Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Март
2019

Новости за 26.03.2019

რუსეთში პირველად დააჯარიმეს აქტივისტი მცირეწლოვანის აქციაზე მიყვანისთვის

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში პირველად დააჯარიმეს მოქალაქე მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა ახალი კანონი, რომელიც კრძალავს მცირეწლოვანის საპროტესტო აქციაზე გაყვანას. ქალაქ კალინინგრადის სასამართლოს 25 მარტის გადაწყვეტილებით, ნავალნის მომხრე აქტივისტ, 18 წლის ივან ლუზინს დაეკისრა 30 ათასი რუბლის (დაახლოებით 465 $) გადახდა იმისათვის, რომ 7 თებერვალს არასანქცირებულ საპროტესტო აქციაზე მივიდა 16 წლის ორ გოგოსთან ერთად.  პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ გასული წლის დეკემბერში ხელმოწერილი კანონი ფულადი ჯარიმის გარდა ითვალისწინებს... Читать дальше...

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

Marshalpress.ge (მარშალ) 

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მეტეხის გვირაბში დასუფთავების სამუშაოებს ჩაატარებს. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, მეტეხის გვირაბი, ამაღამ 00:00 საათიდან 27 მარტის 07:00 საათამდე გადაიკეტება. სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

სალომე ზურაბიშვილი ჟენევის დისკუსიების ფორმატის შეცვლის მომხრეა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის აზრით, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი უფრო მაღალი დონის დიალოგით უნდა შეიცვალოს. მისი შეფასებით, არსებული ფორმატი ტექნიკური საკითხებითაა დაკავებული, რაც საკმარისი არ არის კონფლიქტის გადასაჭრელად. ამის შესახებ  სალომე ზურაბიშვილმა  ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა: ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის შეცვლის მიზანშეწონილობის საკითხზე 26 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმაც. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი ფიქრობს... Читать дальше...



სამი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა სირიაში

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის სამხედრო სარდლობის ცნობით, სამი რუსი ჯარისკაცი მოკლეს სირიაში, დეირ ალ-ზორის პროვინციაში. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მხოლოდ 25 მარტს გაამჟღავნა ცნობა დაახლოებით ერთი თვის წინ მომხდარი თავდასხმის შესახებ. ოფიციალური ცნობით რუსეთის სამხედრო პატრულის მანქანა ალყაში მოაქციეს ექსტრემისტებმა. შეტაკების შედეგად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, დამხმარე ძალებმა, გაანადგურეს 30 თავდამსხმელი. ოფიციალური მონაცემებით, ამ მსხვერპლის ჩათვლით, რუსეთის სამხედრო დანაკარგი სირიაში 115-მდე გაიზარდა. Читать дальше...

“თავისუფლების მონიტორის” რესპონდენტს პატიმრობა მიუსაჯეს

Radiotavisupleba.ge 

არჩილ ჩიბურდანიძეს, რომელიც ფილმში “BP-ს ნავთობის პრივილეგირებული ქურდები” ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების უკანონო საქმიანობაზე საუბრობდა სასამართლომ 6 წელით პატიმრობა მიუსაჯა.

სოფიო კილაძე: ღამის კლუბებში არასრულწლოვნების ადგილი არ არის

Radiotavisupleba.ge 

სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ არასრულწლოვნები ღამის კლუბებში არ მოხვდნენ, - განაცხადა განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ საკომიტეტო განხილვისას. კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, ბავშვები ღამის კლუბებში არ დაიშვებიან 18 საათიდან 24 საათამდე დროის მონაკვეთში, მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხლების გარეშე. „ჩვენს თანამედროვე ახალგაზრდობას სჭირდება, რა თქმა უნდა, გართობის სხვადასხვა საშუალება. ოღონდ, არა ისე, როგორც ზოგჯერ, სამწუხაროდ, ხდება. Читать дальше...

