Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Ноябрь
2019

Новости за 26.11.2019

მამუკა მდინარაძე: "საქმე გვაქვს სისხლის სამართლის დანაშაულთან"

Radiotavisupleba.ge 

„ წინა შემთხვევაში გვქონდა შემთხვევები რომ ნაცმოძრაობის სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები გარკვეული საგნების გამოყენებით ცდილობდნენ პარლამენტის შენობის ბლოკირებას, რაც არის სისხლის სამართლის კოდექსის 222- ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. ჩვენ არ ვართ მოწოდებული რომ ვიღაცამ ჩაიდინოს დანაშაული და შემდეგ ვსდიოთ დასაჭერად, არამედ მოხდეს ამის პრევენცია. ასე იყო ამ შემთხვევაშიც. -  ამბობს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აქციის მონაწილეთა წყლის ჭავლით დაშლაზე და მათთვის შეშის ჩამორთმევის თაობაზე. Читать дальше...

საქართველო ემზადება ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობისთვის

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობისთვის განსაზღვრული ოთხი პრიორიტეტი: 1. ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა; 2. სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; 3. ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება - აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება; 4. დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით; საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობას 27 ნოემბერს, საფრანგეთისგან გადაიბარებს და ამ მოვალეობას 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით შეასრულებს.

ჯანდაცვის სამინისტრო: სამედიცინო დაწესებულებებში რჩება სამი პირი

Radiotavisupleba.ge 

ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებებში რჩება რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლის დროს დაკავებული სამი პირი - ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ჯანდაცვის სამინისტროში მიაწოდეს. უწყება არ ადასტურებს გავრცელებულ ცნობას იმის შესახებ, რომ ერთმა პირმა თვალი დაკარგა. „სულ ოთხი ადამიანი იყო ჰოსპიტალიზებული. ამ დროისთვის ერთი სამოქალაქო პირი უკვე გაწერილია სამედიცინო დაწესებულებიდან, ხოლო დანარჩენი სამი ჯერ ისევ ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. ერთ პირზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს გონება დაკარგა... Читать дальше...



ეკა ბესელია: „ეს იყო ძალის გადამეტების კლასიკური მაგალითი“

Radiotavisupleba.ge 

"გუშინდელი ღამე იყო არამარტო შეცდომა, არამედ კანონდარღვევაც. არაპროპორციული ძალა იყო გამოყენებული. წყლის ჭავლი უნდა გამოიყენო მაშინ, როდესაც არის თავდასხმა აგრესიული ქმედებები და ვერ აჩერებს ხელისუფლება აქციის მონაწილეებს სხვა ფორმით. წყლის ჭავლი გამოიყენეს გაყინული ადამიანების წინააღმდეგ, როდესაც არაფერს სჩადიოდნენ, ისხდნენ და თავის პროტესტს გამოხატავდნენ.  მიმაჩნია რომ ეს იყო ძალის გადამეტების კლასიკური მაგალითი, პრევენციისთვის არ შეიძლება წყლის ჭავლის გამოყენება."- ამბობს დეპუტატი ეკა ბესელია... Читать дальше...

პოლიცია აქციის მონაწილეებს არ აძლევს პარლამენტის შესასვლელებთან მიახლოების უფლებას

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა ჭიჭინაძის ქუჩიდან სცადეს შენობის შესასვლელთან მიახლოება, რისი უფლებაც პოლიციელებმა არ მისცეს. პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებდა, რომ პარლამენტის საშვი აქვს და პოლიცია გადაადგილებას უკანონოდ უზღუდავს. ვაშაძემ განმარტება მოთხოვა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, კახა ბუხრაძეს, რომელმაც განაცხადა, რომ აქციის მონაწილეებს პროტესტის გამოხატვის უფლება აქვთ, თუმცა ეს კანონის ფარგლებში უნდა მოექცეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გვითხრა... Читать дальше...

პოლიციას დავალება აქვს, გაყინეთ ხალხიო, შეშას დასდევენ, შეშაზე არიან დაგეშილები –

News.ge 

ბავშვი რომ თბილად გიწევს, აქ რომ გაყინულ ადამიანს დაინახავ, გაიხსენე, რომ უნამუსოდ მოიქეცი, კანონი დაარღვიე და ადამიანობაზე უარი თქვი,”- ასე მიმართა “ევროპული საქართველოს” წევრმა გიგი უგულავამ პოლიციას, რომელმაც პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებს გასათბობად მოტანილი შეშა და კასრები ჩამოართვა. უგულავას თქმით, პოლიცია აქციის მონაწილეებს ჩანთებს უჩხრეკდა, რომ მათ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეშა არ მიეტანათ. “პირად გვარდიადაა  პოლიცია გადაქცეული. ...

