Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Апрель
2019

Новости за 03.04.2019

"ბოლოს მუშას აბრალებენ, რომ არაპროფესიონალი იყო, გაუნათლებელი იყო, მთვრალი იყო, ლოთი იყო..."

Radiotavisupleba.ge 

"გარედან შრომის უსაფრთხოების დიდი პლაკატები იყო გამოკრული. რეალურად ამ ფასადის უკან იმალებოდა ადამიანების ასეთი ექსპლუატაცია და ჩაგვრა", - ამბობს "სოლიდარობის ქსელის" თავმჯდომარე, სოფო ჯაფარიძე თბილისში ჭავჭავაძის გამზირის N5-ში მიმდინარე მშენებლობაზე, სადაც 31 მარტს 2 ადამიანი დაიღუპა: "იმ ადგილას, სადაც ცოცხლად დაიმარხა ორი ადამიანი, ორი კვირა გადაბმულად მუშაობდა 17 წლის ბავშვი. არც ხელშეკრულება ჰქონდა, არც კომპანიის სახელი იცოდა, მხოლოდ მივიდა და დაიწყო მუშაობა. რომ ვკითხე, რამე უსაფრთხოების ინსტრუქტაჟი ჰქონდა თუ არა მიღებული... Читать дальше...

დროული კლოუნადა

Radiotavisupleba.ge 

ისტორიამ ბევრჯერ დაგვიმტკიცა - და არა მხოლოდ ტირანების შემთხვევაში, - რომ შესაძლოა პოლიტიკოსს კი ირჩევდე მმართველად, მაგრამ საბოლოოდ მასხარა შეგრჩრეს ხელთ, თან, როგორც წესი, ბოროტი, რაც პრაქტიკულად ნორმად იქცა ოცდამეერთე საუკუნისთვის.

დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი დახურულ ფორმატში ჩატარდება

Radiotavisupleba.ge 

დავით კირკიტაძის ადვოკატი პროცესების დახურვის შესახებ მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და სასამართლო პროცესების საჯარო ფორმატში გაგრძელებაზე შუამდგომლობის დაყენებას აპირებს. ამის შესახებ ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, დავით კირკიტაძის პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა. გიორგი კონდახიშვილი ფიქრობს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის დამალვას ემსახურება. „უკვე არაფერი აღარ მიკვირს. მოწმეები იძლეოდნენ ურთიერთგამომრიცხავ და გარკვეულწილად არაადეკვატურ ჩვენებებს... Читать дальше...



ახალგორელებს დანარჩენ საქართველოში მოსახვედრად სპეციალური საშვი დასჭირდებათ

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებული ახალგორის დე ფაქტო ადმინისტრაციაში დაიწყო საბუთების მიღება იმ მოქალაქეებისგან, რომლებსაც დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე გადასვლის უფლებას მისცემენ მხოლოდ სპეციალური საშვებით. დღემდე ახალგორელებს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე უშვებდნენ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პასპორტებითაც. მიმოსვლის წესი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების სამსახურმა შეცვალა. ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი მიიჩნევს, რომ დე ფაქტო ხელისუფლება სულ უფრო მეტ ბარიერს ქმნის იმისთვის... Читать дальше...

2017 წელს სანქტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილების თქმით, მათ საპატიმროში აწამებდნენ

Radiotavisupleba.ge 

2017 წელს სანქტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილები აცხადებენ, რომ საპატიმროში მათ აწამებდნენ გამოძიების პროცესში, როცა გამომძიებლები ცდილობდნენ დაედგინათ კავშირები მამაკაცთან, რომელმაც თავი აიფეთქა. წამების ბოლო ბრალდება გამოჩნდა, როცა 2 აპრილს დაიწყო 11 ეჭვმიტანილის სასამართლო პროცესი. ერთ-ერთი აქტივისტის თქმით, ის წაიყვანეს „საიდუმლო ციხეში“ და ელექტროშოკებითა და სხვა მეთოდებით აწამებდნენ. იანა ტეპლიცკაიამ, რომელიც პატიმართა უფლებებს იცავს, მედიას განუცხადა, რომ მუხამადიუსუპ ერმატოვის თქმით... Читать дальше...

