Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Апрель
2019

Новости за 08.04.2019

სომეხი ტრანსგენდერი ქალის ემოციური სიტყვა სომხეთის პარლამენტში

Radiotavisupleba.ge 

სომხეთის ფეისბუკსა და სხვადასხვა სომხურ ბლოგებზე   დღემდე აქტუალურია ტრანსგენდერი ქალის, ლილიტ მარტიროსიანის გამოსვლა სომხეთის პარლამენტში, სადაც მან ტრანსგენდერი ადამიანების მდგომარეობაზე ილაპარაკა. ასეთი რამ სომხეთის ისტორიაში პირველად მოხდა - 5 აპრილს, ადამიანის უფლებების თემაზე გამართული საპარლამენტო მოსმენის დროს, ლილიტმა მიმართა სომხეთის პარლამენტის წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოებას და თქვა, რომ რამდენიმე თვის წინ, სომხეთში, მსგავსი რამის წარმოდგენაც კი შეუძლებელი იყო. სომხეთის ფეისბუკსივრცეშიც... Читать дальше...

პუტინმა და ერდოანმა მოსკოვში შეხვედრა გამართეს

Radiotavisupleba.ge 

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მოსკოვში გამართეს შეხვედრა, სირიის კონფლიქტზე და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ კავშირებზე სასაუბროდ.  8 აპრილს გამართულ შეხვედრას რამდენიმე დღით უსწრებდა უთანხმოების გამძაფრება ვაშინგტონსა და ანკარას შორის, თურქეთის შესაძლო სამხედრო გეგმების და მის მიერ რუსეთის ანტისარაკეტო სისტემის შესყიდვის გარშემო.  თურქეთი ნატოს წევრია და რუსეთთან მისი კავშირები ისტორიულად დაძაბული იყო.  მაგრამ ცივი ომის შემდეგ მოსკოვმა და... Читать дальше...

ბათუმში ქურდული სამყაროს წევრობისა და ქურდულ გარჩევებში მონაწილეობისთვის დაკავებულებს 5-5 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ

Marshalpress.ge (მარშალ) 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ქურდული სამყაროს წევრობისა და ქურდულ გარჩევებში მონაწილეობისთვის დაკავებული სამი პირის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა. ბადრი ქობულაძეს, გიორგი შავლიძესა და რამაზ კომახიძეს ხუთწლიანი პატიმრობა მიესაჯათ. როგორც მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა განმარტა, მან სასჯელის მინიმალური ზომა გამოიყენა, გაითვალისწინა ბრალებულების ასაკი და ქცევა. ადვოკატები განაჩენის გასაჩივრებას აპირებენ, ოჯახები კი ბრალდებულთა უდანაშაულობაზე საუბრობენ. გადაწყვეტილების გამოცხადებას ბრალდებულთა ახლობლები ხმაურით შეხვდნენ. Читать дальше...



ავღანეთი ყატარში დელეგატებს გაგზავნის თალიბანთან "შეხედულებების" გასაცვლელად

Radiotavisupleba.ge 

ავღანეთი ყატარში სამთავრობო დელეგაციას გაგზავნის, თალიბანთან მოლაპარაკებისთვის - რაც პოტენციური გარღვევაა იმ ძალისხმევაში, რომელიც ემსახურება ავღანეთში თითქმის 18 წლის განმავლობაში მიმდინარე ომის დასრულებას, მიუხედავად იმისა, რომ ექსტრემისტების განცხადებით, მონაწილეები "კერძო" სტატუსით დაესწრებიან შეხვედრას.  ყატარის დედაქალაქ დოჰაში აშშ-სა და თალიბანის წარმომადგენლებს შორის გაიმართა მოლაპარაკების რამდენიმე რაუნდი, მაგრამ ექსტრემისტული ჯგუფი უარს აცხადებს შეხვდეს ქაბულში განთავსებულ ხელისუფლებას , რომელსაც ის აშშ-ის "მარიონეტად" აღიქვამს. Читать дальше...