ბაქოში ხანძარი გაუჩნდა სავაჭრო ცენტრს

Radiotavisupleba.ge 

ბაქოს ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში 26 მარტს დიდი ხანძარი გაჩნდა. აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ევაკუირებულია სავაჭრო ცენტრ „დიგლას“ თანამშრომლები. როგორც ჩვენი რადიოს კორესპონდენტი იუწყება შემთხვევის ადგილიდან, მეხანძრეები ცდილობენ ცეცხლის ჩაქრობას ხუთსართულიანი შენობის ზედა სართულებზე. სტიქიის ადგილზე გაიგზავნა ორი შვეულმფრენი მეხანძრეების დასახმარებლად. ადგილობრივი მედიის ცნობით, კვამლის მოწამვლით საავადმყოფოში გადაიყვანეს 10 კაცი.

შეწყალებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი

Radiotavisupleba.ge 

"შეწყალება არის საქართველოს პრეზიდენტის დისკრეცია და ნებისმიერ შემთხვევაში, შეწყალებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა. მისი თქმით, მუშავდება კონცეფცია, რათა  შეწყალების კომისიამ იუსტიციის სამინისტროს ქვეშ იმუშაოს. ხატია მოისწრაფიშვილის განმარტებით, ამ მიზნით, ზოგიერთი საკანონმდებლო ცვლილების მიღება იქნება  საჭირო. ხატია მოისწრაფიშვილის თანახმად, საკითხი შეთანხმებულია, შესწავლილია და კანონში ცვლილებებისთვის მუშაობა მიმდინარეობს.



სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები მშობლის ნებართვით დაიშვება

Radiotavisupleba.ge 

სკოლებში სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები დასაშვები იქნება მხოლოდ და მხოლოდ მშობლის თანხმობით,-  განაცხადა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ. „ბავშვის უფლებათა კოდექსზე“ საუბრისას მან აღნიშნა, რომ ვიწრო ჯგუფის მიერ საზოგადოებისთვის და ეკლესიის ნაწილისთვის კოდექსის ძირითადი იდეის მიწოდება არასწორად მოხდა: „სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები დასაშვები იქნება მხოლოდ და მხოლოდ მშობლის თანხმობით. ასევე, თუ ოჯახი მოითხოვს კონკრეტულ შემთხვევაში, მართლმადიდებლურ ეკლესიას და სხვა კონფესიებს... Читать дальше...

„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით 3 პირია დაკავებული

Radiotavisupleba.ge 

შსს სამინისტროს თანახმად, მიმდინარე წლის 23 მარტს „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით 3 პირია დაკავებული. წარსულში ისინი სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის იყვნენ ნასამართლევი. „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დაკავებულები არიან  კრიმინალური ავტორიტეტები - 1970 წელს დაბადებული ბ.ტ. და 1964 წელს დაბადებული გ.მ., ხოლო „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით - 1959 წელს დაბადებული რ.ღ. დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. Читать дальше...

ოჯახებს გადაეცათ 2008 წლის ომის დროს დაღუპული 7 მოქალაქის ნეშტები

Radiotavisupleba.ge 

რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული საქართველოს 7 მშვიდობიანი მოქალაქის ნეშტი ოჯახებს გადაეცათ. მათ ლევან სამხარაული სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდათ. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან ნეშტები მიმდინარე წლის 19 მარტს გადმოასვენეს. სამარხის გახსნა და ნეშტების ექსჰუმაცია   წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა  სოფელ თამარაშენის  სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე  2017 წლის ოქტომბერში განახორციელა. ნეშტებს ექსპერტიზა ჩაუტარდათ ხორვატიის ქალაქ ზაგრების საერთაშორისო  ლაბორატორიაში... Читать дальше...

სოციალური მუშაკების გაფიცვა გრძელდება

Radiotavisupleba.ge 

სოციალური მუშაკების გაფიცვა მეორე დღეა გრძელდება. სოციალური მომსახურების სააგენტო აცხადებს, რომ სერვისცენტრები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, გაფიცულთა ფუნქციები "ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებზე უკვე გადანაწილდა". სოფო ხვთისიაშვილი, გაფიცული სოციალური მუშაკი "დილის საუბრებში" განმარტავს: "სოციალური მუშაობა არ არის ის სპეციალობა, რომელიც ასე უცბად ჩანაცვლებადია. როგორც ვიცით, ისინი არიან ყოფილი პრაქტიკანტები. მათ დაურეკეს და ამ ადამიანებს აქვთ წვდომა ისეთ ინფორმაციაზე... Читать дальше...