შსს: „კაბუ“ ციხიდან გათავისუფლდა, თუმცა, სისხლისსამართლებრივი დევნა გრძელდება

Radiotavisupleba.ge 

შსს-ს ინფორმაციით, ქართველი მსახიობი კახა აბუაშვილი („კაბუ“),  რომელიც საფრანგეთში ქურდობის ბრალდებით იყო დაკავებული, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან არ გათავისუფლებულა. შსს-ში ადასტურებენ, რომ მსახიობი პატიმრობიდან გათავისუფლდა, თუმცა მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა ჯერ შეწყვეტილი არ არის. კახა აბუაშვილი ქურდობის ბრალდებით საფრანგეთში 2018 წლის 18 აპრილს დააკავეს. ის სასჯელს საფ­რანგე­თის ცი­ხე­ში იხ­დი­და.

ეკა ბესელია: ერთ თვეში ყველაფერს სახელს დავარქმევ

Radiotavisupleba.ge 

„ერთი თვე გავა თუ არა, მე სახელს დავარქმევ ყველაფერს“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი ეკა ბესელია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების სოციალურ ქსელში კვლავ გავრცელებას. ეკა ბესელია გამოძიებას ერთთვიან ვადას აძლევს. "ერთთვიანი ვადა მაქვს მიცემული საგამოძიებო ორგანოებისთვის. მე ამ განცხადებას ვტოვებ ძალაში. ერთი თვის თავზე თავად გავაკეთებ შეფასებას, თუ რასთან გვაქვს საქმე. ყველაფერი დანარჩენი, რაც ხდება, კიდევ უფრო ამძიმებს იმ პასუხისმგებლობასა და ტვირთს, რაც აქვს ახლა ხელისუფლებას და საგამოძიებო ორგანოს. Читать дальше...

მარტვილის მამათა მონასტერში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

Radiotavisupleba.ge 

მარტვილის მამათა მონასტერის კელიაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახური ავრველებს. ცეცხლი მონასტრის კელიაში გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი 200 კვ.მ ფართობზე გავრცელდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.



სანზონაში დაღუპული 4 წლის გოგონას მამინაცვალი შვილების დაბრუნებას ითხოვს

Radiotavisupleba.ge 

“ვითხოვ, ჩემი შვილები დამიბრუნონ, რომლებიც წამართვეს. თუ ჩემ შვილებს არ დამიბრუნებენ, იძულებული გავხდები ბენზინი გადავისხა და თავი დავიწვა”, - ამბობს სანზონაში დაღუპული 4 წლის ნინო ზალინაშვილის მამინაცვალი, არკადი ძავაშვილი.  3 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო გოგონას დედის, ლელა ქსოვრელის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა. არკადი ძავაშვილის განმარტებით, მისი ორი მცირეწლოვანი შვილის, ბაბულია ძავაშვილისა და ლუკა ქსოვრელის ადგილსამყოფელი 22 იანვრის შემდეგ არ იცის. Читать дальше...

ბრუნეიში ძალაში შედის სისხლის სამართლის კოდექსი, რომელიც შარიათის ნორმებს ემყარება

Radiotavisupleba.ge 

ბრუნეიში 3 აპრილიდან ძალაში შედის სისხლის სამართლის კოდექსი, რომელიც, ავტორების თქმით, შარიათის ნორმებს ემყარება. ახალი კანონით გათვალისწინებულია სიკვდილით დასჯა ჩაქოლვით ერთი და იმავე სქესის პირთა სექსუალური ურთიერთობებისა და მეუღლის ღალატისთვის. დოკუმენტის ტექსტის თანახმად, სიკვდილით დაისჯებიან მამაკაცები და ქალები, რომლებსაც ანალური სექსი ექნებათ ცოლქმრული ურთიერთობის გარეთ. ცოლქმრული ურთიერთობის გარეთ სექსისთვის სასჯელი იქნება ასი როზგი და ერთი წლით პატიმრობა. 15 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის... Читать дальше...

