თბილისში, იყალთოს ქუჩაზე დათვს ეძებენ!
თბილისში, იყალთოს ქუჩაზე დათვს ეძებენ. ინფორმაციას პორტალი კვირა ავრცელებს: გარეული ცხოველი იყალთოს ქუჩის ორმა მაცხოვრებელმა შენიშნა და 112-ში დარეკა. ამ წუთებში ადგილზე მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებულები და მიმდებარე ტერიტორიაზე სამძებრო ღონისძიებებს აწარმოებენ. როგორც „კვირას“ მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უფროსმა თემურ ფხაკაძემ განუცხადა, ადგილზე რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული და პერიმეტრს ამ დრომდე ამოწმებენ. „კვირას“ […]