Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Май
2019

Новости за 21.05.2019

ჟურნალი "W" ლევან გელბახიანს კანი 2019-ის ტალანტებს შორის ასახელებს

Radiotavisupleba.ge 

ამერიკული ჟურნალი W, რომელიც კულტურასა და მოდაზე წერს, წლევანდელი კანის ფესტივალსაც ეხმიანება და მკითხველს კანი 2019-ის გამორჩეული ტალანტების სიას სთავაზობს. „ნახეთ კანი-2019-ის საინტერესო ტალანტები“, - წერს ჟურნალი და კინოს ისეთი ვარსკვლავების გვერდით,  როგორებიც არიან ადამ დრაივერი, ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ,  უილიამ დეფო,  ბილ მიურეი და სხვები,  ქართველი მსახიობის, ლევან გელბახიანის პორტრეტსაც აქვეყნებს. ლევან გელბახიანი მთავარი გმირია ქართულ-შვედური ფილმისა  "And Then We Danced", რომელიც კანის ფესტივალზე იყო ნომინირებული. Читать дальше...

სოხუმში ვითარება იძაბება

Radiotavisupleba.ge 

სოხუმში საპროტესტო მიტინგებს მართვას ადგილობრივი ოპოზიცია; გრძელდება სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციაც. ოპოზიცია 21 ივლისს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების ნოემბერში გადადებას მოითხოვს, რასაც პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა.

„მეორე ტურისათვის ჩვენ უფრო ორგანიზებულად დავირაზმებით“ – ლადო კახაძე მთაწმინდის ამომრჩეველს მიმართავს

News.ge 

მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატს ქართული ოცნებიდან არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების იმედი აქვს. ლადო კახაძემ ამომრჩევლებს საკუთარი დაპირებები კიდევ ერთხელ შეახსენა და განაცხადა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, არსებულ პრობლემების აღმოსაფხვრელად აქტიურად იმუშავებს. კახაძემ ამომრჩევლებს მეორე ტურში მხარდაჭერისკენ მოუწოდა. „მეორე ტურისთვის ჩვენ უფრო ორგანიზებულად დავირაზმებით და ის აღებული შედეგი იქნება გაორმაგებული, იქნება სასურველი შედეგი იმისათვის, რომ თქვენი წარმომადგენელი იგულოთ პარლამენტში. Читать дальше...



ზელენსკი აშშ-ს მადლობას უხდის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს მადლობა გადაუხადა წამყვანი როლისათვის, რომელსაც ეს ქვეყანა ასრულებს ძალისხმევაში უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. 20 მაისს პრეზიდენტად ინაუგურაციაზე აშშ-ის დელეგაციასთან შეხვედრისას, ზელენსკიმ აშშ-ს უწოდა უკრაინის „მძლავრი და ძალიან სერიოზული პარტნიორი, უწინარეს ყოვლისა, რუსეთის აგრესიის დასაძლევად“. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინა საკუთარი ძალებით ვერ შეძლებს დონბასსა და ყირიმში რუსეთის აგრესიასთან გამკლავებას: „ამიტომ თქვენი დახმარება გვჭირდება. Читать дальше...

სააკაშვილის პიროვნების კულტი - ოპოზიციის მთავარი მუხრუჭი

Radiotavisupleba.ge 

თუ ოპოზიციას მართლა უნდა, რომ მოიშოროს ის ოლიგარქიული, მორალურად დამამცირებელი რეჟიმი, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, ამისათვის საჭიროა, რომ მან ფუნდამენტურად გარდაქმნას საკუთარი თავი. ოპოზიცია უნდა გათავისუფლდეს მესიანიზმისა და პიროვნების კულტისგან.

ლადო კახაძე მთაწმინდელებს: მადლობა მხარდაჭერის და შეწუხებისთვის

Radiotavisupleba.ge 

მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატობისთვის მებრძოლი „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლადო კახაძე მთაწმინდელებს მადლობას უხდის და მოუწოდებს, მეორე ტურში დაირაზმნონ, რათა „გაორმაგებული“ შედეგი მიიღონ. „ჩემო ძვირფასო მთაწმინდელებო, მინდა მადლობის მერე, კიდევ ერთხელ შემოგთავაზოთ ბრძოლის ველზე გამოსვლა, ბრძოლისა, რომელიც წასაგებად არ არის, მოსაგებადაა და ეს მოგება სრულიად საქართველოს მკვიდრთ და მათი ღირსეული დედაქალაქის და დედაქალაქში გამორჩეული მთაწმინდის რაიონის მოსახლეობას საამაყოდ გექნებათ“. კახაძის განცხადებით... Читать дальше...

“არ შერჩება არც ერთ ადამიანს” – ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სპორტსმენების დაკავებაზე საუბრობს

News.ge 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ქართველი ფეხბურთელების დაკავებას, ლევან კობიაშვილის საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, ის გამოძიების დასრულებას არ დაელოდება და დაკავებული ფეხბურთელების წინააღმდეგ უმკაცრესი ზომები გატარდება. კობიაშვილი ამბობს, რომ პასუხისმგებლობა შესაძლოა კლუბებსაც დაეკისროს, ვინაიდან რამდენიმე კლუბი გაფრთხილებული იყო მათი ფეხბურთელების საეჭვო ქმედებაზე. კობიაშვილმა დააანონსა, რომ უახლოეს პერიოდში კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის გვარი დასახელდება... Читать дальше...

რომან გოცირიძე ლარის კურსის ვარდნას არჩევნების დასრულებას უკავშირებს

Radiotavisupleba.ge 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის რომან გოცირიძის შეფასებით, არჩევნებამდე ხელისუფლება ლარის კურსის „ხელოვნურად დაჭერას“ ცდილობდა. „მერამდენეჯერ მეორდება ერთი და იგივე სურათი. არჩევნების დამთავრებისთანავე ლარის კურსი მკვეთრად ეცემა, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ხელისუფლება, მთავრობა და ეროვნული ბანკი წინასწარ, წინასაარჩევნოდ ყველა მეთოდით ცდილობენ, მათ შორის ბანკებზე ზემოქმედების გზით ლარის კურსის ხელოვნურად დაჭერას“ - განაცხადა რომან გიცირიძემ. მისივე თქმით, „სასწრაფოდ უნდა გადაიხედოს ქვეყნის ბიუჯეტი... Читать дальше...



არსებობს ყველაზე კარგი კვლევა და ამ კვლევას ჰქვია არჩევნები” – მამუკა მდინარაძე NDI-ის კვლევებს უნდობლობას უცხადებს

News.ge 

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე NDI-ის მიერ ჩატარებულ კვლევებს აკრიტიკებს და უნდობლობას უცხადებს. მდინარაძის თქმით, მოსახლეობის განწყობის ყველაზე კარგი მაჩვენებელი არჩევნები და მასზე დაფიქსირებული შედეგებია. ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე კვლევების დაბალ  მაჩვენებელს იმ ორგანიზაციას უკავშირებს, რომელმაც ქვეყანაში მოსახლეობის განწყობასთან დაკავშირებით გამოკითხვა ჩაატარა. მმართველი გუნდის წევრების თქმით, NDI-ის კვლევას საქართველოში ის ორგანიზაცია ატარებს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ატარებს. Читать дальше...

კახა კალაძე: ვისურვებდი, ყველა მინისტრი ჩემზე მაღალი რეიტინგის იყოს

Radiotavisupleba.ge 

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ NDI-ს კვლევის პოლიტიკურ ნაწილს არ ენდობა და მას ამის საფუძველი აქვს, რადგან „წლების განმავლობაში NDI ამ კვლევებით ყოველთვის მანიპულირებდა და აცდენილი იყო რეალურ შედეგებს": „შეგიძლიათ ნახოთ, რა შედეგები იდებოდა წინასაარჩევნოდ და რა შედეგებით სრულდებოდა ხოლმე არჩევნები. როცა კვლევას ატარებ, ცდომილება შეიძლება იყოს 2-3 პროცენტი, მაგრამ 15, 20, 30-პროცენტიანი ცდომილებებია, რაც სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს“, - განაცხადა კალაძემ - „თქვენ თუ გინდათ მათქმევინოთ... Читать дальше...

გაქრა ივანიშვილისადმი ჭარბი ნდობა, ხელისუფლება გაკოტრებულია – ოპოზიცია NDI-ის კვლევას აფასებს

News.ge 

საპარლამენტო ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ ის, რითიც ბიძინა ივანიშვილი ამაყობდა, „საზოგადოების ჭარბი ნდობა“, გამქრალია. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ივანიშვილის დაღმასვლა თვალსაჩინოა. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის რომან გოცირიძის თქმით, NDI-ის ბოლო კვლევა აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება გაკოტრებულია. „გაქრა მისი ჭარბი ნდობა. მასზე არაპოპულარული პოლიტიკოსი დღეს საქართველოში არ არსებობს. როდესაც ამ გამოკითხვით ხდება მიხეილ სააკაშვილის რეიტინგის აღმასვლა, პირდაპირ მიმდინარეობს... Читать дальше...

ჩეჩენი აქტივისტი ოიუბ ტიტიევი ითხოვს ციხიდან პირობით ვადამდე გათავისუფლებას

Radiotavisupleba.ge 

დაპატიმრებული ჩეჩენი უფლებადამცველი იოუბ ტიტიევი ითხოვს ციხიდან პირობით ვადამდე გათავისუფლებას. ტიტიევს, რომელიც უფლებადამცველ ორგანიზაცია „მემორიალის“ გროზნოს განყოფილების ხელმძღვანელია, წელს 18 მარტს მიუსაჯეს ოთხი წლით პატიმრობა ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით. „მემორიალის“ განცხადებით, ამასობაში, ტიტიევმა მოიხადა პატიმრობის ვადის მესამედი, რის გამოც შეუძლია ითხოვოს პირობით ვადამდე გათავისუფლება. შალის საქალაქო სასამართლოს 15 მაისს მიმართეს შესაბამისი შუამავლობით. დაცვის მხარე აღნიშნავს,... Читать дальше...

ზურაბ ჯაფარიძე: „გირჩის“ მხარდამჭერები ცხვრები არ არიან, დაგველაპარაკეთ, თუ ხმები გინდათ

Radiotavisupleba.ge 

„თუ ხმები გინდათ, უნდა დაიწყოთ თხოვნით, არსებობს ასეთი ზმნა ქართულში - თხოვნა. „ახლა დროზე აასხით „გირჩმა“  საარჩევნო ხმები და დროზე შემოხაზეთ ჩვენი კანდიდატი, თორემ "ქოცებს" დაგიძახებთო, ეს თხოვნა არ არის. ეგ არის მორალური დამუნათება, რაც შესაძლოა, თქვენს აქტივისტებზე მოქმედებს, მაგრამ „გირჩში“ ეგეთი დამუნათება მაგრად გვკიდია“, - ამ სიტყვებით მიმართა პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ „ევროპული საქართველოსა და თავისუფალი დემოკრატების“ საარჩევნო ბლოკის ამომრჩევლებს.  "გირჩის" ლიდერის სიტყვებით... Читать дальше...

საქართველოს პრეზიდენტი შუალედურ არჩევნებს დემოკრატიულად აფასებს

News.ge 

საქართველოს პრეზიდენტი, 2019 წლის 19 მაისის, შუალედურ არჩევნებს დემოკრატიულად აფასებს. ამის შესახებ განცხადება, პრეზიდენტის პრესსპიკერმა გააკეთა. ხატია მოისწრაფიშვილის თქმით, შუალედური არჩევნები იყო ლეგიტიმური და დემოკრატიული. მისივე განცხადებით, პრეზიდენტს მიაჩნია, რომ დარღვევებზე, რომელიც საარჩევნო პროცესისას გამოვლინდა, რეაგირება დროულად უნდა მოხდეს. „საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, შუალედური არჩევნები საქართველოში შედგა. საარჩევნო გარემო იყო საკმაოდ მშვიდობიანი და დემოკრატიული. მისივე აზრით... Читать дальше...

კობა გვენეტაძე: ინფლაცია საქართველოში მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოსაა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვალუტის გაცვლითი კურსის მოკლევადიან რყევაზე განმარტებას არ აკეთებს. „გაცვლით კურსთან დაკავშირებით როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მოკლევადიან პერიოდში არსებულ რყევებზე, როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ასევე ცენტრალური ბანკები არ აკეთებენ განმარტებას, რადგან ეს შეუძლებელია, რადგანაც ლარზე და გაცვლით კურსზე ზოგადად, კომპლექსურად მოქმედებს სხვადასხვა ფაქტორი” - განაცხადა კობა გვენეტაძემ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტებით, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, თუ რა ხდება ინფლაციასთან დაკავშირებით. Читать дальше...

„კომერსანტის“ ჟურნალისტები ღია წერილში აღნიშნავენ, რომ რუსეთი „იმსახურებს სიტყვის თავისუფლებას“

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ერთ-ერთ წამყვან გაზეთ „კომერსანტის“ 180-ზე მეტი ჟურნალისტი ხელს აწერს ღია წერილს, რომელშიც აღნიშნავს, რომ ქვეყანა „იმსახურებს სიტყვის თავისუფლებას“. ეს ნაბიჯი ერთ დღეში მოჰყვა 10-მდე ჟურნალისტის გადაწყვეტილებას, დაეტოვებინა „კომერსანტი“, რითაც სოლიდარობა გამოუცხადა ორ კოლეგას, რომელიც სამსახურიდან დაითხოვეს რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის ხელმძღვანელობის სავარაუდო შეცვლის შესახებ სტატიის გამო. ორი ჟურნალისტის მოხსნა, ცნობების თანახმად, აქციონერებმა მოითხოვეს. სტატიაში ნათქვამი იყო, რომ... Читать дальше...

ერთ-ერთი განმაპირობებელი თურქეთის ფაქტორიც არის” – ფინანსთა მინისტრი ლარის კურსის გაუფასურებაზე

News.ge 

ლარის კურსის რეკორდულ გაუფასურებას ფინანსთა მინისტრი საგარეო ფაქტორებით ხსნის. ივანე მაჭავარიანი ეროვნული ვალუტის ვარდნის ერთ-ერთ მიზეზად თურქეთის ფაქტორს ასახელებს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია დედოლარიზაციის პროცესი, რადგან მოსახლეობა ნაკლებად იყოს დამოკიდებული დოლარზე. მიუხედავად ლარის კურსის გაუფასურების ანტირეკორდისა, ივანე მაჭავარიანი ამბობს, რომ ინფლაციის მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია. „ერთ-ერთი განმაპირობებელი თურქეთის ფაქტორიც არის. უკვე ერთ წელზე მეტია დედოლარიზაციაზე ვსაუბრობთ, რომ ...

მთავრობა ანაკლიის პორტის ინვესტორების კომერციული რისკების დაზღვევას არ აპირებს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს მთავრობაში ანაკლიის პორტის ინვესტორებთან მოლაპარაკების ყველაზე რთულ საკითხად ასახელებენ კომერციული რისკების დაზღვევას.  საქართველოს ფინანსთა სამინისტროში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის,“ ანაკლიის პორტის ინვესტორი საერთაშორისო ინსტიტუტების და მთავრობის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა თქვა, რომ სახელმწიფოს არ შეუძლია ინვესტორის კომერციული რისკების დაზღვევა. „მთავარი და შეთანხმება ჩვენ შორის რაზეც არის მიღწეული სამივე მხარეს შორის არის ის... Читать дальше...

ვისურვებდი, ყველა მინისტრი იყოს ჩემზე მაღლა რეიტინგის თვალსაზრისით” – კალაძე NDI-ის კვლევას აფასებს

News.ge 

დედაქალაქის მერი დარწმუნებულია, რომ მისი თანაგუნდელები, რომლებსაც NDI-ს კვლევის მიხედვით დაბალი რეიტინი აქვთ მისი მაღალი რეიტინგით იამაყებენ. NDI-ის კვლევის თანახმად გამოკითხულთა 40% კახა კალაძეს დადებითად აფასებს. დედაქალაქის მერი და მმართველი პარტიის გენერალური მდივანი ამბობს, რომ ის მოსახლეობის კეთილგანწყობას ყოველდღიურად გრძნობს და ისურვებდა, მის თანაგუნდელებს მასზე მაღალი რეიტინგი ჰქონდეთ. „ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე ყოველდღიურ რეჟიმში მაქვს შეხვედრა ...


Музыкальные новости
Сергей Шнуров

Стас Михайлов объяснил, почему никогда не выйдет на сцену со Шнуровым





Rss.plus
Владимир Потанин

Глава Банка России: "Рынку ЦФА нужна возможность покупки через одно окно"




Команды руководства Москвы примут участие в турнире по тэг-регби в Суздале

Четверо детей-сирот из Солнечногорска получили жилищные сертификаты

В Уфу прибыла Казанская икона Божьей матери - сюжет "Вестей"

О важности решения об индексации пенсий работающим пенсионерам




მოსკოვში დააკავეს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისთან დაახლოებული პირი

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვში დააკავეს ოპოზიციონერი აქტივისტი ლეონიდ ვოლკოვი, პოლიტიკოს ალექსეი ნავალნის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ პროექტების მენეჯერი. ვოლკოვმა 21 მაისს ტვიტერში დაწერა, რომ მოსკოვში პოლიციელებმა მანქანა გააჩერებინეს და „უცნაური შეკითხვები“ დაუსვეს. შემდეგ ის დააკავეს. აქტივისტი ავრცელებს ცნობას, რომ მას წაუყენეს საჯარო შეკრების ჩატარების წესების განმეორებით დარღვევის ბრალდება, რაც უკავშირდება სექტემბერში გამართულ დემონსტრაციებს.  რუსეთში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ვოლკოვი ხელმძღვანელობდა ალექსეი ნავალნის საარჩევნო შტაბს. Читать дальше...

ფინანსთა მინისტრი ლარის გაუფასურებას საგარეო ფაქტორებით ხსნის

Radiotavisupleba.ge 

დღეს, ეროვნული ვალუტის, ლარის კურსი ამერიკულ დოლართან მიმართებით ერთბაშად გაუფასურდა სულ მცირე სამი თეთრით და 2.77-დან 2.80-მდე მერყეობს ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში. კომერციულ ბანკებში ამერიკული დოლარის ფასი 2 ლარს და 80 თეთრს აჭარბებს. საქართველოს ეროვნული ბანკის ამ დროისთვის მოქმედი კურსი 2.7470-ია. 22 მაისისთვის ოფიციალურ კურსს ეროვნული ბანკი საღამოს 5 საათისთვის დაადგენს.  საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლარის კურსის ვარდნას საგარეო ფაქტორებით ხსნის. „ერთ-ერთი განმაპირობებელი თურქეთის ფაქტორია“ - უთხრა ჟურნალისტებს ივანე მაჭავარიანმა. Читать дальше...

ანეტ მიქელაძე, სანდრო ნატრიაშვილი და ნიკო "სატახტოთა თამაშებს" ემშვიდობებიან

Radiotavisupleba.ge 

სანდრო და ანეტი, კიდევ რამდენიმე ადამიანთან ერთად, საქართველოში GOT-ის საუკეთესო ექსპერტებად ითვლებიან. რა მოეწონათ, რა - არა, და საბოლოო ვერდიქტი როგორია? აი, მაგეებს განვიხილავთ.

საბოლოო ჯამში ლარის კურსის სტაბილურობა იქნება შენარჩუნებული

News.ge 

ეს არ არის კარგი – ეს განცხადება, პარლამენტის თავმჯდომარემ ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან დაკავშირებით გააკეთა. ირაკლი კობახიძის თქმით, ეროვნული ბანკისა და მთავრობისგან ლარის გაუფასურების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღებაა საჭირო. პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ საბოლოო ჯამში ლარის კურსი დასტაბილურდება. „დამატებითი ინფორმაციის მიღება დაგვჭირდება საქართველოს ეროვნული ბანკისა და მთავრობისგან, რის შემდეგაც შეიძლება კონკრეტული კომენტარის გაკეთება. დარწმუნებული ვარ, რომ ...

ტოჩინოშინს ერთი ქულა სჭირდება ოძეკის წოდების დასაბრუნებლად

Radiotavisupleba.ge 

მაისის ნაცუ ბაშოზე ათი ტურის შემდეგ, ლევან გორგაძის ანგარიშზე ცხრა ქულაა. მეცხრე გამარჯვება ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ქართველმა რიკიშიმ დღეს მოიპოვა იაპონელ კომუსუბი მიტაკეუმისთან და მიმდინარე სუპერტურნირზე თავისი უმთავრესი ამოცანის შესასრულებლად ერთადერთი მოგება სჭირდება. თუ ლევანი დარჩენილი ხუთი ბრძოლიდან ერთს მაინც მოიგებს, მომდევნო ბაშოზე დოჰიოზე ისევ ოძეკის რანგში ავა. მაისის ბაშოს ტოჩინოშინი სეკივაკეს წოდებით ატარებს და არა მარტო ოძეკის ტიტულისთვის, არამედ შეჯიბრების უმთავრესი ჯილდოსთვის - „იმპერატორის თასისთვისაც“ იბრძვის. Читать дальше...

NDI: ანაკლიის პროექტი და TBC ბანკის საქმე უმრავლესობას სმენია

Radiotavisupleba.ge 

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ანაკლიის პორტის პროექტის შესახებ რესპონდენტთა 76%-ს სმენია. უარყოფითი პასუხი აქვს გამოკითხულთა 21%-ს. მათ, ვისაც ანაკლიის პორტის შესახებ სმენია, დაუსვეს კიდევ ერთი შეკითხვა - „თქვენი აზრით ეს პროექტი საქართველოსთვის სარგებლის მომტანი იქნება?“. ამ შეკითხვაზე პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: 85% - იქნება სარგებლის მომტანი; 4% - არ იქნება სარგებლის მომტანი; 11% - არ ვიცი. იმის შესახებ, რომ TBC ბანკის დამფუძნებლებს... Читать дальше...



Москва

Парадоксы двойного стандарта


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Сергей Собянин. Главное за день



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Концерт

Концерт к юбилею Анжелики Варум прошел в Институте культуры в Химках




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Спортсменки из Пскова привезли два «серебра» с соревнований по джампинг-фитнесу в Москве

4 спортивных фестиваля Москвы, которые нельзя пропустить этим летом

12 июня в Оренбуржье пройдут мероприятия, посвященные Дню России


ATP

Рейтинг ATP. Синнер стал №1, Алькарас – №2, Циципас выпал из топ-10, Хачанов – из топ-20, Котов обновил личный рекорд



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России