანაზღაურებაზე საუბარი ზედმეტია, – აღნიშნულის შესახებ ჟურალისტებს კობა დავითაშვილის ადვოკატმა, გიორგი ჭიტაძემ განუცხადა. ადვოკატი დარწმუნებულია, რომ ბურჭულაძე-დავითაშვილის დავაში მისი დაცვის ქვეშ მყოფის სიმართლე დადგინდება. „რა თქმა უნდა, ეს იყო აზრის გამოხატვა. აზრი არ ნიშნავს იმას, რომ წინადადება უნდა იწყებოდეს სიტყვებით: ჩემი აზრით, […]

მონობა თუ სამსახური? მომსახურების სფეროში ადამიანები ისევ იჩაგრებიან

Radiotavisupleba.ge 

სუპერმარკეტები არ არის ერთადერთი ადგილი საქართველოში, სადაც ასობით დასაქმებული ადამიანის შრომითი უფლებები ირღვევა.

13 წლის გიდი მესტიიდან „მთის შვილი“ გახდა

Radiotavisupleba.ge 

13 წლის გიდს მესტიიდან გიორგი ქოჩქიანს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „მთის შვილის“ წოდება მიანიჭა. „მინდა, გიორგის მაგალითი მოვიყვანო, როგორც საუკეთესო მაგალითი ჩვენთან, მთაში როგორი თაობები იზრდებიან, როგორი პატრიოტები, როგორი ნიჭიერები და რაც მთავარია, გულწრფელები. ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც საქართველო ასე ძალიან უყვართ ჩვენს მეგობრებს. ჩვენი ამოცანაა, რომ გიორგისნაირი მომავალი თაობები აუცილებლად ცხოვრობდნენ მთაში. ეს არის საუკეთესო პასუხი ადამიანებზე, ვინც ამბობს, რომ მთაში მოსახლეობის შენარჩუნება არის არაეფექტური. Читать дальше...

გაირკვა ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრების მეტოქეები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები 2019 წლის მარტიდან ჩაებმება ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში. უკვე გაიმართა წილისყრა და ევროპის 53 ქვეყნის ახალგაზრდული გუნდი 9 ჯგუფში გადანაწილდა. საქართველოს მეტოქეები შესარჩევ ჯგუფურ ეტაპზე იქნებიან: საფრანგეთი, სლოვაკეთი, შვეიცარია, აზერბაიჯანი და ლიხტენშტაინი. თამაშები 2020 წლის ოქტომბრამდე გაგრძელდება და ფინალური ეტაპის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულები მოიპოვებენ. მეორე ადგილზე გასული ორი საუკეთესო შედეგის მქონე ნაკრები კი პლეი-ოფში... Читать дальше...


Музыкальные новости
Булат Окуджава

Самарцы исполнили стихи и песни Булата Окуджавы





Rss.plus
РБК

РБК: иск Генпрокуратуры об изъятии акций КСПЗ у частных владельцев удовлетворили




Квартирный plus-size: к чему может привести отказ Москвы от микростудий

«Коммерсант»: Шойгу не сразу пустили на переговоры лидеров России и Китая

У столичных работодателей резко вырос спрос на новосибирских «айтишников» уровня senior

Москвичи попадут под дождь и успеют насладиться солнцем




გაერო აგროვებს 4 მილიარდ დოლარს იემენის დასახმარებლად

Radiotavisupleba.ge 

გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ჰუმანიტარულ საკითხებში, მარკ ლოუკოკი აცხადებს, რომ გაეროს სჭირდება 4 მილიარდი დოლარი იემენში მილიონობით ადამიანისათვის მომავალი წლის ჰუმანიტარული დახმარების დასაფინანსებლად. როგორც ლოუკოკმა 10 დეკემბერს უთხრა ჟურნალისტებს, იემენში ჰუმანიტარული მდგომარეობა „მნიშვნელოვნად“ და „დრამატულად“ არის გაუარესებული და 250 ათასი იემენელი „კატასტროფის“ წინაშე დგას. მან 4 მილიარდი დოლარი დაასახელა თანხად, რომელსაც გაერო მოითხოვს დონორთა კონფერენციაზე ჟენევაში, 26 თებერვალს. Читать дальше...

მოსკოვში გაიხსნა მწერალ ალექსანდრ სოლჟენიცინის ძეგლი

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვში გაიხსნა მწერლისა და საბჭოთა რეჟიმის ოპონენტის, ალექსანდრ სოლჟენიცინის ძეგლი. ის სოლჟენიცინის დაბადების მე-100 წლისთავთან დაკავშირებით აღმართეს სოლჟენიცინის ქუჩაზე მდებარე სკვერში. ცერემონიას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც დაესწრო. ერთი წლის წინ მოსკოვში, ტვერის ქუჩაზე გახსნეს სოლჟენიცინის მემორიალური დაფა - ის დამონტაჟებულია სახლზე, რომელშიც მწერალი ცხოვრობდა 1974 წელს დაპატიმრების დროს. დაპატიმრება მისი წიგნის, „არქიპელაგ გულაგის“ გამოსვლას მოჰყვა. სოლჟენიცინი 2018 წლის 3 აგვისტოს მოსკოვში გარდაიცვალა. Читать дальше...