სკოლის გამოსაშვები გამოცდები გაუქმებულია

Radiotavisupleba.ge 

80 მომხრე, 8 - წინააღმდეგი. გამოსაშვები გამოცდები გაუქმდა. „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს პარლამენტმა 8 აპრილს ხელმეორედ უყარა კენჭი. ორი მოსმენით დამტკიცებულმა კანონპროექტმა, რომლის ინიციატორი მთავრობაა, 5 აპრილის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით კენჭისყრისას საკმარისი ხმები ვერ მიიღო. „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობაში მიზეზად ის დაასახელეს, რომ სხდომათა დარბაზში ცუდი აკუსტიკის და ხმაურის გამო, დეპუტატების ნაწილმა ვერ გაიგო რომელ კანონპროექტს ეყრებოდა კენჭი. ამ არგუმენტს... Читать дальше...

კობა გვენეტაძე: საბანკო რეგულაციები გადაიხედება საჭიროების შემთხვევაში

Radiotavisupleba.ge 

აუცილებლობის შემთხვევაში ცვლილებებსაც განვახორციელებთ, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ 8 აპრილს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გამოსვლისას. მისი თქმით, ახალი საბანკო რეგულაციების დანერგვის შემდეგ არ გასულა საკმარისი დრო შედეგების შესაფასებლად და საერთო სურათის აღსაქმელად. „დანერგილი რეგულაციების შეფასებისას ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის გრძელვადიანი მიდგომა, რომელიც სექტორის მდგრადობას ემსახურება. ჩვენ ვცდილობთ რისკების მიტიგაციას და კრიზისის პრევენციას. Читать дальше...

გოგორიშვილი გვენეტაძეს: თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რომ ადამიანს 2000 ლარი სესხად დასჭირდეს

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტის დეპუტატმა „ევროპული საქართველოდან“ ხათუნა გოგორიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას ურჩია ახალ საბანკო წესებთან დაკავშირებით მთავრობის მიმართ ყველა ბერკეტი გამოიყენოს და ნაწილობრივ მაინც შეცვალოს ეს წესები. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს კი უთხრა, რომ ის ვერ ხედავს, თუ რა მძიმე ტვირთად დააწვა ეს ცვლილება ხალხს, რადგან ის „სხვა საქართველოში ცხოვრობს. „თავიდან ვიფიქრე, რომ თქვენ თქვენს გადაწყვეტილებას იცავდით, მაგრამ მერე ვნახე  თქვენი დეკლარაცია და დავრწმუნდი, რომ თქვენ სხვა ქვეყანაში ცხოვრობთ... Читать дальше...

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო": მთავრობა პროდასავლურია - 27%, პრორუსულია - 16%

Radiotavisupleba.ge 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოაქვეყნა "კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის" მიერ შესრულებული საჯარო პოლიტიკის აქტუალური საკითხების შესახებ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები. საარჩევნო და პოლიტიკური საკითხები: სრულად პროპორციულ წესზე 2020 წლისთვის გადასვლას ემხრობა გამოკითხულთა 45%. 22% - წინააღმდეგია. კონსტიტუციის მიხედვით, ცვლილება 2024 წლიდან შედის ძალაში. კითხვაზე - რამდენად სამართლიანად ჩატარდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები? - გამოკითხულთა 12% პასუხობს, რომ „ძალიან სამართლიანად“... Читать дальше...



ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ თურქეთში "წარმომადგენელი" დანიშნა

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთში თავის წარმომადგენლად დანიშნა რემზი კანუკატი. სააგენტო „რეს“-ი დე ფაქტო სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ რემზი კანუკატი, იგივე რემზი ილდირიმი თურქეთის და „სამხრეთ ოსეთის“ მოქალაქეა. ამავე წყაროს ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ, სტამბოლში ყოფნისას დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა რემზი კანუკატის გადასცა სრულუფლებიანი წარმომადგენლის მოწმობა და „დიპლომატიური პასპორტი.“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის... Читать дальше...

