ირანის პრეზიდენტმა „ეკონომიკური ტერორიზმი“ უწოდა აშშ-ის სანქციებს
ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ „ეკონომიკური ტერორიზმი“ უწოდა აშშ-ის სანქციებს და დასავლეთს უწინასწარმეტყველა არალეგალური ნარკოტიკებისგან წალეკვა, თუ სანქციები წარმატებული აღმოჩნდება და ირანი დასუსტდება. აღნიშნული განცხადება როჰანიმ გააკეთა 8 დეკემბერს ექვსი სახელმწიფოს კონფერენციაზე თეირანში, რომელშიც ავღანეთის, ირანის, თურქეთის, პაკისტანის, რუსეთის და ჩინეთის პარლამენტის სპიკერები მონაწილეობენ. როჰანის სიტყვებით, რომელიც სახელმწიფო ტელევიზიით მრავალჯერ გადაიცა, ეკონომიკურად დასუსტებული ირანი ვერ შეძლებს წინ აღუდგეს ნარკოტიკების ტრეფიკინგს. ირანი მდებარეობს მთავარ მაგისტრალზე, რომლითაც ნრკოტიკები ავღანეთიდან სპარსეთის ყურის გავლით ევროპაში ხვდება. ირანი სერიოზულ ეკონომიკურ ზარალს განიცდის მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განკარგულებით აშშ-ი გამოვიდა 2015 წლის ხელშეკრულებიდან და კვლავ დაუწესა სანქციები თეირანს.