Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Июль
2019

Новости за 05.07.2019

სიტუაციები უნდა ადუღებულიყო ბათუმში, ზუგდიდში – ოხანაშვილი ამტკიცებს, რომ ოპოზიცია რევოლუციას გეგმავდა

News.ge 

„ქართული ოცნება“ ოპონენტებზე თავდასხმას ახალი ბრალდებებით აგრძელებს და სახელმწიფო გადატრიალების საკუთარ ვერსიაზე საუბრობს. შეთქმულების ახალ სცენარზე არა რომელიმე საგამოძიებო უწყება, არამედ უმრავლესობის ლიდერები საუბრობენ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ ვითარება არამხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც აირეოდა. ოხანაშვილი ამტკიცებს, რომ რევოლუციური სცენარის განვითარებისთვის ოპოზიცია დიდი ხნით ადრე ემზადებოდა. “ყველამ ვიცით რა მოწოდებები კეთდებოდა, მათ შორის რეგიონების დონეზე. Читать дальше...

“ქართული ოცნების” დაკვეთა რუსულ თხრობას და რუსულ გზავნილებს პირდაპირ ემთხვევა

News.ge 

„ქართული ოცნების დაკვეთა რუსულ თხრობას და რუსულ გზავნილებს პირდაპირ ემთხვევა,“ – ეს განცხადება, პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრმა, ელენე ხოშტარიამ მმართველი გუნდის მიერ დადგენილების პროექტის დარეგისტრირების შეფასებისას გააკეთა. საქმე ეხება, “ქართული ოცნების” დეპუტატების მიერ 20 ივნისის დარბევის შემდეგ დადგენილების პროექტის შემუშავებას, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს  კონსტიტუციური  წესწყობილების  დაცვა  და  პატივისცემა საქართველოს ხელისუფლებისა და საქართველოს თითოეული ...

არანაირი შორს მიმავალი გეგმები არ არსებობდა, ეს არის ოპოზიციის შევიწროების მცდელობა – ოპოზიცია ბრალდებებს სისულელეს უწოდებს

News.ge 

“ეს არის ჭიკაიძის საბურავებზე უფრო დიდი სისულელე,” – აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე მმართველი გუნდის ბრალდებებზე საპასუხოდ. გოცირიძე ამბობს, რომ 20 ივნისს არანაირი გადატრიალება და რევოლუციური სცენარი არ იგეგმებოდა. მისი თქმით, ეს იყო პოლიტიკური განაცხადი ადამიანებისა, რომლებსაც არ უნდოდათ ამ დარბაზში ეხილათ პარლამენტის თავმჯდომარე იმ სავარძელში, რომელიც სერგეი გავრილოვს დაუთმო. სალომე სამადაშვილის განცხადებით კი ...



რამდენიმე პროტესტი მინისტრის (და მოადგილის) ცხოვრებიდან

Radiotavisupleba.ge 

2019 წლის 5 ივლისს მიხეილ გიორგაძე გადადგა. „მეგობრებო, მსურს ჩემთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ გაცნობოთ“, - ასე დაიწყო განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ საკუთარი ფეისბუკპოსტი, რომლითაც მან საზოგადოებას თანამდებობიდან წასვლა ამცნო. გიორგაძე კერძო სექტორში ბრუნდება. თან ამბობს, რომ „გუნდის ერთგულ წევრად დარჩება“. ერთ-ერთი პირველი, ვინც მის თანამდებობიდან წასვლას საჯაროდ გამოეხმაურა, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი... Читать дальше...

რუსი პრანკერი ლექსუსი: არ შემინიშნავს აგრესიული რუსოფობია

Radiotavisupleba.ge 

რუსი პრანკერი ლექსუსი - რომელიც ურეკავს პოპ ვარსკვლავებს, საჯარო პირებს, პრეზიდენტებსაც, თავს სხვა ადამიანად აჩვენებს და უხერხულ სიტუაციებში აგდებს - საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებზე რამდენიმე დღეა დადის. ამბობს, რომ დემონსტრანტებს ესაუბრება, აგრესიულ რუსოფობიას ვერ გრძნობს და გამორიცხული არ არის, რომ საქართველოზე ახალი პრანკიც გაითამაშოს.  როგორც რუსეთის დამოუკიდებელი მედია წერს, ლექსუსის, იგივე ალექსეი სტოლიაროვის საქმიანობა, "რატომღაც" მუდმივად ემსახურება რუსეთის ხელისუფლების ინტერესებს. Читать дальше...

თიკო ბერძენიშვილი: ბაჩო ქაჯაიას მონოლოგი არ ეწინააღმდეგება საზმაუს სარედაქციო პოლიტიკას

Radiotavisupleba.ge 

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემის „ღამის შოუ პირველზე“ წამყვანმა ბაჩო ქაჯაიამ 4 ივლისის გადაცემის მონოლოგში ტელემაყურებელს მიმართა და განაცხადა, რომ შემოქმედებით ჯგუფთან ერთად უერთდება სამოქალაქო საზოგადოების სამართლიან პროტესტს და აღშფოთებას გამოხატავს აქციის დაშლის ფორმებზე. „მე და ჩემი შემოქმედებითი ჯგუფი ვუერთდებით იმ სამართლიან პროტესტს, რომელიც გამოიწვია 20 ივნისს პარლამენტში რუსი ოკუპანტების მისვლამ. ასევე, მინდა გამოვხატო ჩვენი აღშფოთება, რა ფორმითაც მოხდა იმავე საღამოს აქციის დაშლა.... Читать дальше...

უგულავას, ოქრუაშვილის და ბარამიძის გამოკითხვაზე – რა შუაშია პოლიტიკური დევნა?

News.ge 

თუ არის კონკრეტული კითხვები ამა თუ იმ ადამიანთან ან პოლიტიკოსთან, კანონის ფარგლებში ყველამ უნდა გასცეს პასუხი, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც საგამოძებო უწყებაში ოპოზიციის წევრების – გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის და გია ბარამიძის დაბარების საკითხს გამოეხმაურა. მისი თქმით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ამ შემთხევაში პოლიტიკურ დევნაზე საუბარი არაფერ შუაშია. „თუ ჩვეულებრივ, ...

აქცია „დავიცვათ , რაც ჩვენია“

Radiotavisupleba.ge 

14 ივლისს ბუნების დამცველები დიღმის ტყე-პარკში საპროტესტო აქციას გეგმავენ. გიორგი გვახარიას სტუმარია აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, „ახალგაზრდა მწვანეების“ წევრი გიორგი ფცქიალაძე. გადაცემაში „საუბარი თავისუფლებაზე“ იგი აღნიშნავს, რომ 2019 წლის მარტში საკრებულომ, ახალი გენერალური გეგმის მიხედვით, დიღმის ტყე-პარკში 1300 კვ/მ ტერიტორიას მიანიჭა საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის სტატუსი და მშენებლობის ნებართვა გასცა კომპანია „ანაგზე“. გიორგი ფცქიალაძის თქმით, დაგეგმილი მშენებლობა ტყე-პარკს რეალურად რესტორნად და სავაჭრო ცენტრად გადააქცევს. Читать дальше...



პრეზიდენტი ბათუმში: საქართველოში გაატარეთ თქვენი შვებულება

Radiotavisupleba.ge 

პრეზიდენტის ბათუმში ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, როგორც თავად განაცხადა, ტურიზმის მხარდაჭერა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან  ამ სფეროს გამოწვევებზე საუბარი იყო. 5 ივლისს სალომე ზურაბიშვილი დახურულ კარს მიღმა შეხვდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძესა და აჭარის რეგიონის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებს. ერთსაათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ, პრეზიდენტმა მოუწოდა  ყველას, რომ წლევანდელი შვებულება საქართველოში გაატარონ. „აჭარაში მზარდია ტურიზმი. თუმცა ვიცით, რომ  არის გარკვეული პრობლემები. Читать дальше...

ფრთხილად, დეზინფორმაცია!

Radiotavisupleba.ge 

ყალბი ინფორმაცია თუ მითები, ფოტო და ვიდეომანიპულაციები - სხვადასხვა სახის პროპაგანდა ყოველდღიურად ვრცელდება მედიაში, სოციალურ ქსელებში . როგორ უნდა ამოვიცნოთ ისინი, რა შეიძლება მათ დავუპირისპიროთ?

შამანი პუტინის „განსადევნად“ მოსკოვში ფეხით მიდის

Radiotavisupleba.ge 

იაკუტელი შამანი ალექსანდრე გაბიშევი, უკვე ოთხი თვეა, შორეული აღმოსავლეთის მაგისტრალს მიუყვება. ის 2021 წელს პუტინის „განდევნას“ აპირებს. მიიჩნევს, რომ პუტინი ბნელი ძალების პირმშოა და მხოლოდ შამანს შეუძლია გაუმკლავდეს მას. ორი ათას კილომეტრ გზაზე გაბიშევი ასობით მძღოლსესაუბრა, მისი „ქადაგების“ ვიდეოებმა მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. ქალაქ ჩიტაში ადგილობრივი ოპოზიცია მისთვის შეხვედრა-მიტინგის მოწყობას აპირებს.გამომცემლობა "Сибирь.Реалии"- ის კორესპონდენტმა შამანთან ერთად გაიარა რამდენიმე კილომეტრი და დარწმუნდა... Читать дальше...

,,112 -ის” ყოველთვიური გადასახადი საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო

Marshalpress.ge (მარშალ) 

საკონსტიტუციო სასამართლომ „112“-ის საფასური, რომელიც ყოველთვიურად ფიზიკური პირისთვის 0.20 ლარს, ხოლო იურიდიული პირისთვის, ორგანიზაციისთვის და დაწესებულებისთვის 0.50 ლარს შეადგენდა, არაკონსტიტუციურად სცნო. საკითხზე მოსარჩელე მხარე ლევან ალაფიშვილი და „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი – საქართველოს ადვოკატთა ჯგუფი“ იყო, რომელიც მიიჩნევდა, რომ აბონენტებისთვის „112“-ის მომსახურების საფასურის მისი ნების მიუხედავად დაკისრება საკუთრების უფლებას არღვევდა. ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში იღებს... Читать дальше...

თავისუფლების #კითხვები: პროპორციული არჩევნები დამწყებთათვის

Radiotavisupleba.ge 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება. რა შეიცვლება შემდეგ არჩევნებზე და რას გულისხმობს ნულოვანი ბარიერი, გაიგეთ თავისუფლების კითხვებში.

დავით გარეჯის საკითხზე ექსპერტთა დონეზე შეხვედრა გარკვეული პერიოდით გადაიწია, მაგრამ აუცილებლად შედგება

News.ge 

გარკვეული პერიოდით გადაიწია, მაგრამ აუცილებლად შედგება ექსპერტთა დონეზე შეხვედრა, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით განუცხადა. მისი ინფორმაციით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სადავო მონაკვეთებს ექსპერტთა ჯგუფი ადგილზე შეისწავლის, თუმცა მინისტრი ვერ აკონკრეტებს ზუსტ თარიღს, როდის მოხდება ეს. “ჩვენ მუდმივ კავშირში ვართ ჩვენს აზერბაიჯანელ პარტნიორებთან. ეს კონტაქტები არის ყოველდღიურ რეჟიმში. საორგანიზაციო ტექნიკური სამუშაოების... Читать дальше...

გერმანიაში პატიმრობა მიუსაჯეს ექსტრემისტულ დაჯგუფებასთან კავშირში ეჭვმიტანილ ქალს

Radiotavisupleba.ge 

გერმანიის ქალაქ შტუტგარტის სასამართლომ ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯა 32 წლის გერმანელ ქალს, რომელიც გამოძიებამ დამნაშავედ სცნო ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში.   გერმანიის კონფიდენციურობის დაცვის კანონმდებლობის თანახმად, მსჯავრდებული ქალი იდენტიფიცირებულია მხოლოდ როგორც საბინე ულრიკე ს. იგი სირიაში იმყოფებოდა 2013-2017 წლებში. ბრალდების თანახმად, სირიაში ჩასვლიდან მალევე გერმანელი ქალი ცოლად გაჰყვა ისლამისტ ექსტრემისტს, რომელთან ერთადაც იგი ცხოვრობდა დაჯგუფების მიერ მიტაცებულ სახლში და გაიარა სროლაში ვარჯიშის კურსი.

დავით კინწურაშვილი - დირიჟორი ჰანოვერში, შინ - უცხოეთში

Radiotavisupleba.ge 

როგორც დირიჟორს, ეროვნება არ მაქვს, - ასე ამბობს დავით კინწურაშვილი. - ახალგაზრდა ადამიანებს გეზი უნდა მივცეთ, ადამიანში კლასიკური მუსიკის სიყვარული უნდა გავაჩინოთ, ესაა, ალბათ, ჩვენი ამოცანაო. ორკესტრის თითოეული მუსიკოსი დამოუკიდებლად სოლისტია, თავისუფალი უნდა დარჩეს. მასთან ერთად თუ შევქმნი მუსიკას, ესაა მნიშვნელოვანი, - ამბობს დირიჟორი ავტორთან ბაასისას. ოქროპირ რუხაძე ოპერატორ ილია სამურგანიდისთან ერთად შეხვდა დირიჟორს ჰანოვერში.

დავით კინწურაშვილი - დირიჟორი

Radiotavisupleba.ge 

როგორც დირიჟორს, ეროვნება არ მაქვს, - ასე ამბობს დავით კინწურაშვილი. - ახალგაზრდა ადამიანებს გეზი უნდა მივცეთ, ადამიანში კლასიკური მუსიკის სიყვარული უნდა გავაჩინოთ, ესაა, ალბათ, ჩვენი ამოცანაო. ორკესტრის თითოეული მუსიკოსი დამოუკიდებლად სოლისტია, თავისუფალი უნდა დარჩეს. მასთან ერთად თუ შევქმნი მუსიკას, ესაა მნიშვნელოვანი, - ამბობს დირიჟორი ავტორთან ბაასისას. ოქროპირ რუხაძე ოპერატორ ილია სამურგანიდისთან ერთად შეხვდა დირიჟორს ჰანოვერში.

მიხეილ ბატიაშვილი: მიხეილ გიორგაძის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ

Radiotavisupleba.ge 

მიხეილ გიორგაძის გადაწყვეტილება - დატოვოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა, მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა შეაფასა. მისი თქმით, მიხეილ გიორგაძის გადაწყვეტილება პატივისცემას იმსახურებს, ხოლო კულტურის მიმართულებას რეფორმები და ახლებური მიდგომები ესაჭიროება. "მიშა გიორგაძემ დატოვა პირველი მოადგილის პოსტი და პატივი უნდა ვცეთ მის გადაწყვეტილებას, ის რჩება ჩვენი გუნდის წევრად და დარწმუნებული ვარ, ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს კერძო სექტორში, წარმატებებს ვუსურვებ მას! Читать дальше...

ვაშინგტონმა „მშვენიერი ინფორმაცია“ უწოდა ირანის სანავთობო ტანკერის დაკავებას

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის მიესალმა და „მშვენიერი ინფორმაცია“ უწოდა ბრიტანეთის საზღვაო ძალების მიერ ირანის სანავთობო ტანკერის დაკავებას გიბრალტარის სრუტეში. სამაგიეროდ თეირანმა დაგმო ეს ქმედება და მას უწოდა ხომალდის „უკანონო შეპყრობა.“   გიბრალტარის, ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიის, მთავრობის ინფორმაციით, ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების ჯგუფმა 4 ივლისს, დესანტირება მოახდინა სუპერტანკერ „გრეის 1“-ზე. ხომალდის დაკავება მოხდა გიბრალტარის სანაპიროდან 4 კილომეტრის დაშორებით, ლონდონის თანახმად, ბრიტანეთის ტერიტორიულ წყლებში... Читать дальше...


Музыкальные новости
Певица

Певица Бузова выступила на ПМЭФ и призвала ничего не бояться





Rss.plus
Америка

Америкой и Европой сенсационно управляет Гольфстрим. Научная сенсация!




Москвичам спрогнозировали "мегаливень" в День России

В Тульской области пройдет «мегаливень» на предстоящей неделе

Осужденной в колонии Коми не достались смарт-часы

Собянин: 12 июня уличные парковки Москвы будут работать бесплатно




ქუთაისში გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა  

Radiotavisupleba.ge 

„გახარია წადი“, „სისტემა უნდა დაინგრეს“, „არ შეგრჩება გავრილოვის ღამე“ - ამ შინაარსის პლაკატებით ქუთაისში საოლქო პროკურატურასთან  აქცია გამართეს „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა. ახალგაზრდებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა და მისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. „მოვითხოვთ დაისაჯოს ჯალათი გახარია და პასუხი აგოს 20-21 ივნისის „გავრილოვის ღამისთვის“. ჩვენ ვერ შეგვაშინებენ ოპოზიციონერი ლიდერების დაკავებით, აქციებს გავაგრძელებთ  მინისტრის გადადგომამდე. Читать дальше...

უგულავა გიორგაძეზე - სინამდვილეში მოხსნეს, რადგან მთელი მისი სფერო რუსთაველზე დგას

Radiotavisupleba.ge 

წასვლის მიზეზად „სისტემაში“ ახალ სისხლს ასახელებს, სინამდვილეში მოხსნეს, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა მიხეილ გიორგაძის მიერ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტიდან წასვლას. "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე გიგი უგულავა წერს, რომ მიხეილ გიორგაძის სამსახურიდან გაათავისუფლეს იმის გამო, რომ რუსთაველზე საპროტესტო აქციაში კულტურის სფეროს წარმომადგენლები დგანან:  „მოედინება და მოაქვს მდინარეს. როგორც უსინდისოდ დაინიშნა ისე უსინდისოდ მიდის. Читать дальше...

როდესაც ცოლისძმას და მაზლებს ირჩევენ, მაშინ გავიხსენოთ რა არის მოსამართლის ეთიკა – ჯანზეაშვილი სამოსამართლეო ეთიკის ნორმების გადახედვაზე

News.ge 

„კარგია თუ ვისაუბრებთ ეთიკაზე და რაიმეს გაიგებენ, მაგრამ როდესაც ვიღაცები ცოლისძმას და მაზლებს ირჩევენ, მაშინ გავიხსენოთ ხოლმე, რა არის ეთიკა,“ – ეს განცხადება, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა გააკეთა. ნაზი ჯანეზაშვილი ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების მოსაზრებას, რომ მოსამართლეების ეთიკის ნორმები აზრის გამოხატვასთანდაკავშირებით, შესაძლოა, გადაიხედოს და შეიზღუდოს. ჯანეზაშვილი ამ ინიციატივას ცინიზმად აფასებს. მისი თქმით, ეთიკის ნორმების... Читать дальше...

ჩეხეთის დაზვერვა დაინტერესდა რუსი მოქალაქით ყირიმში მისი ყოფნის გამო

Radiotavisupleba.ge 

რუსი ალექსანდრ ფრანჩეტი ჩეხეთის კონტრდაზვერვის არეალში მოხვდა იმის გამო, რომ ჩეხური ბინადრობის უფლების მქონე პირი, 2014 წელს აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში.   გამოცემა iROZHLAS.cz-ს თანახმად, რუსეთის მიერ ოპერაციის დაწყებამდე ფრანჩეტიმ ყირიმში შექმნა დაჯგუფება „ჩრდილოეთის ქარი“, რომელშიც 11 კაცი შედიოდა. ჯგუფი პასუხს აგებდა ელექტროგადამცემი ხაზების და გაზსადენის დაცვაზე, ასევე „ექსტრემისტული ჯგუფების“ გამოვლენაზე.   ამის თაობაზე ინფორმაცია ფრანჩეტიმ დაადასტურა ინტერვიუში, რომელიც იუტუბიზეა გამოქვეყნებული.

უმრავლესობამ 20-21 ივნისის მოვლენები დადგენილებაში შეაფასა

Radiotavisupleba.ge 

ხელისუფლებამ 20 და 21 ივნისს მაქსიმალურად უზრუნველყო აზრის გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება; ცალკეული პოლიტიკოსებისა თუ პოლიტიკური ჯგუფების ქმედებები მიმართული იყო კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ; პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური, ძალადობისა და პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საპასუხოდ; კანონდარღვევის ფაქტებზე საჭიროა ხელისუფლების რეაგირება - ასეთია საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დარეგისტრირებული დადგენილების პროექტის აქცენტები. 10-პუნქტიანი... Читать дальше...

მოსამართლეების ეთიკის ნორმები აზრის გამოხატვასთან დაკავშირებით შესაძლოა გადაიხედოს

News.ge 

სად გადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და სამოსამართლო ეთიკას შორის – ამ თემაზე დღეს მოსამართლეები საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან ერთად მსჯელობენ. მოსამართლეების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ გადაიხედოს მოსამართლეების ეთიკის ნორმები, აზრის გამოხატვასთან დაკავშირებით. მიზეზი კი საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებაა. მოსამართლეების თქმით, საჭიროა ეთიკის იმგვარად შეცვლა, რომ მან სოციალური ქსელიდან მომდინარე გამოწვევებს უპასუხოს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი... Читать дальше...



Москва

Америкой и Европой сенсационно управляет Гольфстрим. Научная сенсация!


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: Парковка на улицах Москвы в День России будет бесплатной



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Владимир Высоцкий

Владимир Высоцкий и Кевин Спейси (1979)




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

«Локомотив» готов рассмотреть продажу Баринова, футболистом интересуются клубы Испании, Франции и Турции

В Москве прошёл спортивный праздник для росгвардейцев

Турниры, проходящие при содействии Федерации шахмат г. Ростова-на-Дону


Янник Синнер

«Янника Синнера очень рано сравнивать с Роджером Федерером» // Тренер мужской сборной России по теннису Игорь Куницын — о главных событиях Roland Garros



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Кандидатами на должность президента Ирана стали шесть политиков



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России