გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე გამომსვლელები აკრიტიკებენ საპრეზიდენტო არჩევნებს
"სალომე ზურაბიშვილი არ იქნება ჩვენი პრეზიდენტი", განაცხადა რიგით მეორე გამომსვლელმა, თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა, ნიკა მელიამ. ან შევეგუოთ იმას, რაც ხელისუფლებამ ჩაიდინა, ან ვიბრძოლოთ გამარჯვებამდეო, განაცხადა მან.
თბილისში, პარლამენტის შენობასთან აქცია დაიწყო წუთიერი დუმილით, რომლითაც პატივი მიაგეს ერთი წლის წინ ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი მოზარდისა და შარშან დეკემბერში პანკისში მოკლული ახალგაზრდის ხსოვნას.
