თაკო ჩარკვიანი: ლეგიტიმურობის ფარგლებში უნდა გაგრძელდეს აქციები
თბილისში გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე სიტყვით გამოსვლისას, პუბლიცისტმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ აქციები „ლეგიტიმურობის ფარგლებში უნდა გარძელდეს“. წინასაარჩევნო კამპანიის დროს „ვინც დააშინეს, ვისაც ოჯახებში შეუვარდნენ, მათ გამო“ ვდგავართ ამ აქციაზეო, განაცხადა მან. ჩარკვიანის თქმით, „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დაამტკიცა, რომ “ბილბორდზე სტაფილო რომ დაანახოს, სტაფილოს აარჩევინებს ქართველებს“.