შეუძლებელი სიმართლე
თანდათან სულ უფრო მეტი გარემოება მიუთითებს, რომ ამ უმძიმესი დანაშაულის შესახებ სრული სიმართლე შეიძლება ვერასოდეს გავიგოთ. სანდო, ობიექტური, დეტალური და მტკიცებულებებით გამყარებული სურათი - ვინ რა იცოდა, ვის რა უნდა სცოდნოდა, ვინ რაზე ხუჭავდა თვალს, ვინ რაში მონაწილეობდა - სავარაუდოდ, არასდროს გვექნება.