მოსკოვში გაიხსნა მწერალ ალექსანდრ სოლჟენიცინის ძეგლი
მოსკოვში გაიხსნა მწერლისა და საბჭოთა რეჟიმის ოპონენტის, ალექსანდრ სოლჟენიცინის ძეგლი. ის სოლჟენიცინის დაბადების მე-100 წლისთავთან დაკავშირებით აღმართეს სოლჟენიცინის ქუჩაზე მდებარე სკვერში. ცერემონიას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც დაესწრო.
ერთი წლის წინ მოსკოვში, ტვერის ქუჩაზე გახსნეს სოლჟენიცინის მემორიალური დაფა - ის დამონტაჟებულია სახლზე, რომელშიც მწერალი ცხოვრობდა 1974 წელს დაპატიმრების დროს. დაპატიმრება მისი წიგნის, „არქიპელაგ გულაგის“ გამოსვლას მოჰყვა.
სოლჟენიცინი 2018 წლის 3 აგვისტოს მოსკოვში გარდაიცვალა. იმვე თვეში მისი სახელი მიენიჭრა „დიდ კომუნისტურ ქუჩას“ ტაგანის რაიონში. რუსეთში მას პირველი ძეგლი დაუდგეს 2013 წელს ქალაქ ბელგოროდში.
1970 წელს სოლჟენიცინს მიენიჭა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია, რომელიც გადასცეს 1974 წელს, ანტისაბჭოთა საქმიანობაში ბრალდებით სსრკ-დან გაძევების შემდეგ.