კონორ მაკგრეგორმა კარიერა დაასრულა

Radiotavisupleba.ge 

„შერეული ორთაბრძოლების“ ვარსკვლავმა კონორ მაკგრეგორმა კარიერის დასრულების შესახებ გაავრცელა განცხადება. 30 წლის ირლანდიელმა ტვიტერის პირად გვერდზე დაწერა: "მოგესალმებით. გადავწყვიტე დღეს წავიდე სპორტიდან, რომელსაც „შერეული ორთაბრძოლები“ ჰქვია. წარმატებას ვუსურვებ კოლეგებს, მე კი ყოფილ პარტნიორებს ვუერთდები, რომლებმაც კარიერა დაასრულეს". მაკგრეგორის განცხადებას ბევრი ეჭვის თვალით უყურებს, რადგან ასეთი პოსტი პირველად არ გამოუქვეყნებია. ირლანდიელმა მებრძოლმა 2016 წელსაც დაწერა, რომ მიდიოდა, მაგრამ გადაწყვეტილება მალევე შეცვალა. Читать дальше...

ბათუმში საარჩევნო ადმინისტრაციების მე-9 კონფერენცია იმართება

Radiotavisupleba.ge 

ბათუმში მიმდინარეობს საარჩევნო ადმინისტრაციების მე-9 ყოველწლიური კონფერენცია თემაზე „არჩევნების მთლიანობა - კიბერ უსაფრთხოება და ინფორმაციის სანდოობა ციფრულ ეპოქაში“. კონფერენციაში 19 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების, საარჩევნო საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების წარმომადგენლები მონაწილეობენ.  კონფერენციის მონაწილეები  განიხილავენ ტექნოლოგიურ საფრთხეებს საარჩევნო პროცესში, ამ საფრთხეების  გადაჭრის გზებს, ამომრჩეველთა მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებს და სხვა. Читать дальше...

ინსპექტირება ია კერზაიას მიმართ პოლიტიკური დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავდა

Radiotavisupleba.ge 

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებული ინსპექტირების შედეგად გაცემული რეკომენდაციები ორიენტირებული იყო დირექტორის, ია კერზაიას დასჯაზე - ასეთია არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" (ISFED)  ანგარიშის დასკვნა, რომელიც ორგანიზაციამ 26 მარტს წარადგინა.  ინსპექტირების დასკვნის შესახებ „სამართლიანი არჩევნები“ აღნიშნავს, რომ დოკუმენტის ტონი და გაცემული რეკომენდაციები სკოლაში აღმოჩენილ დარღვევებს დრამატულად წარმოაჩენდა.  ანგარიშის მიხედვით, სავარაუდოდ, იკვეთება პოლიტიკურ საფუძველზე დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნები. Читать дальше...

ვლადიმირ ვაისი: "მინიმუმ ერთი გოლი უნდა გავიტანოთ"

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე ტურის შეხვედრისთვის ემზადება. დღეს საღამოს, ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდი დუბლინში დაუპირისპირდება ირლანდიის ნაკრებს. გუშინ გაიმართა ორივე გუნდის წინასამატჩო ვარჯიშები და პრესკონფერენციები. მომავალ შეხვედრასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საქართველოს ნაკრების სლოვაკმა მწვრთნელმა ისაუბრა. „ირლანდიის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის ძნელია. ამ ნაკრებისთვის არასოდეს მოგვიგია და შევეცდებით, ისტორია მომავალ შეხვედრაში შევცვალოთ. Читать дальше...

სამხედრო განყოფილების უფროსი  დააკავეს 700 ლარის ქრთამის აღების ფაქტზე

Radiotavisupleba.ge 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა თბილისის მერიის ერთ-ერთი რაიონის გამგეობის სამხედრო განყოფილების უფროსი  ქრთამის აღების ფაქტზე  დააკავეს.  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანახმად,  გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მოქალაქეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამოძახების გადავადებისთვის ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 700 ლარი. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს... Читать дальше...

