Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Июль
2019

Новости за 25.07.2019

გარდაცვლილი ადამიანი - შრომის უსაფრთხოების საკითხი და პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობა

Radiotavisupleba.ge 

გორის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომელი რამაზ ლამაზოღლი 24 ივლისს გორის სამედიცინო კლინიკა „გორმედში“ გარდაიცვალა. 58 წლის ლამაზოღლი თავის ტვინის დაზიანებით საავადმყოფოში 22 ივლისს შეიყვანეს და რეანიმაციის განყოფილებაში მოათავსეს. იგი სატვირთო მანქანის ძარადან იმ ბანერთან ერთად გადმოვარდა, რომელიც გორში გამართული REGION FASHION WEEK-ის ორგანიზატორებს ეკუთვნოდათ. „გორმედის“ ექიმის, მარინა მარიამიძის თქმით, პაციენტის ტრავმები თავიდანვე სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო. ლამაზოღლის დაღუპვამ სოციალურ ქსელში დიდი ვნებეთაღელვა გამოიწვია. Читать дальше...

ქართული ოცნების მაჟორიტარი კასპიდან ამერიკის საელჩოს დამატებით განმარტებას სთხოვს

Radiotavisupleba.ge 

"ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი აშშ–ის საელჩოსგან მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო განმარტებებს ელის. "TV პირველის" ეთერში მან თქვა, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გაგებით ეკიდებიან, მაგრამ ამ ქვეყანაში ტრაგიკული და განსაკუთრებული ხდება. საქმე ეხება საელჩოს 25 ივლისის განცხადებას TBC–ს დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით.  აშშ-ის საელჩო საქართველოში აცხადებს, რომ ყურადღებით აკვირდება გენერალური... Читать дальше...

ლარი კიდევ გაუფასურდა. 1აშშ დოლარი 2.91 ლარი ღირს

Radiotavisupleba.ge 

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9171 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9171 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9010 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0161 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2496 ლარია. დღეს მოქმედი კურსით ევრო 3.2343 ლარს შეადგენდა. ევროს ფასის ცვლილებამ 0.0153, ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.



ინტერვიუ ეკა ბესელიასთან

Radiotavisupleba.ge 

“რადიო თავისუფლების“ სტუმარია საქართველოს პარლამენტის წევრი, პარტია „სამართლიანობის“ თავმჯდომარე ეკა ბესელია. მას გიორგი გვახარია ესაუბრება. გიორგი გვახარია: ნაციონალური მოძრაობის წევრმა თინა ბოკუჩავამ შეაფასა თქვენი გამოსვლა ანტისაოკუპაციო მიტინგზე 23 ივლისს და გაიხსენა, რომ თქვენ იყავით ავტორი დადგენილებისა, რომლითაც 2012 წელს პატიმრობიდან გაათავისუფლეს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული პირები. ვინ იყო ეს ხალხი? რატომ არ იყო ეს სია გამჭვირვალე? ეკა ბესელია: ამ აქციაზე როცა მივედი, ვიცოდი... Читать дальше...

მინდობით აღზრდა - როცა აღმზრდელი ფაქტობრივად მოხალისეა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში მინდობით აღზრდის მსურველი ოჯახების დეფიციტია. ამის ერთ-ერთ მიზეზად ბავშვისთვის გამოყოფილი თანხის სიმცირეს ასახელებენ.  საქართველოში 1500-მდე ბავშვი მონაწილეობს მინდობით აღზრდის პროგრამაში, რომელიც ბავშვის ამა თუ იმ ოჯახში დროებით განთავსებას გულისხმობს. World Vision-ის ბავშვთა დაცვის მომსახურებისა და ადვოკატირების მენეჯერი მაია მგელიაშვილი ამბობს, რომ თანხა, რომელიც ბავშვის მინდობით აღსაზრდელად გამოიყოფა მოზარდს აღარ ჰყოფნის. ამიტომ მსურველების რაოდენობა მცირდება. „500 ლარი ბავშვს არანაირად არ ჰყოფნის... Читать дальше...