არჩილ თალაკვაძე ია კერზაიას საქმეზე ობიექტურ გამოძიებას მოელის

Radiotavisupleba.ge 

ია კერზაიას საქმესთან დაკავშრებით პროკურატურისგან ამომწურავ პასუხს მოელის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, ამის თაობაზე მან პროკურატურის მიერ გავრცელებული წერილის კომენტირებისას განაცხადა. მისივე სიტყვებით, მნიშვნელოვანია, საქმის ობიექტურად გამოძიება და ოპონენტების მიერ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა. „ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ პროკურატურა გამოიძიებს ამ საქმეს და ყველა კითხვა იქნება მოხსნილი. რაც შეეხებ პარლამენტს, პარლამენტმა საკომიტეტო მოსმენა დაუთმო ამ საკითხს და ამ საქმის გარშემო... Читать дальше...

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ შოთა ხაბარელის საფირმო ილეთს სახელი შეურჩია

Radiotavisupleba.ge 

„ხაბარელი“ - ასე ეწოდა ილეთს, რომლითაც ვეტერან ქართველ ძიუდოისტს შოთა ხაბარელს არაერთი გამარჯვება მოუპოვებია. 1980 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის პრიზიორი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ დააფასა. 29-31 მარტს თბილისში გამართული საერთაშორისო ტურნირის შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლები ხაბარელს შეხვდნენ და უთხრეს, რომ მის საყვარელ ილეთს ამიერიდან მსოფლიო მისი სახელით მოიხსენიებს. თან არა მარტო ძიუდოში, არამედ სუმოშიც. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის... Читать дальше...

ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" ურჩევს ევროპარლამენტარების წერილს სერიოზულად მოეკიდოს

Radiotavisupleba.ge 

საპარლამენტო ოპოზიციაში სერიოზულ გზავნილად აფასებენ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინისთვის ევროპარლამენტართა ჯგუფის მიერ გაგზავნილ წერილს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამდაშვილის განცხადებით, ევროკავშირი შეშფოთებულია საქართველოში ბოლო, საპრეზიდენტო არჩევნებით და წერილი უკვე საჯარო გზავნილია ხელისუფლებისადმი, რომ თუ არ გაითვალისწინებს ოპოზიციის, საერთაშორისო თანამეგობრობის და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებს... Читать дальше...

ძველი სასაფლაოები ნადგურდება

Radiotavisupleba.ge 

საფლავის ქვები ძველი სასაფლაოებიდან, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის კუთხით საკმაოდ მნიშვნელოვანია, ერთმანეთის მიყოლებით ნადგურდება. მათ უმეტესობას ძეგლის სტატუსი დღემდე არა აქვს.

1 აპრილის სოლიდარობის აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართება

Radiotavisupleba.ge 

თბილისში 1 აპრილს გამართულ სოლიდარობის აქციაზე დაკავებული ექვსი აქტივისტის სასამართლო პროცესი გაიმართება დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. 6 პირს სამართალდამცავები ედავებიან ადმინისტრაციულ კანონდარღვევას ორი მუხლით - "საზოგადოებრივი წესრიგისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას“ (166-ე და 173-ე მუხლები).შსს-სგან მიღებული დაკავების ოქმი გამოაქვეყნა ერთ-ერთმა დაკავებულმა ვახუშტი მენაბდემ, ფეისბუკის პირად გვერდზე. „შაბლონურად შევსებული დოკუმენტია, ყველას ერთნაირი ბრალდება გვაქვს წარდგენილი... Читать дальше...

ზუგდიდის მერობა უპარტიო კანდიდატებსაც სურთ

Radiotavisupleba.ge 

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში მერის შუალედური არჩევნებისთვის დარეგისტრირდა 5 საინიციატივო ჯგუფი, რომელსაც დამოუკიდებელი კანდიდატების წარდგენა სურს. მათ შორის არიან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა, მოძრაობის „სამეგრელოს ხმის“ დამფუძნებელი თენგიზ ჯგუშია და იურისტი მალხაზ ქუჩულორია. თუმცა, ქუჩულორიამ დღეს რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ არჩევნებში კენჭისყრა გადაიფიქრა. საინიციატივო ჯგუფები დარეგისტრირდნენ კიდევ ორი ზუგდიდელის, დავით თორდიას და გოგიტა ბიგვავას მხარდასაჭერადაც. Читать дальше...