კოსოვოში ჩინოვნიკი თანამდებობიდან გაათავისუფლეს 1999 წელს ნატოს ავიაიერიშის დაგმობის გამო

Radiotavisupleba.ge 

კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა რამუშ ჰარადინაიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა იუსტიციის მინისტრის მოადგილე, რომელმაც „დაგეგმილი გენოციდი“ უწოდა 1999 წელს განხორციელებულ  საჰაერო თავდასხმებს ყოფილ იუგოსლავიაზე. „მიუხედავად ეთნიკური კუთვნილებისა, კოსოვოს მთავრობაში ადგილი არ არის იმ პირებისთვის, ვინც არ იზიარებს საერთო ევროატლანტიკურ ღირებულებებს,“-განაცხადა კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა რამუშ ჰარადინაიმ იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ვესნა მიკიჩის თანამდებობიდან გათავისუფლებისას. ვესნა მიკიჩი კოსოვოში სერბულ უმცირესობას წარმოადგენს. Читать дальше...

მალხაზ კობაურისთვის წარდგენილი სასჯელის ზომა 27 მარტს გახდება ცნობილი

Radiotavisupleba.ge 

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურისთვის შეფარდებული სასჯელის ზომას მოსამართლე 27 მარტს გამოაცხადებს. სასჯელის დანიშვნის სხდომა გორის რაიონულ სასამართლოში 27 მარტის 12 საათზე გაიმართება. ბრალდების მხარე მალხაზ კობაურისთვის თავისუფლების უვადოდ აღკვეთას მოითხოვს. სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური 25 მარტს ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს და ხადას ხეობაში მომხდარ სასტიკ დანაშაულზე მას გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს. ნაფიცმა მსაჯულებმა... Читать дальше...

დეპუტატები მოისმენენ ეუთოსა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეებში საქართველოს  დელეგაციების ანგარიშს

Radiotavisupleba.ge 

დღეს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ეუთოსა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეებში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციების საქმიანობის ანგარიშს მოისმენს. როგორც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა განმარტავს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშში საუბარია რეზოლუციებზეც, რომლებიც საქართველოს მიმართაა მიღებული. ეუთოსა და ნატოს-ს საპარლამენტო ასამბლეებში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციების საქმიანობის ანგარიში საკომიტეტო მოსმენების შემდეგ პარლამენტის სესიასაც წარედგინება.

სმიტების მკვლელობაში ბრალდებულის დედა და და პირველ კომენტარს აკეთებენ

Marshalpress.ge (მარშალ) 

ხადას ხეობაში სამი ადამიანის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მალხაზ კობაურის დედამ და დამ  ნაფიცი მსაჯულების მიერ მიღებული გამამტყუნებელი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთეს. “ღმერთმა იცის იქ რა მოხდა და ღმერთი ყველას გასცემს საკადრის პასუხს, ჩემ შვილსაც და ყველასაც”– ამბობს დაკავებულის დედა. მისივე თქმით, ნაფიცი მსაჯულების  გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო. კობაურის დის თქმით კი საგამოძიებო მოქმედებები  მხოლოდ […]



Москва

Глава СК Бастрыкин пообещал защитить гаишника Гусева от диаспоры и МВД Новосибирска


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: Москва подписала ряд крупных соглашений на Петербургском форуме



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Желдорреммаш

За один день работники Уссурийского ЛРЗ и их дети выполнили сменно-суточное задание по ремонту 129 паровозиков




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Что можно отметить в этот день

Более 1 тыс человек стали участниками циркового шествия на выставке «Россия»

В Москве 14-летний мальчик ранил ножом 16-летнего юношу на футбольном поле


Стефанос Циципас

«Он никогда не снимается с турниров». Циципас прокомментировал травму Джоковича



Новости Крыма на Sevpoisk.ru


News Every Day

Four-time Man Utd trophy winner, 37, looks unrecognisable as he heads to training with dramatic new look



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России