პარიზში სარეკორდოდ მაღალი ტემპერატურა აღირიცხა

Radiotavisupleba.ge 

25 ივლისს პარიზში აღირიცხა სარეკორდოდ მაღალი ტემპერატურა. ამ ქვეყნის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, 13:40 წუთზე ადგილობრივი დროით თერმომეტრმა აჩვენა 40.6 გრადუსი ცელსიუსით. ასეთი სიცხე საფრანგეთის დედაქალაქს არ ახსოვს 1947 წლიდან, როცა ტემპერატურა 40.4 გრადუსადმე ავიდა. მაღალ ტემპერატურას, 40 გრადუსამდე სიცხეს მოელოდნენ ლონდონშიც, ისევე როგორც დასავლეთი ევროპის სხვა ქვეყნებში. ბელგიის მეტეოროლოგიური სამსახურის თანახმად, ტემპერატურამ 40 გრადუსს ბოლოს გადააჭარბა ამ ქვეყანაში 1833 წელს. 24 ივლისს ბელგიაში... Читать дальше...

ინფრასტრუქტურის სამინისტრო ანაკლიის პროექტის შესახებ განცხადებას ავრცელებს

Radiotavisupleba.ge 

„ანაკლიის პროექტი სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტია და ის აუცილებლად განხორციელდება“, - ამის შესახებ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. უწყებაში აცხადებენ, რომ სახელმწიფო არ ეძებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებისთვის კონსორციუმის ალტერნატიულ კომპანიას. „სამწუხაროა, რომ ანაკლიის ნავსადგურის თემასთან დაკავშირებით არ მთავრდება სპეკულაციები მიუხედავად იმისა, რომ პროექტის პრიორიტეტულობას მთავრობის ფაქტობრივად ყველა წევრი ყველა ტრიბუნიდან ადასტურებს. Читать дальше...

უკრაინამ დააკავა რუსეთის ტანკერი, რომელიც მოსკოვმა უკრაინული გემების ბლოკირებისთვის გამოიყენა

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის უშიშროების სამსახურის ცნობით, მან დააკავა რესეთის ტანკერი, რომელიც, სავარაუდოდ, ნოემბერში გამოყენებულ იქნა უკრაინის საზღვაო ფლოტის სამი გემისთვის გზის გადასაღობად, სანამ მათ რუსეთის მესაზღვრეები დააკავებდნენ ყირიმის სანაპიროსთან 24 მეზღვაურთან ერთად. უწყების განცხადებით, რომელიც მან ფეისბუკით გაავრცელა 25 ივლისს, გამოძიებამ დაადგინა, რომ რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა და სასაზღვრო დაცვის სამსახურმა გამოიყენეს ტანკერი სახელწოდებით, „ნეიმა,“ რათა „უკანონოდ გადაეღობათ გზა უკრაინის საზღვაო ფლოტის გემების... Читать дальше...



სასამართლომ მერიას სახიფათო ადგილის შემოღობვა დაავალა

Radiotavisupleba.ge 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ალეკო ცქიტიშვილისა და მაკა წიკლაურის სარჩელი და მერიას თბილისის ზღვაზე, ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორიაზე, გამაფრთხილებელი ბანერების დამონტაჟება დაავალა. მერიას ასევე ევალება არხის ზოლზე 2.5 მეტრის სიმაღლის კედლის მოწყობა, რათა მასზე გადასვლა ვეღარ შეძლონ. ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორია არის ადგილი, სადაც ცურვა განსაკუთრებით საშიშია. ალეკო ცქიტიშვილის 15 წლის ბიჭი, ცოტნე ცქიტიშვილი, 2017 წლის 3 ივლისს სწორედ ამ ტერიტორიაზე დაიღუპა. ერთი წლის ადრე იქვე დაიღუპა მაკა წიკლაურის ვაჟი... Читать дальше...

დიდი ბრიტანეთის საელჩო ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

Radiotavisupleba.ge 

დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმის გარშემო და აცხადებს, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, პროცესები გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად წარიმართოს. საელჩო ხაზს უსვამს, რომ პროცესების გამჭვირვალედ წარმართვა აუცილებელია უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად და ქვეყნის ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისათვის. „დიდი ბრიტანეთი ყურადღებით აკვირდება საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკის” თანადამფუძნებლების... Читать дальше...

თიბისი ბანკის აქციები დღეს 3% - ით გაუფასურდა

Radiotavisupleba.ge 

ლონდონის საფონდო ბირჟაზე თიბისი ბანკის  აქციები  ისევ უფასურდება, თუმცა გუშინდელთან შედარებით, ნაკლები კლება აღინიშნება.  25 ივლისის 17 საათისთვის თიბისის აქციების ფასი 3 პროცენტითაა შემცირებული. 24 ივლისს დღის განმავლობაში თიბისი ბანკის აქციების ფასი დაახლოებით 12 პროცენტით დაეცა, რის შედეგადაც ბანკის აქციონერებმა 130 მილიონი დოლარით იზარალეს. თიბისის აქციების გაუფასურება 24 ივლისის დღის 12 საათის შემდეგ დაიწყო მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბანკის დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძესა... Читать дальше...

