ბრიტანეთში მოსახლეობას მიმართეს რუსეთის ტელევიზიის გადამღები ჯგუფის საეჭვო მოქმედების გამო
ბრიტნეთის თავდაცვის მინისტრმა გევინ უილიამსონმა მოსახლეობას მოუწოდა, სამართალდამცველებს მიმართონ, თუ შეამჩნევენ საეჭვო აქტივობას ქვეყნის სამხედრო ობიექტების მახლობლად.
გაზეთ „დეილი მეილის“ ცნობით, ეს მოწოდება მოჰყვა მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტთან რუსეთის ტელევიზიის გადამღები ჯგუფის ყოფნას. 2 დეკემბერს გავრცელებული ცნობით, თავდაცვის მინისტრმა განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც დაადგინეს, რომ რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირველი არხის კორესპონდენტ ტიმურ სირაზიევის მონაწილეობით მიმდინარეობდა გადაღება ბერკშირში, არმიის 77-ე ბრიგადის ბაზასთან გავლებულ მავთულხლართებთან. ტელეჟურნალისტი უარყოფს, რომ ბაზაზე შეღწევას ცდილობდა.
ინციდენტის ფონია დასავლეთთან რუსეთის ურთიერთობის დაძაბვა უკრაინის მიმართ მოსკოვის აგრესიის, ისევე როგორც აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების არჩევნებში მოსკოვის სავარაუდო ჩარევისა და კიბერთავდასხმების, ისევე როგორც ბრიტანეთში ყოფილი რუსი აგენტისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის გამო.