გრიგოლ ვაშაძე: საქართველოს პრეზიდენტი არ ჰყავს
გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი არ ჰყავს. პრეზიდენტი ჰყავს „ქურდულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილსო, განაცხადა მან გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე თბილისში, პარლამენტის შენობასთან.
მან საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს უწოდა "კრიმინალურ- ტერორისტული ოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ" და განაცხადა, რომ ოპოზიცია მუშაობს, რათა სასამართლოს მიმართოს არჩევნების ბათილად ცნობის თხოვნით.
"ჩვენ გვინდა ამ ქვეყნის ამოყვანა ჭაობიდან", განაცხადა ვაშაძემ და მთავრობას მიმართ ინიციატივით, შეიქმნას ერთობლივი კომისია 16 დეკემბრამდე. ამ ინიციატივაზე პასუხზე იქნება დამოკიდებული ჩვენი შემდგომი ნაბიჯებიო, განაცხადა ვაშაძემ.