ხვალ მოქმედი და არჩეული პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდებიან
საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხვალ ახლად არჩეულ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდება.
შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება. ინფორმაციას დაგეგმილი შეხვედრის თაობაზე პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.