ოპოზიცია ხელისუფლების სარესტორნო ხარჯებს აპროტესტებს

Radiotavisupleba.ge 

„ჭამა-სმა გორულად“- ამ სახელწოდების პრეზენტაციას „ნაციონალური მოძრაობა“ გორის მერიის წინ მართავს. სპეციალურ დაფაზე ჩამოწერილია სარესტორნო მომსახურების ხარჯები, რომლებიც მერიამ ერთი წლის განმავლობაში გასწია. მერიიდან და არასამეწარმეო იურიდიული პირებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის შეჯამებით ოპოზიციამ დაადგინა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას 2017 წლიდან დღემდე მხოლოდ რესტორნებში 74 928 ლარი აქვს დახარჯული. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელის, ვასილისა ჯაბახიძის თქმით, ამ პრეზენტაციით მათ საზოგადოებისთვის იმის ჩვენება უნდათ... Читать дальше...

"შენების მოძრაობა" ხელისუფლებას და ოპოზიციის ნაწილს უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის მიერ დაარსებული „შენების მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ  დაგროვებით საპენსიო სისტემას საფრთხეს უქმნის ხელისუფლების გაუაზრებელი და ოპოზიციის ნაწილის პოპულისტური დამოკიდებულება. „შენების მოძრაობა“ აცხადებს, რომ ემიჯნება ხელისუფლების და ცალკეული ოპოზიციური ძალების უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას ქვეყნისთვის უნიშვნელოვანესი და უალტერნატივო რეფორმის განხორციელების პროცესში. პოლიტიკურმა მოძრაობამ წარმოადგინა წინადადებების პაკეტი, რომელიც მისი შეფასებით... Читать дальше...

ზელენსკი და პოროშენკო სხვადასხვა თარიღს ასახელებენ წინასაარჩევნო დებატისათვის

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი ვლადიმირ ზელენსკი ემზადება არჩევნების მეორე ტურის წინ საჯარო დებატის 19 აპრილს ჩასატარებლად და არა 14 აპრილს, რასაც ემხრობა მისი მეტოქე, მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პორშენკო. ფეისბუკზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ზელენსკი მხარდამჭერებს თხოვს მოამზადონ შეკითხვები, რომლებსაც ის პოროშენკოს დაუსვამს „19 აპრილის“ დებატების დროს. ზელენსკის არ უხსენებია მოქმედი პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება 14 აპრილის შესახებ. ხოლო უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია და საზოგადოებრივი ტელევიზია აცხადებენ... Читать дальше...

ზურაბ ჭიაბერაშვილი: ადამიანები ერთ გაზქურასა და ერთ მაცივარსაც ვეღარ ყიდულობენ

Radiotavisupleba.ge 

ეროვნული ბანკი ხალხს ერთი გაზქურისა და ერთი მაცივრის ყიდვით განცდილ ბედნიერებასაც ართმევს,  - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა დეპუტატმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარლამენტის სხდომაზე ფრაქციის სახელით გამოსვლისას. „ამ სიღარიბეში ერთი ახალი ნაყიდი გაზქურაც კი ძალიან ბევრი ოჯახისთვის არის განცდა იმისა, რომ ამ ოჯახს პერსპექტივა აქვს. ერთი ახალი მაცივარი ოჯახში არის განცდა იმისა, რომ კეთილდღეობა შეიძლება შემოვიდეს მათ ოჯახებშიც... და ჩვენ ათიათასობით მოქალაქეს ვეუბნებით ამ ქვეყანაში, რომ შენ წელიწადში ერთხელაც რომ განიცადო... Читать дальше...