აღმოაჩინეს გე-დე-ერის უშიშროების სამსახურის მიერ პუტინის სახელზე გაცემული მოწმობა

Radiotavisupleba.ge 

ყოფილი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის უშიშროების სამინისტროს არქივის კვლევის კომისიამ მიაკვლია „შტაზის“ მიერ გაცემულ მოწმობას, რომელიც გაცემულია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სახელზე. ამის თაობაზე იტყობინება გამოცემა ბილდი“, რომელიც დოკუმენტის ფოტოსაც აქვეყნებს. დოკუმენტი გაცემულია 1985 წლის 31დეკემბერს და განახლდებოდა ყოველკვარტლურად ოთხი წლის განმავლობაში. ამ მოწმობის გზით პუტინს შეეძლო შესულიყო „შტაზის“ ნებისმიერ განყოფილებაში. მას ეკრძალებოდა საბჭოთა საიდუმლო სამსახურში მუშაობის საიდუმლოების გაცემა. Читать дальше...

მალხაზ მაჩალიკაშვილი მოკლული შვილის საქმეზე დიპლომატებს შეხვდა

Radiotavisupleba.ge 

დღეს, ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში (EMC) პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. "რა დარღვევები ხდებოდა და რა ხარვეზები იყო, ამ თემაზე ჩვენმა ადვოკატებმა ისაუბრეს. რაც შეეხება ჩემს ოჯახს, ჩვენ მოვუყევით, როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი და როგორ გრძელდება დღემდე მედიის საშუალებით ეს ომი პირდაპირ სახელმწიფოს მხრიდან ჩვენი ოჯახის წინააღმდეგ და რა სიბინძურე არის მიმართული ჩვენს მხარეს სუს-ის მხრიდან"... Читать дальше...

მოსკოვში ყოფილ პოლიციელს 13 წლის პატიმრობა მიუსაჯეს სამშობლოს ღალატისთვის

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვის სასამართმლომ 13 წლიანი პატიმრობა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მიუსაჯა ყოფილ უბნის ინსპექტორს, ალექსეი ჟიტნიუკს. სასამართლოს პრეს-მდივნის ცნობაზე დაყრდნობით სააგენტო „მოსკვა“ იტყობინება, რომ ჟიტნიუკის საქმე „სრულიად საიდუმლოა“. პროცესი დახურულ რეჟიმში გაიმართა. „როსბალტი“ იტყობინებოდა ერთი წლის წინ, რომ ჟიტნიუკი დააკავეს უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა აშშ-ის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებით. ამ ცნობის ავტორები აცხადებდნენ, რომ ჟიტნიუკი აშშ-ის დაზვერვის ცენტრალურ სამმართველოს აწვდიდა რუსეთის... Читать дальше...

მესაფლავეთა მიერ მარტვილში აღმოჩენილი მონეტები სავარაუდოდ მე-7 და მე-10 საუკუნეებისაა

Radiotavisupleba.ge 

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძაში მესაფლავეთა მიერ აღმოჩენილი მონეტები სხვადასხვა საუკუნით თარიღდება და სავარაუდოდ, ადგილობრივი ტაძრის საგანძური იყო - ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უთხრა მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორმა გივი ელიავამ, რომელმაც მონეტები პოლიციაში წაღებამდე დაათვალიერა. გივი ელიავას ინფორმაციით, საფლავის გათხრისას ნაპოვნი მონეტები სავარაუდოდ, მეშვიდე და მეათე საუკუნეებისაა. მუზეუმის დირექტორი ფიქრობს, რომ ეს არის ტაძრის საგანძური, რომელიც მღვდელმა ანტონ კეკელიამ გადამალა... Читать дальше...



Москва

В Парке Горького вновь пройдет Московский детский фестиваль искусств «НЕБО»


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин рассказал о благоустройстве у станции метро «Университет Дружбы Народов»



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Бато Багдаев

В Бурятии театр готовит премьеру о войне СССР и Монголии с Японией: Россия, Культура, Победа




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Футболисты «Локомотива» – в расширенном составе сборной России на июньский сбор

Инсайдер Карпов: "Спартак" выкупил Станковича у "Ференцвароша" за €200 тыс

ЦСКА в Петербурге обыграл "Зенит" и повел 1/2 финала Единой Лиги ВТБ


WTA

Свёнтек прошла в полуфинал турнира WTA-1000 в Риме



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Интернет

Вышло обновление системы расширенной аналитики «Дельта BI»



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России