შს მინისტრი: დღეს ყველაზე ღირსეულად ზაზა სარალიძე იჯდა
"დღეს პარლამენტში ყველაზე ღირსეულად იჯდა ზაზა სარალიძე და ყველაზე ღირსეულად მოითმინა ეს ყველაფერი", – ასე მიმართა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ დეპუტეტებს პარლამენტში დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას. მან ხელახლა მიმართა ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ოპოზიციონერ პარლამენტარებს და აღნიშნა, რომ მათ პასუხისმგებლობის აღება მოუწევთ.
„გპირდებით ამას პირდაპირ იქიდან გამომდინარე, როგორ, რა ფორმატში ჩაატარეთ კომისიის მუშაობა. მეორე, თქვენ შეძელით და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის იდეა სამწუხაროდ დააზიანეთ. იმედი მაქვს, პასუხისმგებლობა გეყოფათ, საპარლამენტო კონტროლსაც ისე არ მოექცეთ, როგორც გააკეთეთ კომისიაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.