ევროპარლამენტარები მოგერინის მოუწოდებენ საქართველოს მთავრობასთან იმუშაოს საარჩევნო რეფორმისთვის

Radiotavisupleba.ge 

ევროპის პარლამენტის წევრების ჯგუფი წერილით მიმართავს ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურ ლიდერს, ფედერიკა მოგერინის და მას მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა მოახდინოს საიმისოდ, რომ ის ჩაერთოს დიალოგში საარჩევნო რეფორმის შესახებ. 2 აპრილით დათარიღებულ წერილში  ჯგუფი აღნიშნავს, რომ საქართველოში - ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით დაკავშირებულ ქვეყანაში - 2018 წელს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მხრიდან ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული შეფასება მოჰყვა 1991 წლის შემდეგ. Читать дальше...

შემთხვევა გლდანში. მძარცველები სახლში მისულ ქალბატონს ფიზიკურად გაუსწორდნენ

Marshalpress.ge (მარშალ) 

თბილისში, გლდანის მეექვსე მიკრორაიონში საცხოვრებელ ბინაში სამი  ნიღბიანი პირი შეიჭრა. მომხდარიდან, რამდენიმე წუთის შემდეგ სახლში ის ქალბატონი მივიდა, რომელიც დაკეტილ ბინას მეთვალყურეობდა, რა დროსაც მძარცველები ადგილზე დახვდნენ. მძარცველები ქალბატონს ფიზიკურად გაუსწორდნენ. სახლიდან კი სხვადასხვა ნივთები წაიღეს და მიიმალნენ. დაზარალებული საცხოვრებელ ბინაში მეზობელმა იპოვა, რის შემდეგაც საპტრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოიძახა. მეზობლების თქმით, მაშინვე […]

მადუროსადმი ლოიალურმა ორგანომ გუაიდოს დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა

Radiotavisupleba.ge 

ვენესუელის დროებით პრეზიდენტს ხუან გუაიდოს დეპუტატის ხელშეუხებლობის იმუნიტეტი მოუხსნეს. გადაწყვეტილება მიიღო ეროვნულმა დამფუძნებელმა ასამბლეამ, რომელსაც პრეზიდენტ მადუროს თანაპარტიელი სოციალისტები აკონტროლებენ. ასამბლეის თავმჯდომარის, დიოსდადო კაბელიოს განცხადებით, იმუნიტეტის მოხსნა ნიშნავს, რომ გუაიდოს სამართლებრივი დევნა უკვე ოფიციალურად ნებადართულია. დამფძნებელი ასამბლეის მოქმედებას საკონსტიტუციო თაღლითობა უწოდა იურისტმა ხოსე არომ. მისი განცხადებით, ხუან გუაიდოსთვის იმუნიტეტის მოხსნის გადაწყვეტილება... Читать дальше...


Музыкальные новости
Сергей Арутюнов

Звездная встреча: Дольф Лундгрен и Сергей АРУТЮНОВ зажгли вместе в Казахстане. И при чём тут фрикадельки из IKEA?...





Rss.plus
LG

Пикник на Champs-Élysées: корзинка с закусками, мягкий плед и LG MoodUp




На Международном муниципальном форуме стран БРИКС рассмотрят передовой опыт Москвы

В парке Ветеранов завершились работы по обустройству детской площадки

Фестиваль «Времена и эпохи» впервые организуют на площадках «Кинопарка»

В Королеве строят ЖК комфорт-класса с подземным паркингом




ვენეციის კომისიის ექსპერტები ოპოზიციის მოსაზრებებს ეცნობიან

Radiotavisupleba.ge 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესი და შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივები - ამ თემების განსახილველად საქართველოში შეხვედრებს მართავენ ვენეციის კომისიის ექსპერტები. ისინი გაესაუბრნენ პარლამენტში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, მათ შორის “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებს. ერთ-ერთი, თინა ბოკუჩავა, გიორგი გვახარიას სტუმარია. თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ მათ დეტალურად აუხსნეს კომისიას, თუ რა საფრთხეებს შეიცავს აღნიშნული კანონპროექტი. მისი აზრით, კანონპროექტი, რომელიც პირველი მოსმენით... Читать дальше...

