კათოლიკოს-პატრიარქი ღორის ჯიშების გადამრჩენელ კომპანიას შეხვდა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მღვდელმთავრებთან ერთად კომპანია Native Georgian ltd-ის დამფუძნებლებსა და ხელმძღვანელს შეხვდა.კომპანიის მიზანიქართული ღორის ჯიშების გადარჩენა, მოშენება და გამრავლებაა, - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.რომლის თანახმადაცპროექტში კომპანიასთან ერთად საპარტნიორო ფონდი და სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრი მონაწილეობს.
"ქართული ღორი და საქართველოს ბუნება და გარემო პირობები უნიკალურია. ამასთანავე, ქართული ღორი გამოირჩევა ძალიან მაღალი ხარისხის ხორცით და საუკეთესო გემოვანი თვისებებით“, - განაცხადა კომპანიის დირექტორმა, ლუის სანზ კასადომო. იუწყება საპატარიაქო.
როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, ვასილ ბაბლუანმა აღნიშნა, "ეს პროექტი იქმნება ქართველი ფერმერების ჩართულობით, მათ სახელმწიფოს მხარდაჭერით აუშენდებათ ფერმები, რათა რაც შეიძლება მეტი ღორის მოშენება შეძლონ. შემდეგ კი მათგან გარანტირებულად მოხდება ღორების შეძენა". მისივე თქმით, მათ რაჭაში უკვე ააშენეს სანაშენე ფერმა და 500 ქართული ღორი ჰყავთ; სამომავლოდ საქართველოს 9 რეგიონში იგეგმება ფერმების აშენება.
საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ სტუმრები დალოცა, წარმატებული მოღვაწეობა უსურვა და გამოთქვა იმედი, რომ ბევრი ქართველი ჩაერთვება პროექტში, ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებული განცხადებაში.