გიგი უგულავა: ვეთანხმები ივანიშვილს- ეშმაკი ყოფს! მთავარი ეშმაკი კი თავადაა

Radiotavisupleba.ge 

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა ბიძინა ივანიშვილის ღის წერილს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ეხმაურება და წერს, რომ ივანიშვილმა თავად დაყო ქვეყანა ღვარძლით, ბოღმით და შურისძიებით. გიგი უგულავა წერს, რომ ივანიშვილმა თავად გააჩინა ამოუვსები ნაპრალები საზოგადოებაში. და რომ მთავარი ეშმაკის ფეხი თავადაა: „ვეთანხმები ივანიშვილს, რომ „ქვეყანა ეკონომიკურ კოლაფსშია". ძლივს აღიარა! მაგრამ ჰოი საოცრებავ - ყველა მთავრობის ბრალია ეს და ყველაზე ნაკლებად თურმე ამ ბედოვლათების, ვინც ბოლო 7 წელია მართავს ქვეყანას. Читать дальше...

მოსკოვის სასამართლომ შინაპატიმრობიდან გაათავისუფლა კირილ სერებრენიკოვი

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება რეჟისორ კირილ სერებრენიკოვისა და მასთან ერთად თაღლითობაში ბრალდებული ორი პირის შინაპატიმრობდან გათავისუფლების შესახებ. მათ მოსკოვიდან გაუსვლელობა შეუფარდეს. ამ საქმეში მეოთხე განსასჯელს, ალექსეი მალობროდსკის, უკვე აკრძალული აქვს მოსკოვის დატოვება.  მათ ასამართლებენ გაფლანგვის ბრალდებით, რომელსაც თავად განსასჯელები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.  სერებრენიკოვი 2017 წლის აგვისტოში დააპატიმრეს, რასაც მოჰყვა საერთაშორისო კრიტიკა და განცხადებები, რომ... Читать дальше...

თურქეთის პრეზიდენტი მოსკოვში ხვდება რუს კოლეგას

Radiotavisupleba.ge 

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი 8 აპრილს მოსკოვში ხვდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. შეხვედრა იმართება რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც ვაშინგტონსა და ანკარას შორის გამწვავდა უთანხმოება სირიაში თურქეთის სავარაუდო გეგმებისა და რუსეთისაგან ანტისარაკეტო სისტემების ყიდვის გარშემო. თურქეთი ნატოს წევრია და რუსეთთან მის ურთიერთობაში, ისტორიულად, დაძაბულობა ჭარბობდა. მაგრამ მოსკოვმა და ანკარამ ძლიერი ეკონომიკური კავშირი დაამყარეს, ხოლო ბოლო წლებში კიდევ უფრო დაახლოვდნენ მაშინ, როცა ვაშინგტონთან... Читать дальше...

თეა წულუკიანმა ჯეკ შეფერდის ექსტრადიციის ბრძანება გამოსცა

Radiotavisupleba.ge 

ჯეკ შეფერდის ექსტრადიციის ბრძანება მზადაა - იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დოკუმენტს ხელი 2019 წლის 8 აპრილს მოაწერა.  ამ ბრძანებით დაკმაყოფილდა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე ჯეკ სებასტიან შეფერდის ექსტრადიციის თაობაზე. ჯერ შეფერდის ექსტრადიციის შუამდგომლობა, ცოტა ხნით ადრე, თბილისის საქალაქო სასამართლომაც დააკმაყოფილა. იუსტიციის მინისტრის  ბრძანებაში მითითებულია,  შეფერდის... Читать дальше...

"ქართული ოცნების" წევრებისთვის პარტიის თავმჯდომარის წერილი პატრიოტული და სიღრმისეულია

Radiotavisupleba.ge 

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ პატრიოტიზმით სავსე სიღრმისეულ ანალიზად შეაფასა პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი 1989 წლის 9 აპრილის და მის შემდგომ განვითარებული მოვლენების შესახებ. „9 აპრილი არის ფუნდამენტი და წინაპირობა, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის სიმბოლო და თუ რა შეუძლია სამშობლოს სიყვარულით გაერთიანებულ ერს. ვფიქრობ, ეს გზავნილი არის ძალიან მკაფიოდ მოცემული ამ წერილში“ - უთხრა ჟურნალისტებს თალაკვაძემ. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებას... Читать дальше...