პროკურატურა ია კერზაიას შვილის დაზარალებულად არცნობის მიზეზს განმარტავს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განმარტა მიზეზი, რომლის გამოც, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილს, ბაჩანა შენგელიას უარი უთხრეს დაზარალებულად ცნობაზე. პროკურატურის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, „ვიდრე სიკვდილის მიზეზად დანაშაულებრივი ქმედება არ გამოიკვეთება, გამოძიება მოკლებულია შესაძლებლობას ია კერზაიას რომელიმე ახლო ნათესავი ცნოს დაზარალებულად, რაც ბაჩანა შენგელიასთვისაც ცნობილია.“ გენერალური პროკურატურის განცხადებითვე, გრძელდება გამოძიება... Читать дальше...

ზუგდიდის სკოლის გარდაცვლილი დირექტორის შვილი დაზარალებულად არ ცნეს

Radiotavisupleba.ge 

ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილს, ბაჩანა შენგელიას პროკურატურაში უარი უთხრეს დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობაზე. ბაჩანა შენგელიამ საქმის პროკურორის გადაწყვეტილების გასაუქმებლად მიმართა გენერალურ პროკურორს, შალვა თადუმაძეს. შენგელიას განცხადებით, დაზარალებულის სტატუსი მისცემდა საქმის მასალების გაცნობის და საპროცესო მოქმედებების შესაძლებლობას, რაც სააშკარაოზე გამოიტანდა გამოძიების უმოქმედობას. ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს, ინსულტით გარდაიცვალა. Читать дальше...

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონში იმყოფება

Radiotavisupleba.ge 

3 აპრილს იწყება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ორდღიანი ვიზიტი ვაშინგტონში, რომელიც ნატოს დაარსებიდან 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს მასპინძლობს. დავით ზალკალიანი ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ატლანტიკური საბჭოს, მარშალის ფონდისა და მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში „NATO Engages: The Alliance at 70 Years.“ მინისტრი სიტყვით გამოვა ნატოს გაფართოებისადმი მიძღვნილ პანელზე: „უსაფრთხოების გაფართოება სამეზობლოში... Читать дальше...

სოციალური ქსელებით კვლავ ვრცელდება პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი

Radiotavisupleba.ge 

სოციალური ქსელებით ისევ გავრცელდა საქართველოს პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერი. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ჩანაწერი მიიღო „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, რომელმაც ფაქტი სამართალდამცავებს შეატყობინა. მას პოლიციაში დღეს გამოკითხავენ. სოციალური ქსელებით ეს ვიდეოჩანაწერი უკვე რამდენიმე თვეა, პერიოდულად ვრცელდება. მისი უკანონოდ შენახვის და გავრცელების ბრალდებით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაშია მიცემული ოცამდე პირი, თუმცა, გავრცელების პირველწყარო ამ დრომდე დადგენილი არ არის.

მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭო დატოვეს

Radiotavisupleba.ge 

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ დატოვეს ბანკის სამეთვალყურეო საბჭო. „თიბისი ჯგუფის" ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ხაზარაძემ და ჯაფარიძემ გადადგომის ოფიციალური განცხადებით საბჭოს 2 აპრილს მიმართეს. "თიბისი ბანკის" აქციონერებს 13 აპრილს ეწურებოდათ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიცემული ორთვიანი ვადა, რომლის განმავლობაშიც ხაზარაძე და ჯაფარიძე საბჭოდან უნდა გაეწვიათ. ამასთან, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე რჩებიან სააქციო საზოგადოების „TBC PLC”-ის... Читать дальше...



Москва

Bel Suono представят в Зеленом театре ВДНХ специальную программу «Три рояля под открытым небом»


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин накануне Дня России наградил заслуженных москвичей



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Денис Мацуев

Сыграть свою лучшую игру. Денис Мацуев рассказал, где искать гениев




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

6-летняя девочка сломала позвоночник, прыгая на батутах в Москве

Подмосковные атлеты выиграли 7 медалей на Мемориале братьев Знаменских

На Играх стран БРИКС выступят выпускники амурских спортшкол


Елена Рыбакина

В России заговорили о Елене Рыбакиной после смены теннисисткой гражданства



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Футбол

"Евро-Футбол.Ру": "Спартак" летом хочет приобрести вингера



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России