ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეზე ხანდაზმულობის ვადას პარლამენტი დაჩქარებული წესით გაზრდის
პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის ხანდაზმულობის ვადის გაზრდაზე პარლამენტი კანონს დაჩქარებული წესით მიიღებს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით პარლამენტმა გაითვალისწინა ზვიად გამსახურდიას ოჯახის მოთხოვნა და კანონი მომდევნო კვირის ბოლომდე იქნება მიღებული. .
ზვიად გამსახურდიას საქმის ხანდაზმულობის ვადა 31 დეკემბერს იწურება. მისმა შვილებმა პროკურატურაში შიმშილობაც დაიწყეს. მათი მოთხოვნა იყო გარდაცვალების საქმის გამოძიება და ორგანული კანონის ისე შეცვლა, რომ ხანდაზმულობის ვადა პოლიტიკური ნიშნით მოკლული პირების საქმეებზე არ გავრცელებულიყო.