პოლიტიკოსები მწუხარებას გამოხატავენ ლიუდმილა ალექსეევას გარდაცვალების გამო
აშშ-მა და ევროკავშირმა მწუხარება გამოხატეს ცნობილი რუსი უფლებათდამცველის, ლიუდმილა ალექსეევას გარდაცვალების გამო. მოსკოვის ჰელსინკის კავშირის თავმჯდომარე 91 წლის ასაკაში მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში, 8 დეკემბერს გარდაიცვალა. „მისი გაბედული საქმიანობა რეპრესიებისა და უსამართლობის მსხვერპლთა ინტერესების დაცვის საქმეში, ყველასათვის სამაგალითოა“, - ნათქვამია რუსეთში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში. მწუხარება გამოხატეს რუსეთის ოპოზიციის ლიდერებმა. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის თქმით, ვლადიმირ პუტინი „ძალიან აფასებდა მის პრინციპულ პოზიციას ქვეყნის ცხოვრების მრავალი პრობლემის გარშემო“.