სალომე სამადაშვილი: მოსაწყენი იყო სპექტაკლი, რომელიც დადგით უმრავლესობის კოლეგებთან ერთად
"ძალიან მოსაწყენი საყურებელი იყო სპექტაკლი, რომელიც დადგით უმრავლესობის კოლეგებთან ერთად. ძალიან ეცადეთ, დიდ ხანს პასუხობდით შეკითხვებს, ინტელექტუალური უპირატესობის დემონსტრირების მცდელობაც გქონდათ ოპოზიციაზე და შემდეგ, ერთი ფრაზით გაყიდეთ საკუთარი პოლიტიკური არსი და თქვენი პოლიტიკური გუნდის მსოფლმხედველობა - ჩავაგდეთ კირკიტაძე და სხვებსაც ჩავაგდებთო. ყველაფერი, რაც მანამდე თქვით, არის ჰაერის რხევა და ახლა რასაც იტყვით, ისიც ასეთივე ფუჭი ჰაერის რხევა იქნება. ამაში აისახება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური არსი და როგორც გაფუჭებული საათი, დღეში ერთხელ აჩვენებს ნამდვილ დროს, სწორედ ასე, ამ ერთ ფრაზაში თქვენ დღეს ქართულ საზოგადოებას უთხარით სიმართლე, რომ საკუთარი პოლიტიკური ძალაუფლების გამოყენებას აპირებთ." - უთხრა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა 21 დეკემბერს პარლამენტში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას.