"პანორამა თბილისის" ერთ-ერთ ობიექტზე მუშების დაშავების გამო მშენებლობა შეჩერდა
„პანორამა თბილისის“ პროექტის ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე სამი მუშის დაშავების გამო სამუშაოები შეჩერდა. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია მოკვლევის პროცესში აღმოჩენილი გარკვეული ხარვეზების გამო. ფერაძის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე გამოკითხეს შემთხვევის მოწმე პირები, ადგილი დათვალიერდა და დღეიდან ინსპექტირება დაიწყება. „უნდა გამოვიკვლიოთ ყველა დეტალი, რომელიც დაკავშირებული იყო უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობების შექმნასთან. Читать дальше...