სპარსეთის ყურეში შევიდა აშშ-ი ავიამზიდი USS John C. Stennis-ი
21 დეკემბერს სპარსეთის ყურეში პირველად გამოჩნდა ამერიკული ავიამზიდი მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპამ ირანთან დადებული საერთაშორისო შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლის გადაწყვეტილება მიიღო. შორიახლოს მიჰყვებოდნენ და ამერიკული ავიამზიდის მოძრაობას თვალს ადევნებდნენ ირანის რევოლუციური გვარდიის კუთვნილი ხომალდები. სამხედრო თვითმფრინავებითა და სარეკეტო სისტემებით აღჭურვილი თანამედროვე ავიამზიდის სპარსეთის ყურეში შესვლის ფონია ირანისგან წამოსული არაერთი მუქარა, რომ ჩაკეტავს ჰორმუზის სრუტეს, რომელიც სპარსეთის ყურეს ოკეანესთან აკავშირებს. ირანი, ოპეკის ჯგუფში შემავალ ქვეყნებს შორის, ნავთობის უმსხვილეს ექსპორტიორად ითვლება. ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ მრავალჯერ დაიმუქრა, რომ ირანული ნავთობის ექსპორტის შეფერხების მცდელობას, თეირანი სპარსეთის ყურის ჩაკეტვით უპასუხებს.