რომან გოცირიძე: საარჩევნო უბანში ჩაცუცქულებიც იყვნენ, ჩამჯდრებიც, აყუდებულებიც და დაყუდებულებიც
"ბატონო გიორგი, მე ვერ მივიღე პასუხი ჩემს შეკითხვაზე - რა როლი მიუძღვის ამ არჩევნებში, იმ არჩევნებში და სხვა არჩევნებში კრიმინალს და თანამშრომლობდა თუ არა ხელისუფლება კრიმინალთან, ქუჩის წვრილფეხა თუ მსხვილფეხა კრიმინალთან. თქვენ ირონიულად მოიხსენიეთ, რომ თითქოსდა ეს ჩაცუცქულობის ინსტიტუტი საქართველოში და მათ შორის საარჩევნო პროცესში არ არსებობს. საარჩევნო უბანში ჩაცუცქულებიც იყვნენ, ჩამჯდარებიც, აყუდებულებიც და დაყუდებულებიც, ბატონო გიორგი.
და "ჩემი ცოლის დაქალებს" თუ არ უყურებთ, გირჩევთ რომ უყუროთ, ორი წლით ადრე აკეთებს პროგნოზს, თუ რა მოხდება მომავალში და ჩაცუცქულობა რომ აღსდგა თქვენს დროს და ქუჩის მოძველბიჭო კრიმინალები, ეს ისედაც არის ნათელი" - უთხრა რომან გოცირიძემ 21 დეკემბერს პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას.