Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Ноябрь
2018

Новости за 30.11.2018

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა ცესკოს თავმჯდომარის გადადგომა მოითხოვეს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან(ცესკო) საპროტესტო აქცია გამართეს გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია"-ს წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა. მათ საარჩევნო ადმინისტრაციას უნდობლობა გამოუცხადეს და მოითხოვეს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობა და ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომა. აქციის მონაწილეთა განცხადებით, 28 ნოემბრის კენჭისყრა იყო არა არჩევნები, არამედ მოსახლეობაზე ზეწოლა, მოსყიდვა, დაშინება და ამ ყველაფერში ჩართული იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. Читать дальше...

"იცოდე შენი აივ სტატუსი!"

Radiotavisupleba.ge 

"იცოდე შენი აივ-სტატუსი", - ამ სლოგანით აღინიშნება წელს შიდსის მსოფლიო დღე. საქართველოში აივ-ით ინფიცირების გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა წლებია სტაბილურად იზრდება. 2018 წლის 11 თვეში საქართველოში გამოვლენილია 618 ახალი შემთხვევა.

ძლიერმა ქარმა ქუთაისი დააზარალა

Radiotavisupleba.ge 

ქუთაისში, ცენტრალურ ბულვარში ძლიერი ქარისგან მოგლეჯილი ხე დაეცა ახალგაზრდა კაცს, რომელიც მსუბუქად დაშავდა. დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერმა ქარმა ქუთაისში სახურავი გადახადა #6 საჯარო სკოლას, რის გამოც შეწყდა სასწავლო პროცესი. დაინგრა წერეთლის ქუჩის N29-ში მდებარე შენობის მეოთხე სართულზე აგებული კონსტრუქცია. სტიქიამ დააზიანა ელექტროქსელიც. რამდენიმე ქუჩაზე ჩამოყრილია ელექტროსადენები. პუშკინის ქუჩაზე, მრავალსართულიანი სახლიდან ჩამოიშალა პარაპეტის კონსტრუქციები. Читать дальше...



ირაკლი კობახიძე ეუთოს მისიის საარჩევნო რეკომენდაციების მხედველობაში მიღების პირობას დებს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ განსაკუთრებული ყურადღებით გაეცნო საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ეუთოს სადამკვირვებლო მისიის რეკომენდაციებს. „შეგვიძლია დავდოთ პირობა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ეუთოს რეკომენდაციები ზედმიწევნით იქნება შესწავლილი და მხედველობაში მიღებული“ - განაცხადა კობახიძემ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე. მისი თქმით, რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი ეხება კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს, რაც პირველ ყოვლისა, პარლამენტის პასუხისმგებლობაა... Читать дальше...

რუს მართლმადიდებელ სასულიერო პირს კიევში "სიძულვილის გაღვივებაში" ადანაშაულებენ

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის უშიშროების სამსახური იუწყება, რომ მისმა წარმომადგენლებმა გაჩხრიკეს კიევის უდიდესი და უძველესი მონასტრის წინამძღოლის სახლი. ეს მონასტერი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილია. უშიშროების სამსახურის წარმომადგენელმა, იგორ ჰუსკოვმა ჟურნალისტებს 30 ნოემბერს უთხრა, რომ მამა პავლო, რომელიც ხელმძღვანელობს პეჩერსკის მონასტერს, ეჭვმიტანილია "სიძულვილის გაღვივებაში". უკრაინაში ამჟამად სამი მართლმადიდებელი თემია, მათ შორის ორი გამოყოფილი ეკლესია. უკრაინის ეკლესია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილი იყო... Читать дальше...

მსხვერპლ ქალთა თავშესაფარი

Radiotavisupleba.ge 

ეს ერთსართულიანი კეთილმოწყობილი სახლი ზუგდიდში,  5 ოთახით და საბავშვო მოედნით ეზოში, ერთი შეხედვით  არაფრით გამოირჩევა სხვა სახლებისგან.

აშშ-ში რუსეთისთვის ჯაშუშობაში ბრალდებული ქალი სავარაუდოდ შეთანხმებას გააფორმებს პროკურორებთან

Radiotavisupleba.ge 

ვაშინგტონში, რუსეთისთვის ჯაშუშობაში ბრალდებული ქალი, მარია ბუტინა სავარაუდოდ პროკურორებთან გააფორმებს შეთანხმებას - იუწყება მისი ოჯახის და სასამართლოს დოკუმენტები. ბუტინას ადვოკატები და პროკურორები სასამართლოსთვის ამ კვირაში წარდგენილ დოკუმენტებში ამბობენ, რომ ოპტიმისტურად უყურებენ პროცესის სასამართლოსწინა გადაწყვეტას, რუსეთის სააგენტო "ტასი" კი 29 ნოემბერს იუწყებოდა, რომ ბუტინას ოჯახი მისი ადვოკატებისგან ასეთი შეთანხმების გაფორმებას ელის. პროკურორების ვერსიით, 30 წლის ბუტინა ამერიკელ ოფიციალურ პირებზე... Читать дальше...

შეუძლია თუ არა გაერთიანებულ ოპოზიციას შექმნას პოლიტიკური კრიზისი 

Radiotavisupleba.ge 

გაერთიანებულმა ოპოზიციამ უარი თქვა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების აღიარებაზე და მხარდამჭერები  კვირას ქუჩის საპროტესტო აქციაზე დაიბარა.



ბაქოში პატიმრობიდან გაათავისუფლეს შეიხი მირტაგი ასადოვი

Radiotavisupleba.ge 

ბაქოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით პატიმრობიდან გათავისუფლდა სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს შეიხი მირტაგი ასადოვი - ამ ინფორმაციას ავრცელებს საინფორმაციო პორტალი „კავკაზსკი უზელი“. მირტაგი ასადოვი აზერბაიჯანელმა სამართალდამცავებმა 8 ნოემბერს, საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას დააპატიმრეს, თუმცა, როგორც მოგვიანებით სასამართლო პროცესზე განმარტა ასადოვმა, ზეწოლის ქვეშ აიძულეს ეთქვა, თითქოს ის არა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, არამედ ქალაქ ბაქოში დააკავეს. Читать дальше...

ბაქოში პატიმრობიდან გაათავისუფლებს შეიხი მირტაგი ასადოვი

Radiotavisupleba.ge 

ბაქოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით პატიმრობიდან გათავისუფლდა სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს შეიხი მირტაგი ასადოვი - ამ ინფორმაციას ავრცელებს საინფორმაციო პორტალი „კავკაზსკი უზელი“. მირტაგი ასადოვი აზერბაიჯანელმა სამართალდამცავებმა 8 ნოემბერს, საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას დააპატიმრეს, თუმცა, როგორც მოგვიანებით სასამართლო პროცესზე განმარტა ასადოვმა, ზეწოლის ქვეშ აიძულეს ეთქვა, თითქოს ის არა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, არამედ ქალაქ ბაქოში დააკავეს. Читать дальше...

ზუგდიდის საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე მუქარაში ადანაშაულებს ყოფილ პროკურორს

Radiotavisupleba.ge 

ზუგდიდის მე-20 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე სალომე წულაია მუქარაში სდებს ბრალს ყოფილ პროკურორს, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებულ ადვოკატს, რომეო საჯაიას. წულაიას განცხადებით, მან საჯაიასგან მიიღო მუქარის შემცველი შეტყობინება არჩევნების გაყალბების ბრალდებით და ამ შეტყობინების გამო სამართალდამცავებს მიმართა. სალომე წულაია ამბობს, რომ დეტალებზე პოლიციის სამმართველოში გამოკითხვის შემდეგ ისაუბრებს. თავად გამოკითხვა უკავშირდება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღეს, მე-20 საარჩევნო უბნიდან სამაგიდო სიის ფურცლის დაკარგვას. Читать дальше...

აშშ-ის მთავრობა სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

Radiotavisupleba.ge 

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. აშშ-ის საელჩო ავრცელებს აშშ-ის განცხადებას: "არჩევნები არის დემოკრატიის საფუძველი და ამ განწყობით ჩვენ ვეთანხმებით ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის შეფასებას, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იყო კონკურენტული და კანდიდატებს თავისუფლად შეეძლოთ საარჩევნო კამპანიის წარმოება. ასევე, სხვა ხარვეზებთან ერთად, ვიზიარებთ საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო... Читать дальше...

მამუკა ბახტაძე: არ დავუშვებთ რევოლუციურ და რევანშისტულ სცენარებს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დროს გარკვეულ ექსცესებს და პროვოკაციებს შედეგზე გავლენა არ მოუხდენია, რასაც მისი თქმით, „ადასტურებს ადგილობრივი, თუ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური დასკვნები და როგორც არ უნდა ეცადონ ოპონენტები, ამ სურათს ვერავინ შეცვლის.“ მამუკა ბახტაძის შეფასებითვე, საერთო ჯამში, საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ, თავისუფალ გარემოში, რაც ქართული დემოკრატიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. Читать дальше...

მამუკა ბახტაძე: „ჩვენ არ დავუშვებთ რევოლუციურ და რევანშისტულ სცენარებს..."

