ადვოკატი – კობა დავითაშვილის მიერ პაატა ბურჭულაძისთვის მორალური ზიანის ანაზღაურებაზე საუბარი ზედმეტია
კობა დავითაშვილს არავითარი ცილისმწამებლური ინფორმაცია არ გაუჟღერებია ბატონი პაატა ბურჭულაძის მისამართით, ამიტომ მორალური ზიანის ანაზღაურებაზე საუბარი ზედმეტია, – აღნიშნულის შესახებ ჟურალისტებს კობა დავითაშვილის ადვოკატმა, გიორგი ჭიტაძემ განუცხადა. ადვოკატი დარწმუნებულია, რომ ბურჭულაძე-დავითაშვილის დავაში მისი დაცვის ქვეშ მყოფის სიმართლე დადგინდება. „რა თქმა უნდა, ეს იყო აზრის გამოხატვა. აზრი არ ნიშნავს იმას, რომ წინადადება უნდა იწყებოდეს სიტყვებით: ჩემი აზრით, […]