ირანში დააკავეს 6 დეკემბერს მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი 10 პირი
ირანის უსაფრთხოების ძალებმა დააპატიმრეს 10 პირი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ქვეყნის დასავლეთში კვირის ბოლოს მომხდარ თავდასხმასთან კავშირში. „მოპოვებული გვაქვს კარგი სამხილები და საზოგადოების დახმარებით, იმედი გვაქვს, რომ მოთავეებამდე გავალთ“, - უთხრა 9 დეკემბერს სისტან-ბელუჯისტანის პროვინციის პოლიციის უფროსმა, ჰოსეინ აშტარიმ სააგენტო „ირნას. სულ მცირე პოლიციის ორი თანამშრომელი დაიღუპა და 40 ადამიანი დაიჭრა 6 დეკემბერს, საპორტო ქალაქ ჩეჰბეჰარის პოლიციის სამმართველოს გარეთ მომხდარი აფეთქების შედეგად. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა სუნიტ ჯიჰადისტთა ჯგუფმა, ანსარ ალ-ფურქანმა, რომელიც ხშირად აწყობს თავდასხმებს უსაფრთხოების ძალებზე სისტან-ბელუჯისტანის პროვინციაში.