საოკუპაციო ხაზთან გაიმართება აქცია-პერფორმანსი „მუსიკალური ოკუპაცია“
8 დეკემბერს, სოფელ ატოცში, საოკუპაციო ხაზთან, მუსიკოსები გამართავენ აქცია-პერფორმანსს სახელწოდებით „მუსიკალური ოკუპაცია“. ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, მუსიკალური ინსტრუმენტები იქნება მათი ხმა-იარაღი საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ: „დარწმუნებულები ვართ, როგორ განიცდის ყველა ნორმალური ქართველი ადამიანი ამ ყველაფერს, რაც ჩვენს თავს ხდება. დროა რაც ჩვენ შეგვიძლია ის გავაკეთოთ და მათ აგრესიას წინ მუსიკის ხმა დავახვედროთ ბარიერად“, - ნათქვამია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.