მოსკოვში ყოფილ პოლიციელს 13 წლის პატიმრობა მიუსაჯეს სამშობლოს ღალატისთვის
მოსკოვის სასამართმლომ 13 წლიანი პატიმრობა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მიუსაჯა ყოფილ უბნის ინსპექტორს, ალექსეი ჟიტნიუკს. სასამართლოს პრეს-მდივნის ცნობაზე დაყრდნობით სააგენტო „მოსკვა“ იტყობინება, რომ ჟიტნიუკის საქმე „სრულიად საიდუმლოა“. პროცესი დახურულ რეჟიმში გაიმართა. „როსბალტი“ იტყობინებოდა ერთი წლის წინ, რომ ჟიტნიუკი დააკავეს უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა აშშ-ის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებით. ამ ცნობის ავტორები აცხადებდნენ, რომ ჟიტნიუკი აშშ-ის დაზვერვის ცენტრალურ სამმართველოს აწვდიდა რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის შესაღებ გარკვეულ ინფორმაციას.