Radiotavisupleba.ge 

„ჩვენ არ დავუშვებთ რევოლუციურ და რევანშისტულ სცენარებს, არეულობას და დისონანსის მცდელობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში... თუ ვინმე შეეცდება დესტაბილიზაციის მოწყობას, ყველა ასეთ შემთხვევას კანონის ძალით გაეცემა პასუხი!“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ "ქართული ოცნების" ოფისში.

ოქტომბერში საქართველოში 6,7%-იანი ეკონომიკური ზრდა იყო

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა წინასწარი შეფასება, რომლის თანახმად, 2018 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა შეადგინა 6,7%. სექტემბერში ეკონომიკური ზრდა 5,6% იყო. ოფიციალური სტატისტიკით, 2018 წლის პირველი ათი თვის საშუალო რეალური ზრდა 5,1%-ია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2018 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა დამამუშავებელი მრეწველობის, ვაჭრობის და მშენებლობის დარგებში.

თბილისის მერია ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს

Radiotavisupleba.ge 

„ღამის ეკონომიკა ყველაზე ხელშესახები უნდა იყოს თბილისის მცხოვრებლებისთვის. უკვე დავნიშნეთ „ღამის ავტობუსი“, რომლითაც დედაქალაქში დასაქმებული მოქალაქეები სარგებლობენ”, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ სოფო ხუნწარიამ ფორუმის გახსნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე. თბილისის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება ორი დღე გაგრძელდება და მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ღამის მერები, ასევე ურბანული განვითარების, კულტურის მენეჯმენტის შესაბამისი ექსპერტები ცხრა ქვეყნიდან. სოფო ხუნწარიას თქმით, ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში... Читать дальше...

უკრაინა რუს მამაკაცებს დროებით უკრძალავს ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლას

Radiotavisupleba.ge 

საომარი მდგომარეობის პერიოდში უკრაინა ქვეყნის ტერიტორიაზე არ შეუშვებს რუსეთის მოქალაქე, 16-დან 60 წლის ასაკამდე მამაკაცებს - ამის შესახებ იუწყება გამოცემა „უკრაინსკა პრავდა.“ მისი ინფორმაციით, გადაწყვეტილება მიიღეს თავდაცვის საკითხებისადმი მიძღვნილ თათბირზე, რომელშიც პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც მონაწილეობდა. გამოცემის ცნობითვე, გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ ჰუმანიტარული მიზნით განხორციელებული ვიზიტებისთვის. რუსეთთან კონფლიქტის ესკალაციის გამო, უკრაინაში 28 ნოემბრიდან მოქმედებს ერთთვიანი საომარი მდგომარეობის რეჟიმი. Читать дальше...

არგენტინაში იწყება "დიდი ოცეულის" ლიდერთა სამიტი

Radiotavisupleba.ge 

არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში იხსნება „დიდი ოცეულის“ სახელმწიფოთა ლიდერების ორდღიანი სამიტი. დღის წესრიგის უმთავრესი საკითხებია უკრაინა-რუსეთის კონფლიქტის ესკალაცია ქერჩის სრუტეში რუსეთის მოქმედებების გამო, სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობა და აშშ-ის „სავაჭრო ომი“ ევროკავშირის ქვეყნებსა და ჩინეთთან. „დიდი ოცეულის“ ლიდერთა სამიტის ფარგლებში იგეგმებოდა აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა, თუმცა, ქერჩის სრუტეში უკრაინულ სამხედრო გემებზე რუსი მესაზღვრეების შეიარაღებული თავდასხმის გამო... Читать дальше...


Музыкальные новости
VK Fest

Природа Башкортостана, страсть для гурманов и много музыки: как прошел VK Fest в Уфе. ФОТО





Rss.plus
Россия

Уникальный интерактивный проект Ставропольской психиатрической больницы на выставке-форуме «Россия»




Гуцул выразила желание встретиться с Путиным

Можно ли прожить без музыки? Дискуссия протагонистов музыкального бизнеса

Успенская хочет отсудить у Киркорова 10 млн рублей

Встречи для практикующих метод МАК (метафорические ассоциативные карты). В чем ценность?




ნონა გაფრინდაშვილმა კიდევ ერთხელ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული

Radiotavisupleba.ge 

ნონა გაფრინდაშვილი სენიორ (+65) მოჭადრაკეთა შორის მსოფლიო ჩემპიონი უკვე მეექვსედ გახდა. სლოვენიის ქალაქ ბლედში გამართულ მსოფლიოს პირველობაზე ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკემ თერთმეტი პარტიიდან ექვსი მოიგო, ხუთი კი ყაიმით დაასრულა და 8,5 ქულა მოაგროვა. საქართველოს წარმომადგენლებმა მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ორი მედალი მოიპოვეს. +50 წლის მამაკაცებში, მსოფლიოს 2016 წლის ჩემპიონმა გიორგი ბაღათუროვმა და მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონმა ზურაბ სტურუამ მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს.

