სერგეი ლავროვი: ჩემთან შეხვედრას დავით ზალკალიანი ითხოვდა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, მასთან შეხვედრის ინიციატივა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისგან, დავით ზალკალიანისგან მოდიოდა. ეს განცხადება სერგეი ლავროვმა გააკეთა 27 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ბოლო დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, როდესაც მას დაუსვეს შეკითხვა რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის პერსპექტივის შესახებ. ლავროვი ამბობს, რომ ღიმილსა და გაოცებას იწვევს ქართული მხარის მიერ ამ შეხვედრის შესახებ გაკეთებული კომენტარები. Читать дальше...