მსოფლიოს მასტერსზე შვიდი ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია 2018 წლის სეზონს ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირით - მსოფლიოს მასტერსით დახურავს. 15-16 დეკემბერს, ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში, მამაკაცთა და ქალთა შვიდ-შვიდი წონითი კატეგორიის უმაღლესრეიტინგიანი ძიუდოისტები გავლენ ტატამზე, უძლიერესების გამოსავლენად.
შეჯიბრების განაცხადში შვიდი ქართველი მოხვდა: ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი (ორივე 60 კილოგრამი წონითი კატეგორია), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ბექა ღვინიაშვილი (90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ).
15 დეკემბერს მედლები გათამაშდება 60, 66 და 73 კილოგრამებში, ხოლო 16 დეკემბერს - დარჩენილ ოთხ წონაში: 81, 90, 100 და +100 კილოგრამებში.