აშშ ლიბიელ სამხედრო მეთაურს მოუწოდებს, შეაჩეროს იერიში ტრიპოლიზე

Radiotavisupleba.ge 

აშშ გამოთქვამს „ღრმა შეშფოთებას“ ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლისთან მიმდინარე ბრძოლის გამო და მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეწყდეს იერიში, რომელსაც უძღვება რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სამხედრო მეთაური, ხალიფა ჰაფტარი. ის სათავეში უდგას თვითგამოცხადებულ „ლიბიის ეროვნულ არმიას“. ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობის განცხადებით, 7 აპრილს სამხრეთ ტრიპოლიში ბრძოლის შედეგად დაიღუპა შვიდი და დაიჭრა 23 ადამიანი. გაერო მხარს უჭერს ეროვნული თანხმობის მთავრობას.  ასევე 7 აპრილს ჰაფტარის რაზმებმა გამოაცხადეს, რომ საჰაერო ირიში მოაწყეს ტრიპოლის აეროპორტთან. Читать дальше...


Музыкальные новости
VK Fest

В Красноярске появились фейковая реклама VK Fest с Бастой





Rss.plus
Россия

Почта России выпустила марку в честь 225-летия со дня рождения А.С. Пушкина




Бастрыкин затребовал доклад об исчезновении девушки в Новосибирске 15 лет назад

Снежный барс над головой: в Московском зоопарке ...

Компания MR Group стала партнером проекта «РБК Визионеры» о людях, меняющих мир

Мутко заявил о рисках на рынке новостроек в 2026-2027 годах




ჭიაბერაშვილი: ივანიშვილის წერილი საარჩევნო პერიოდზე გათვლილი ფარისევლობაა

Radiotavisupleba.ge 

პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრის, პარლამენტის დეპუტატის, ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი წინასაარჩევნო ფარისევლობაა. „ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდმა დაანახა ყველას, რომ ამ ადამიანს არანაირი განცდა და მგრძნობელობა იმისა, თუ ან რაში ცხოვრობდა ქართველო ხალხი, ან როგორ ცხოვრობს დღეს, არა აქვს და ყველა მისი სენტიმენტი გამოწვეულია ძალიან მკაცრი საარჩევნო კალკულაციით, რომ ეხლა სჭირდება ვიღაცის გულის მოგება“ - უთხრა ჟურნალისტებს ჭიაბერაშვილმა. Читать дальше...

პოროშენკო ემხრობა პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის დებატის გეგმაზე უფრო ადრე, 14 აპრილს ჩატარებას

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო გამოდის მოწოდებით, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გეგმაზე უფრო ადრე, 14 აპრილს გაიმართოს მისი და ვლადიმირ ზელენსკის საჯარო დებატი. ამის შესახებ პოროშენკომ 7 აპრილს ტელეინტერვიუში განაცხადა. ამჟამინდელი გეგმით, პრეზიდენტობის ორი კანდიდატის დებატი კიევში ოლიმპიურ სტადიონზე უნდა გაიმართოს 19 აპრილს - არჩევნების მეორე ტურამდე ორი დღით ადრე. ხოლო 20 აპრილი, ანუ არჩევნების წინა დღე უკრაინაში „დუმილის დღეა“, რაც ნიშნავს, რომ წყდება წინასაარჩევნო კამპანია. Читать дальше...

გოცირიძე: ივანიშვილის წერილის შინაარსია ის, რომ საქართველო კიდევ უნდა დაელოდოს

Radiotavisupleba.ge 

„ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის, რომან გოცირიძის შეფასებით, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ღია წერილის მთავარი შინაარსი ის არის, რომ საქართველო უნდა დაელოდოს „მის მიერ რაღაც განსახორციელებელ საქმეებს.“ „შვიდი წელი ხომ გველოდეთ ამ სიღატაკეში და უსამართლობაში, კიდევ 2030-მდე დაგველოდეთ, ვინაიდან თურმე, წინააღმდეგობა და ქვეყანაში ჯანსაღი კონკურენცია იწვევს უბედურებას, ქაოსს“ - უთხრა ჟურნალისტებს გოცირიძემ. მისივე თქმით, თურმე, ყველა ადამიანს, მათ შორის მასაც... Читать дальше...