აშშ-ის სენატმა დაგმო რუსეთის პროვოკაცია უკრაინის წინააღმდეგ

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სენატმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელშიც მკაცრად დაგმო და პროვოკაციად შეაფასა ქერჩის სრუტეში, უკრაინულ სამხედრო გემებზე რუსი მესაზღვრეების შეიარაღებული თავდასხმა. რეზოლუციის ინიციატორები არიან რესპუბლიკელი სენატორი რონ ჯონსონი და დემოკრატი კრის მერფი. რონ ჯონსონმა კმაყოფილება გამოთქვა, რომ სენატმა ერთსულოვნად დაადასტურა მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის, მთავრობის და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. სენატორმა ჯონსონმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი პუტინი დასავლეთის მოთმინებას ცდის. კრის მერფის შეფასებით... Читать дальше...

სირიაში დაიღუპა "ისლამური სახელმწიფოს" პანკისელი წევრი ადამ გუმაშვილი

Radiotavisupleba.ge 

სირიაში დაიღუპა პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოს მკვიდრი, 44 წლის ადამ (გურამ) გუმაშვილი. პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, გუმაშვილის სიკვდილი ოჯახს მისმა ცოლმა სირიიდან 29 ნოემბერს შეატყობინა. ადამ გუმაშვილის დაღუპვის გარემოებები უცნობია. პანკისის სათემო რადიოს ცნობით, გუმაშვილი ექსტრემისტული ორგანიზაციის „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ ერთ გავლენიან პირად ითვლებოდა და ახლო ურთიერთობა ჰქონდა დაჯგუფების ერთ-ერთ ლიდერთან თარხან ბათირაშვილთან. 2017 წლის ნოემბერში, როცა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თბილისში... Читать дальше...

გერმანიის კანცლერის თვითმფრინავს ტექნიკური პრობლემა შეექმნა

Radiotavisupleba.ge 

გერმანიის სამთავრობო თვითმფრინავი იძულებული გახდა ტექნიკური ხარვეზის გამო მარშრუტი შეეცვალა და ქალაქ კიოლნის აეროპორტში დაშვებულიყო. თვითმფრინავი „აერობუსი,“ რომელშიც გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და ფინანსთა მინისტრი ოლაფ შოლცი იმყოფებოდნენ, ბერლინის აეროპორტიდან 29 ნოემბერს საღამოს აფრინდა და გეზი აიღო ბუენოს-აირესისკენ, სადაც 30 ნოემბერს იხსნება „დიდი ოცეულის“ ლიდერთა სამიტი. აფრენიდან დაახლოებით ერთ საათში „აერობუსის“ ეკიპაჟი იძულებული გახდა ნიდერლანდის ტერიტორიიდან გერმანიაში დაბრუნებულიყო... Читать дальше...

სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ აშშ მოელის სალომე ზურაბიშვილთან თანამშრომლობას

Radiotavisupleba.ge 

აშშ მოელის ერთობლივ მუშაობას საქართველოს არჩეულ პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან - ამის შესახებ 29 ნოემბერს, ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ რობერტ პალადინომ. მისი თქმით აშშ მოელის საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორობის გაგრძელებას მნიშვნელოვან ორმხრივ და რეგიონულ საკითხებში. მათ შორის პალადინომ დაასახელა მყარი თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში და საქართველოს წვლილი ავღანეთში, ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში.



Москва

В ПРЕДДВЕРИИ ДНЯ РОССИИ РОСГВАРДЕЙЦЫ ПРОВЕЛИ ПРАЗДНИЧНОЕ МЕРОПРИЯТИЕ ДЛЯ ДЕТЕЙ


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: Парковка на улицах Москвы в День России будет бесплатной



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Денис Мацуев

Фестиваль «Денис Мацуев представляет» стартовал в Екатеринбурге




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Турниры, проходящие при содействии Федерации шахмат г. Ростова-на-Дону

Что можно отметить в этот день

В Москве прошёл спортивный праздник для росгвардейцев


Ролан Гаррос

Свёнтек сравнялась с Шараповой по победам на турнирах Большого шлема



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

В центральный аппарат ведомства будет доложено о ходе расследования уголовного дела по факту умышленного причинения тяжкого вреда здоровью несовершеннолетнему в Москве



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России