ლატვიის ახალი არქივები აჩვენებს, რომ ექსპრემიერს და წამყვან მოსამართლეს "კაგებესთან" ჰქონდათ კავშირი
ლატვიაში ახლახან გასაჯაროვებული საარქივო მასალები აჩვენებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი და უზენაესი სასამართლოს ამჟამინდელი მოსამართლე, სხვა ფიგურებთან ერთად, ცივი ომის პერიოდში საბჭოთა უშიშროებასთან თანამშრომლობდნენ. ექსპერტების თქმით, ლატვიის ეროვნული არქივის მიერ 21 დეკემბერს გავრცელებული მასალები აჩვენებს, რაოდენ ფართო იყო "კაგებეს" მცდელობა შეეღწია და გადაებირებინა ლატვიის განვლენიანი ფიგურები. "მხოლოდ სასამართლოს შეუძლია გამოძიებაზე დაყრდნობით დანამდვილებით თქვას თანამშრომლობდა თუ არა რომელიმე პირი 'კაგებესთან'" - განაცხადა არქივის დირექტორმა, მარია სპრუნძამ და დასძინა, დოკუმენტები ქვეყნდება მათი თავდაპირველი რიგითობით, და მკითხველმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ისინი ხელნაწერია კირილიზაცეო. 1953-1992 წლებში "კაგებე" ლატვიაში 24 000 პირს ასახელებს თანამშრომლად ან აგენტად. სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისგან განსხვავებით, ლატვიამ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მოახერხა უშიშროების არქივის გადარჩენა განადგურებისგან. იმ პირებს შორის, ვისაც საარქივო მასალები ეხება, არის ივარს გოდმანისი, რომელიც ორჯერ იყო ლატვიის პრემიერ-მინისტრი, ასევე უზენაესი სასამართლოს ამჟამინდელი მოსამართლე, ივარს ბიცკოვიცი და კათოლიკე ეკლესიის კარდინალი იულიანს ვაივოდსი, რომელიც 1991 წელს გარდაიცვალა. ეროვნული არქივი დოკუმენტების ახალ პარტიას იანვარში გაასაჯაროვებს.