თუ აქციის მონაწილეები დაარღვევენ კანონს, სახელმწიფო იმოქმედებს ადეკვატურად

News.ge 

თუ დაარღვევენ კანონს ადამიანები, რომლებიც გამოხატავენ პროტესტს, სახელმწიფო იმოქმედებს ადეკვატურად – ამის შესახებ დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ერთი მხრივ, უნდა იყოს დაცული გამოხატვის თავისუფლება, თუმცა მეორე მხრივ, არ უნდა მოხდეს პარლამენტის ბლოკირება. „ ჩვენ წინა შემთხვევაშიც მოვუწოდეთ სამართალდამცველ ორგანოებს, რომ იმოქმედონ მაქსიმალური სიფრთხილით, რომ ადამიანების ჯანმრთელობასაც გამოხატვის თავისუფლებასთან ერთად გავუფრთხილდეთ. ეს არის ჩვენი ვალი ...

აქციის დაშლისას დაკავებულთა ნაწილი ხელწერილით გაათავისუფლეს

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტთან აქციის დაშლისას დაკავებულთა ნაწილი პოლიციამ ხელწერილით გაათავისუფლა. წინასწარი ინფორმაციით, გათავისუფლებულია 15-ზე მეტი პირი, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აკაკი მინაშვილი. პოლიციის განყოფილებებიდან ხელწერილით გათავისუფლებულები პარლამენტის შენობასთან დაბრუნდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა, ლაშა კიკაბიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ აქციის დაშლის დროს პოლიციელების ფარებს აწვებოდა: „ოქმში დამიწერეს, რომ ვიგინებოდი უწმაწური სიტყვებით. სხვანაირი გინება გაგიგიათ?! მაგრამ არ ვიგინებოდი, არ მეცალა გინებისთვის“. Читать дальше...



პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს აქციის მონაწილე, რომელიც დილით შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცი საპოლიციო ძალების მიერ წყლის ჭავლის გამოყენების დროს დასველდა, თუმცა, აქციის ადგილი არ დაუტოვებია. შოკურ მდგომარეობაში მყოფ პაციენტს პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმებმა, შემდეგ კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. საპოლიციო ძალებმა 26 ნოემბერს, გამთენიისას დაშალეს პარლამენტის შესასვლელებთან მიმდინარე პიკეტირების აქცია. Читать дальше...

პარლამენტთან აქციის 28 მონაწილე დააკავეს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტთან აქციის დაშლის დროს 3 ადამიანი დაშავდა, 28 დაკავებულია. ეს ინფორმაცია დღეს დილით გაავრცელა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. მისი განცხადებით, დაშავებულ მოქალაქეებს სამედიცინო დაწესებულებებში შესაბამისი დახმარება გაეწიათ. პოლიციელების მიერ დაკავებულ 28 პირს ბრალად ედება  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით გათვალისწინებული დარღვევა - სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და ხულიგნობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით... Читать дальше...

ოპოზიცია კვლავ გეგმავს პარლამენტის შენობის პიკეტირებას

Radiotavisupleba.ge 

სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციის გაგრძელებას აპირებენ და კვლავ გეგმავენ შესასვლელების პიკეტირებას. „რაც უნდათ გააკეთონ, ჭავლი კი არა ვინც უნდა გამოიყვანონ. ჩვენი პროტესტი გრძელდება და გაგრძელდება ბოლომდე. "ქართულმა ოცნებამ" იკითხოს, რა რეჟიმში აპირებენ ქვეყნის მართვას. ეს ხომ არ არის ქვეყნის მართვა, როცა სამსახურში მისასვლელად გჭირდება პოლიციის უფროსები, რაზმები, დაჯგუფებები, კანონდარღვევა, შეშის, ფიჩხის, კასრის დევნა, სპეცრაზმის... Читать дальше...

პარლამენტის შესასვლელებს სპეცრაზმი აკონტროლებს

Radiotavisupleba.ge 

26 ნოემბრის დილის 5 საათისთვის, დემონსტრანტები, რომლებიც პარლამენტის შესასვლელებს ბლოკავდნენ სპეციალური დანიშნულების რაზმმა წყლის ჭავლის გამოყენებით აიძულა პარლამენტის წინ გადასულიყვნენ.  პარლამენტის შესასვლელებთან აქციის მონაწილეების კარვები აღარ დგას. დემონსტრანტების რამდენიმე კარავი დგას პარლამენტის წინ ტროტუარზე. რუსთაველის გამზირი გახსნილია საავტომობილო მოძრაობისთვის, ტერიტორიას დასუფთავების სამსახურის ალაგებს.  პარლამენტის წინ მორიგეობას განაგრძობს აქციის ათეულობით მონაწილე, მათთან ერთად არის პოლიტიკოსების ნაწილიც. Читать дальше...