აქცია გაიმართა ეკა კვესიტაძის და შოთა უტიაშვილის სახლთან

Radiotavisupleba.ge 

ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის და შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, შოთა უტიაშვილის სახლთან ტრანსფარანტებით და საყრივებით ხელში  აქცია გამართა ახალგაზრდების ჯგუფმა.ისინი უტიაშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვდნენ, იმ "ფეისბუკ" პოსტის გამო, რომელიც მან გუშინ გამოაქვეყნა. აქციის ერთ-ერთი მონაწილე ნიკა ბერძნიშვილი ამბობს, რომ ახალგაზრდები გორიდან ჩამოვიდნენ და შოთა უტიაშვილის ფეისბუკ პოსტის გამო ბოდიშის მოხდას ითხოვენ. "უტიაშვილმა გააკეთა მოღალატეობრივი განცხადება და უნდა მოიხადოს ბოდიში. ჩვენ თავზე გადაიარა ომმა... Читать дальше...

გადაცემაში "სირცხვილია" მალხაზ მაჩალიკაშვილი მიიღებს მონაწილეობას

Radiotavisupleba.ge 

ანტისაოკუპაციო აქციების 36-ე დღეს, პარლამენტის წინ, გადაცემა „სირცხვილიას“ თემა იქნება პროტესტის უფლება. აქციის ორგანიზატორები ეხმიანებიან სამართალდამცავების უარს, რის გამოც მალხაზ მაჩალიკაშვილმა 25 ივლისს, პარლამენტის წინ ვერ დადგა კარავი, რომელიც რუსთაველის გამზირზე, 11 თვის განმავლობაში იდგა და 20-21 ივნისის ღამეს, დემონსტრანტების დაშლისას მოირღვა. გადაცემის პირველ ბლოკის სტუმარი იქნება მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელმაც თბილისის მერიასა და შსს-ს განცხადებებით მიმართა,  კარვის გაშლაზე უარის თქმის განმარტების მოთხოვნით. Читать дальше...

მაჩალიკაშვილმა კარავი დადგა

Radiotavisupleba.ge 

ერთდღიანი ბრძოლის შემდეგ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, პარლამენტის წინ კარავი დადგა. კარავი, რომელშიც მალხაზ მაჩალიკაშვილი, თვეების განმავლობაში ცხოვრობდა, 20 ივნისის ღამეს, დემონსტრანტების დაშლის დროს მოირღვა. ერთთვიანი წყვეტის შემდეგ, მალხაზ მაჩალიკაშვილს კარავი 25 ივლისს, დილიდან უნდა გაეშალა, თუმცა, პარლამენტთან მისულს, სამართალდამცავები დახვდნენ და კარვის დადგმაზე უარი იმ მოტივით უთხრეს, რომ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის... Читать дальше...

ამანოს სიკვდილის შემდეგ ატომური ენერგეტიკის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობას რუმინელი დიპლომატი ფერუცა შეასრულებს

Radiotavisupleba.ge 

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ რუმინელი დიპლომატი, კორნელ ფერუცა აირჩია დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად. გაეროს ბირთვული მეთვალყურის ახალი ხელმძღვანელის არჩევამდე ფერუცა უხელმძღვანელებს ამ სააგენტოს, რომლის გენერალური დირექტორი, იუკია ამანო ამ კვირაში გარდაიცვალა. ამის თაობაზე განცხადება სააგენტომ გაავრცელა 25 ივლისს. ამანო 72 წლის ასაკში გარდაიცვალა 22 ივლისს გაურკვეველი მიზეზით.  ჯანმრთელობის მგომარეობის გამო ამანო გეგმავდა 2020 წელს გადადგომას ვადის გასვლამდე. იაპონელი დიპლომატი სააგენტოს ხელმძღვანელობდა 2009 წლის შემდეგ. Читать дальше...

რა და რატომ ახდენს ზეგავლენას ლარის კურსსა და ქვეყნის ეკონომიკაზე?

Radiotavisupleba.ge 

“ზამბიაში სკოლებში გამოალოცინეს ვალუტის კურსი. რა თქმა უნდა, ამან ვერც ზამბიის ეკონომიკას უშველა და ვერც ვალუტის კურსს. ჩვენ შედარებით მაღალ დონეზე ვართ და გვაჯერებენ, რომ თურქეთი და საგარეო შოკები მოქმედებს. ჩვენთვის ეს „გამოლოცვაა“ შემოთავაზებული, უფრო მაღალი ტერმინოლოგიაა გამოყენებული. ახლა თურქეთის გავლენა ჩაიხსნა? განვითარდა მათი ეკონომიკა და აღარ მოქმედებს? ახლა უცებ "კარგი" თემა გამოჩნდა - რუსეთის ემბარგოს მოლოდინი, ტურისტების შემცირება. უფრო ადვილად გაყიდვადია, ვიდრე თურქეთის თემა. რეალურად... Читать дальше...

აშშ-ს საელჩოს განცხადება არის ირიბი მინიშნება იმაზე, რომ ხაზარაძის წინააღმდეგ პროცესებში, ამერიკელები პირდაპირ ხედავენ „სხვა მოტივაციებსაც“

News.ge 

ხაზარაძე არის ტესტი ამერიკისთვის, რა დოზით და რა სახის ინტერესები შერჩა ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს მიმართ, – ასე აფასებს პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე „ინტერპრესნიუსთან“ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებისთვის – მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით. ლაგაზიძის აზრით, აშშ-ს საელჩოს ამ განცხადებაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ანაკლიის პორტის ...

EMC მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის პარლამენტის წინ კარვის განთავსების აკრძალვას ეხმაურება

Radiotavisupleba.ge 

მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის კარვის გაშლის აკრძალვის გამო "ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი" (EMC) თბილისის მერიას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს და განმარტებას ითხოვს. „როგორც ცნობილია, მალხაზ მაჩალიკაშვილს 2018 წლის ოქტომბრის თვეშიცსაპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა შეუზღუდეს პარლამენტის წინ კარვის დადგმის შესაძლებლობა, თუმცა, მოგვიანებით, მათ შორის სასამართლო დავისა და სამოქალაქო პროტესტის შემდეგ, მას ეს შესაძლებლობა მიეცა და 2019 წლის 20 ივნისამდე პარლამენტის წინ განთავსებულ კარავში იმყოფებოდა. Читать дальше...

შსს: სამართალდამცავებს მაჩალიკაშვილთან საუბრისას არ უხსენებიათ სიტყვა რეაბილიტაცია

Radiotavisupleba.ge 

მისცემენ თუ არა სამართალდამცავები მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტის შენობის წინ კარვის გაშლის უფლებას, ამის შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას შსს ჯერჯერობით არ ავრცელებს. 25 ივლისს, სამართალდამცავებმა მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტის წინ კარვის დადგმის უფლება არ მისცეს და ამის მიზეზად, ტერიტორიაზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასახელეს. თუმცა, როგორც მოგვიანებით დედაქალაქის ვიცე-მერმა განმარტა, მუნიციპალიტეტი არანაირ სარეაბილიტაციო სამუშაოებს პარლამენტის წინ არ გეგმავს და მისთვის უცნობია,... Читать дальше...


Музыкальные новости
Коммерсантъ

Как бы никаб // В РФ не утихают споры о возможном запрете скрывать лицо платком





Rss.plus
Чемпионат

Чемпионат по поеданию бууз пройдет в Улан-Удэ




Erika в общем чате после прохода на TI13: «????»

Многие россияне готовы потратить на отпуск до 40 тысяч рублей

Россия перекрыла кислород западным зерновым трейдерам и взяла под контроль рынок зерна

Вечеринка теперь «одетая»: Барецкий дал серьезный совет Ивлеевой




სანზონაში 4 წლის შვილის გარდაცვალების საქმეზე დედას 11-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

Radiotavisupleba.ge 

სანზონაში 4 წლის ნინო ზალინაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ბრალდებულ დედას, ლელა ქსოვრელს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ცნობით, ლელა ქსოვრელი სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ყველა ბრალდებაში დამნაშავედ სცნო. „2019 წლის 25 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ლ.ქ. დამნაშავედ ცნო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისათვის ე.ი. სხეულის დაზიანებისათვის, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ... Читать дальше...

ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა პირველი კომენტარი გააკეთა

News.ge 

ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა. პრეზიდენტი ამბობს, რომ გამოძიების დასრულებამდე მას არ აქვს უფლება, რომ შეაფასოს მიმდინარე მოვლენები. პრეზიდენტის თქმით, მის მიერ მოვლენების შეფასება უშუალო ჩარევად იქნება აღქმული. „ბრალდება წაეყენათ გუშინ თუ არ ვცდები, მე მესმის, რომ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები, თუნდაც, არასამთავრობოები ამაზე თავიანთ შეხედულებებს გააჟღერებენ. მე ვარ გათვითცნობიერებული იმ ...

ვიცე-მერი: პარლამენტთან არაფერი იგეგმება. არ ვიცი, რატომ უთხრეს უარი მაჩალიკაშვილს კარვის გაშლაზე

Radiotavisupleba.ge 

„თბილისის მერიას პარლამენტის წინ არანაირი სარეაბილიტაციო სამუშაოები არ აქვს დაგეგმილი“, - აცხადებს თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე. ასე გამოეხმაურა ვიცე-მერი, 25 ივლისს, მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის პარლამენტის წინ კარვის გაშლის უფლების შეზღუდვას. კარვის გაშლაზე უარის თქმის მოტივად სამართალდამცავებმა მერიის მიერ დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასახელეს. ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მისთვის უცნობია, თუ რატომ უთხრეს სამართალდამცავებმა უარი მალხაზ მაჩალიკაშვილს კარვის გაშლაზე: „ამ ეტაპზე... Читать дальше...

პრეზიდენტი ამბობს, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე მისი კომენტარი ჩარევა იქნება

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტი არ გამოხატავს თავის პოზიციას „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრალდებულად ცნობის შესახებ. „მე ვარ გათვითცნობიერებული იმ ინფორმაციებში, რაც ჯერჯერობით არის და მე ამას ვაკვირდები. ჩემი ანალიზებიც მაქვს, მაგრამ მე ვთვლი, და ეს უნდა კარგად გაიგოთ, რომ პრეზიდენტს არა აქვს უფლება - ის კი არა კომპეტენცია, ნუ შეგეშლებათ - უფლება არა აქვს, რომ ჩაერიოს ასეთ საქმეში და გამოხატოს თავისი შეხედულება“ - უთხრა ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც კახეთის რეგიონში იმყოფება. Читать дальше...

ვთვლი, რომ საქართველოში სიტყვის თავისუფლებას არაფერი ემუქრება

News.ge 

რუსთავი 2“- ის საქმეში პრეზიდენტი არ უნდა ჩაერიოს, – ასე უპასუხა ჟურნალისტებს სიღნაღში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ სტრასბურგის გადაწყეტილება იყო უპრეცედენტო, სადაც გამოჩნდა ქართული სასამართლოს მიუკერძოებლობა. “რუსთავი 2“-ის საქმე ეს არის პირადი, კომერციული საკითხი, რაშიც უნდა გაერკვეს სასამართლოს მეშვეობით თუ მის გარეშე. სტრასბურგის გადაწყვეტილება არის უმნიშვნელოვანესი და უპრეცედენტო ჩვენს რეალობაში, რადგან აღიარა ...

არასამთავრობო ორგანიზაციები „თიბისის“დამფუძნებელთა საქმეზე პროკურატურას მიმართავენ

Radiotavisupleba.ge 

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას ავრცელებენ თიბისი ბანკის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და მოუწოდებენ გენერალურ პროკურატურას წარმოადგინოს და გაასაჯაროვოს დამაჯერებელი მტკიცებულებები „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალეულობის შესახებ, რათა საზოგადოებაში არ დარჩეს კითხვები ბრალდების სხვა მოტივებთან დაკავშირებით. „ვფიქრობთ, რომ ამ საქმის გარშემო არსებულ გარემოებათა ერთობლიობა, ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიმართ გამოძიების დაწყება და ბრალის წაყენება, შესაძლოა, იყოს პოლიტიკურად მოტივირებული. Читать дальше...



Москва

«СВЯТОЙ ЛЕНИН» и ДЕНЬ РОССИИ: успех России в С В О = мир во всём мире?!


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: Общегородской школьный выпускной пройдет в Москве 28 июня



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Желдорреммаш

Руководители подразделений электромашинного дивизиона Желдорреммаш прошли обучение в рамках развития производственной системы TOS




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

15 июня в Ростовском городском шахматном клубе на Газетном, 92 поведут рапид памяти международного гроссмейстера Сергея Аслановича Бешукова

В районе Вороново появится новый крупный стройкластер

6-летняя девочка сломала позвоночник, прыгая на батутах в Москве


Даниил Медведев

Медведев, Кафельников, Федерер, Маррей, Роддик, Агасси поздравили Синнера со статусом первой ракетки мира



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Минск

В Минске сообщили о телефонном разговоре Путина и Лукашенко



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России