ესპანეთმა მიიღო გემი „აკვარიუსი“ 630 მიგრანტით
ესპანეთში ჩავიდა გემი „აკვარიუსი“, რომელიც ერთ-ერთია იმ სამიდან, რომლის მიღებაზეც გასულ კვირაში უარი თქვა იტალიის მთავრობამ. გემმა ვალენსიაში ჩაიყვანა 630 მიგრანტი, რომლებიც ძირითადად აფრიკიდან, ავღანეთიდან, პაკისტანიდან და ბანგლადეშიდან არიან. მიგრანტებს პორტში დახვდა 2000-მდე ადამიანი, მათ შორის 1000-მდე წითელი ჯვრის მოხალისე და 470 თარჯიმანი. მიგრანტების მძიმე მდგომარეობამ სერიოზული კრიზისი გამოიწვია ევროპაში, მას შემდეგ, რაც იტალიამ უარი თქვა მიეღო გემი „აკავარიუსი“, რომელმაც ადამიანები გადაარჩინა.