სპეცრაზმმა პარლამენტის შენობასთან დემონსტრაციის დაშლა დაიწყო

Radiotavisupleba.ge 

პოლიციის ულტიმატუმის შემდეგ სპეცრაზმმა დაიწყო საპროტესტო დემონსტრაციის დაშლა.  სამართალდამცავებმა აქციის ორგანიზატორები გააფრთხილეს, რომ მომიტინგეებს დაეტოვებიათ გზის სავალი ნაწილი. მათ 30-წუთიანი ვადა მისცეს აქციის მონაწილეებს. გაფრთხილების შემდეგ მონიტინგეებმა ტროტუარებზე გადაინაცვლეს. მიუხედავად ამისა, ვადის ამოწურვის შემდეგ აქციის დაშლა დაიწყო.

დემონსტრანტებმა ტროტუარზე გადაინაცვლეს - პოლიციამ მათ 30-წუთიანი ვადა მისცა

Radiotavisupleba.ge 

რუსთაველის გამზირზე შეკრებილი დემონსტრანტებისთვის პოლიციის მიერ მიცემული ულტიმატუმის 30-წუთიანი ვადა ამოიწურა.   სამართალდამცავებმა აქციის ორგანიზატორები გააფრთხილეს, რომ მომიტინგეებს დაეტოვებიათ გზის სავალი ნაწილი. აქციის მონაწილეებმა გაფრთხილების შემდეგ ტროტუარებზე გადაინაცვლეს.  რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები, მას შემდეგ განახლდა, რაც 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი პარლამენტში ჩავარდა. დემონსტრანტები რიგგარეშე საპარლამენტო... Читать дальше...

„საიდანაც ამიყვანეს, იქიდან ვაგრძელებ" - ზუკა ბერძენიშვილი გაათავისუფლეს

Radiotavisupleba.ge 

ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ გათავისუფლებული აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდა.  „საიდანაც ამიყვანეს, იქიდან ვაგრძელებ", - თქვა რუსთაველის გამზირზე მისულმა ბერძენიშვილმა. აქტივისტი 18 ნოემბერს საპროტესტო აქციის დაშლისას დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ვალერიანე ფილიშვილმა ზუკა ბერძენიშვილი სამართალდამრღვევად ცნო სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის. მას 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. Читать дальше...

ბოკერიას თქმით, პოლიციამ წალმის გამო დააკავა და მოგვიანებით ავტომანქანიდან ჩამოსვა

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტის წევრი „ევროპული საქართველოდან“ გიგა ბოკერია „მთავარი არხის“ ეთერში ჰყვება, რომ პოლიციამ აქციაზე შეშის და წალმის შეტანის საშუალება არ მისცა. „წალამზე დამიჭირეს. პოლიციამ თავიდან აგვიხსნა, რომ საშიში ნივთი არის შეშაო. დავემორჩილეთ შეშის ნაწილში და მოვიტანეთ წალამი, რომლის სროლითაც ვინმეს დაზიანება შეუძლებელია. ამას დახვდა დიდი რაზმი, ძირითადად, კრიმინალური პოლიცია იყო. ერთ-ერთმა მათგანმა სცადა, რომ დეპუტატებს ფიზიკურად შეხებოდა და შემდეგ დაგვაკავეს. მითხრეს, რომ გაგარიდეთ სახიფათო ვითარებასო და ჩამომსვეს მანქანიდან“... Читать дальше...

სახალხო დამცველი შეშისა და კასრების წართმევას შეკრება-მანიფესტაციის უფლების უკანონო შეზღუდვად მიიჩნევს

Radiotavisupleba.ge 

მომიტინგეებისთვის შეშისა და კასრების ჩამორთმევის შესახებ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია „ფეისბუკზე“ წერს. მისი შეფასებით, პოლიციის ქმედებით შეკრება-მანიფესტაციების უფლების უკანონოდ იზღუდება. „შეკრების მშვიდობიანი ხასიათის უზრუნველსაყოფად, ზოგადად, კანონმდებლობით აკრძალულია ადვილად ფეთქებადი, აალებადი ნივთიერებების ან/და ისეთი საგნების ფლობა, რომელიც შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს ვინმეს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ზიანის მიყენების მიზნით. აღნიშნულ მუხლთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტიციო სასამართლომ ჯერ კიდევ 2014 წელს განმარტა... Читать дальше...



Москва

Армянские ковры Арцаха (Карабаха) с уникальным орнаментом представлены как «генетический код» Азербайджана - сайт monumentwatch


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: 12 июня парковки в Москве будут работать бесплатно



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Александр Галич

Остров Чилаг — по произведениям Александра Галича




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Зампредседателя Совета министров РСФСР Валерий Сайкин умер на 87-м году жизни

В Москве прошёл спортивный праздник для росгвардейцев

В Архангельске прошёл межрегиональный теннисный турнир «Белое море»


Даниил Медведев

Тарпищев о Медведеве и Рублеве: без травм сыграют в Париже лучше, чем в Токио



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Вирус эволюционирует: почему рано называть COVID-19 сезонным заболеванием



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России