"ერთ ბენეფიციარსაც თუ დაეხმარები, შენ ცვლი სამყაროს"

Radiotavisupleba.ge 

8 აპრილს სოციალურმა მუშაკებმა თავიანთი დამოუკიდებელი პროფკავშირის - „სოციალურ მუშაკთა გაერთიანების“ - დამფუძნებელი საერთო კრების ოქმი და წესდება რეგისტრაციისთვის იუსტიციის სახლში მიიტანეს. სოციალურ მუშაკთა გაფიცვა, რომელიც 25 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით გაგრძელდა, დასრულდა იმით, რომ საქართველოს პარლამენტი წევრთა ნაწილმა გამოთქვა მზადყოფნა შეასრულოს მედიატორის როლი დამსაქმებელს - სოციალური მომსახურების სააგენტოსა და დასაქმებულებს - სოციალურ მუშაკებს შორის. სოციალური მუშაკი, სოფო ხვთისიაშვილი „დილის საუბრებში“... Читать дальше...

პაკისტანელი მინისტრის განცხადებით, ინდოეთი სამხედრო დარტყმისათვის ემზადება

Radiotavisupleba.ge 

პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრის, მაჰმუდ ყურეშის განცხადებით, მის ხელშია „სარწმუნო სადაზვერვო ინფორმაცია“, რომ პაკისტანს ამ თვეში თავს დაესხმება ინდოეთი. ყურეში როგორც აღნიშნავს, საფრთხის შესახებ ისლამაბადმა უკვე აცნობა გაეროს. მან 7 აპრილს სამხრეთ პაკისტანის ქალაქ მულტანში თქვა, რომ თავდასხმა შესაძლოა მოეწყოს 16 და 20 აპრილს შორის. ყურეშის არ დაუკონკრეტებია, რა ცნობები მიუთითებს ინდოეთის სავარაუდო თავდასხმაზე. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი იმრან ხანი დათანხმდა ინფორმაციის გასაჯაროვებას. მაგრამ... Читать дальше...

ზაზა ოქუაშვილის "ომეგა ჯგუფი" აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობას დავა სტოკჰოლმში მოუგო

Radiotavisupleba.ge 

სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ შეაჩერა ქართული სასამართლოს მიერ მიღებული, ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება - ამის შესახებ „ომეგა ჯგუფი“ იუწყება. მისი ინფორმაციით, საქმე ეხება 2019 წლის 22 თებერვალს აღსრულების ეროვნული ბიუროდან მიღებულ წერილს, რომლის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე აუქციონზე გაიყიდებოდა „ომეგა ჯგუფში“ შემავალი „ოჯთ“-ის (Omega Group Tobacco) მთელი ქონება. კომპანიის ცნობითვე, 22 მარტს, “ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა... Читать дальше...



Москва

В Москве прошла Премия-практикум «Харизма Года»


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин рассказал об обновлении велотрека в Крылатском



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Юрий Лоза

Юрий Лоза оценил предложение ввести в России дресс-код для артистов




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

В Швейцарии завершился чемпионат Европы по спортивной и фитнес-аэробике

Поражения Шубенкова и Савлукова, осечка Кнороз и двойной триумф Макаренко: чем запомнился «Мемориал Знаменских»

Сергей и Ангелина Минаевы из Брянска завоевали серебро Кубка «НИКА 2024»


WTA

Ига Свёнтек одержала 40 побед над теннисистками из топ-10 рейтинга WTA



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Game News

I tried to recreate Marvel's Iron Man in this movie studio sim, and my version was so bad my own father stormed out of the theater



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России