საქართველოში მიწისძვრა მოხდა
22 დეკემბერს, საქართველოში თბილისის დროით 13:35-ზე მიწისძვრა მოხდა. მისი სიმძლავრე 3,2 მაგნიტუდას შეადგენდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დაბა ყაზბეგთან ახლოს, სოფელ აკუშოდან ერთ კილომეტრში იყო.